The Guardian-ის ინფორმაციით, მეცნიერები მიიჩნევენ, რომ 2020 წელი გასულ წლებთან შედარებით ცხელი იქნება და 4 წლის წინ დაფიქსირებულ რეკორდს მოხსნის.
მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსის მიერ გამოწვეულმა შეზღუდვებმა დროებით გაასუფთავა ცა, კლიმატის გასაგრილებლად საკმარისი არ არის და უფრო ღრმა, გრძელვადიანი ზომების მიღებაა საჭირო.
გავრცელებული ინფორმაციით, ანტარქტიდიდან გრელანდიამდე მაღალი ტემპერატურა იანვრიდან უკვე ფიქსირდება.
ამერიკის შეერთებული შტატების ოკეანის და ატმოსფეროს ეროვნული ადმინისტრაციის გამოთვლებით, 75% არის შანსი იმისა, რომ 2020 წელი ყველაზე ცხელი წელი იყოს.
სააგენტომ განაცხადა, რომ მიმდინარე მონაცემები ძალიან ახლოსაა 2016 წლის მონაცემებთან, როდესაც წლის დასაწყისში ტემპერატურა უჩვეულოდ გაიზარდა.
სააგენტოს ცნობით, 99% არის ალბათობა იმისა, რომ 2020 წელი ყველაზე ცხელი წლების ტოპ ხუთეულში მოხვდება.
ნასას კოსმოსური კვლევების ინსტიტუტის დირექტორის, გავინ შმიდტის ცალკეული გამოთვლით, 60 %-ია შანსი, რომ ეს წელი ცხელი იყოს.
დიდი ბრიტანეთის ინსტიტუტში ამბობენ, რომ 2015 წლის შემდეგ ეს წელი რეკორდულად ცხელი პერიოდია.
პათოლოგიური ამინდი უფრო და უფრო ნორმა ხდება.
იანვარი ყველაზე ცხელი იყო, რამაც მრავალი არქტიკული ერი თოვლის გარეშე დატოვა. თებერვალში ანტარქტიდაში ჩატარებულმა კვლევამ დაადგინა, რომ სამხრეთ კონტინენტზე 20 გრადუსზე მეტი ტემპერატურა პირველად დაფიქსირდა.
წლის პირველ კვარტალში დასავლეთ ევროპასა და აზიაში ტემპერატურა საშუალოზე 3 გრადუსით მაღალი იყო.
რაც შეეხება ბოლო დღეებს, გასულ პარასკევს, ლოს -ანჯელესში 34 გრადუსი დაფიქსირდა, რეკორდული სითბო დაფიქსირდა ავსტრალიაში.
დიდ ბრიტანეთში ტენდენცია ნაკლებად გამოხატულია. აპრილისთვის დამახასიათებელი დღიური ტემერატურა საშუალოზე 3.1 გრადუსით მეტია.
ოქსფორდის უნივერსიტეტის მეცნიერის, კარსტენ ჰაუსტეინის თქმით, გლობალური დათბობა ინდუსტრიულ დონეზე 1.2 გრადუსს უახლოვდება.
მიუხედავად იმისა, რომ პანდემიამ დროებით შეამცირა გამონაბოლქვის რაოდენობა, ატმოსფეროში სათბურის გაზების კონცენტრაცია დიდ შეშფოთებას იწვევს.
„კლიმატის კრიზისი დაუოკებლად გრძელდება. წელს ემისიები შემცირდება, მაგრამ კონცენტრაცია იზრდება. ახლა გვაქვს უნიკალური შესაძლებლობა გადავხედოთ ჩვენს არჩევანს და კორონას კრიზისი გამოვიყენოთ, როგორც კატალიზატორი უფრო მდგრადი სატრანსპორტო საშუალებებისა და ენერგიის წარმოებისთვის“,_ განცხადა ჰაუსტეინმა.