საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის თანახმად, 2019 წელს საქართველოში ახალშბობილთა რაოდენობა 48 296 ბავშვით განისაზღვრა, რაც წინა წელთან შედარებით 5,6 პროცენტით ნაკლებია.
საქსტატის მიხედვით, 2019 წელს დაბადებულთა შორის ბიჭების რაოდენობა 1762-ით მეტია ახალშობილი გოგოების რაოდენობაზე. კერძოდ, გასულ წელს საქართველოში 25 029 ბიჭი და 23 267 გოგო დაიბადა.
როგორც მონაცემებიდან ირკვევა, ყველაზე მეტი ბავშვი გასულ წელს თბილისში დაიბადა (16 0220), ხოლო ყველაზე ცოტა – რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში (284 ბავშვი).