გოგა ხაინდრავას მრავალსერიან ფილმში “ჰეროკრატია” ერთ-ერთი როლის შემსრულებელი, რეჟისორი და მსახიობი ოთარ მიქელაძე საქართველოს ექსპრეზიდენტს, მიხეილ საააკაშვილს ბოდიშს უხდის, – ამის შესახებ იგი სოციალურ ქსელში წერს.
გარდა ამისა, მიქელაძის სტატუსი სააკაშვილმა საკუთარ ოფიციალურ გევრდზეც კი გამოაქვეყნა:
„ბოდიში საქართველოს პრეზიდენტს, ბატონ მიხეილ სააკაშვილს !
ბატონო პრეზიდენტო! ბოდიში მინდა მოგიხადოთ იმისათვის, რომ:
1. 2012 წელს გავწევრიანდი მატყუარა „ ქართულ ოცნებაში“ ;
2. 2012 წლის არჩევნებში ხმა მივეცი „ ქართულ ოცნებას“ ;
3. როგორც მსახიობმა, მონაწილეობა მივიღე მრავალსერიიან სატელევიზიო მხატვრულ ფილმში „ჰეროკრატია“;
პატივისცემით, კინორეჟისორი ოთარ მიქელაძე.