გაეროს პროგნოზით, 2050 წლისთვის მსოფლიოში 65 წლისა და მეტი ასაკის ადამიანთა რაოდენობა გაორმაგდება და 1.5 მილიარდ ადამიანს მიაღწევს. ამის შესახებ Anadolu წერს.
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მონაცემებით, 2019 წელს, 60 წელზე მეტი ასაკის ადამიანთა რაოდენობა 1 მილიარდს შეადგენდა, რომელიც სავარაუდოდ 2030 წლისთვის 34%-ით გაიზრდება და 1.4 მილიარდს შეადგენს.
გაეროს 2019 წლის მონაცემებით, აღმოსვლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში ყველაზე მეტი მოხუცი ცხოვრობს, 261 მილიონი ადამიანი, შემდეგ მოდის ევროპა ჩრდილეთ ამერიკა, 200 მილიონი ხადაზმული ადამიანით.
გაეროს პროგნოზით, ხანდაზმული მოსახლეობის მნიშვნელოვანი ზრდა მოხდება 2019 და 2050 წლებში ყველა რეგიონში. ყველაზე დიდი ზრდა მოსალოდნელია აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში 312 მილიონით, 2019 წლის 261 მილიონიდან 2050 წელს 573 მილიონით.
გამოკვლევებმა აჩვენა, რომ სამხრეთ კორეა, სინგაპური, ჩინეთი, ტაივანი, მალდივები და ტაილანდი გამოირჩევიან, სადაც 2050 წლისთვის 65 წელზე და მეტი ასაკის ყველაზე მეტი ადამიანია.
2050 წლისთვის, გლობალური მოხუცებული მოსახლეობის ზრდა მოხდება განუვითარებელ ქვეყნებში, დაახლოებით 80% -ით.
კვლევით დადგინდა, რომ 2050 წლისთვის 60 წელს გადაცილებული ადამიანების რაოდენობა ოდნავ მეტი იქნება, ვიდრე 5 წლამდე ბავშვების რაოდენობა და 15-24 წლის მოზარდებსა და ახალგაზრდებზე მეტი.
ბევრ ქვეყანაში მოსალოდნელია, რომ მოსახლეობაში მოხუცთა წილი გაიზრდება, 2030 წელს ექვსიდან ერთი ადამიანი, ხოლო 2050 წელს ხუთიდან ერთი 60 წლის და მეტი ასაკის ადამიანი იქნება.