საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის საკითხებში, საქართველოს პრემიერ–მინისტრის სპეციალური წარმომადგენელს, ზურაბ აბაშიძეს, სატელეფონო საუბარი ჰქონდა, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინთან. შედგა შეთანხმება, რომ კარასინი და აბაშიძე ერთმანეთს შეხვდებიან.
"რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, გრიგორი კარასინთან. შევთანხმდით, რომ ქართულ–რუსული დიალოგის ფორმატში ჩვენი მორიგი შეხვედრა გაიმართება 9 ივლისს პრაღაში.
დავადასტურეთ, რომ აღნიშნული არაფორმალური დიალოგის ფარგლებში 7 ივლისს, ასევე პრაღაში, შედგება საინფორმაციო–საექსპერტო შეხვედრა სავაჭრო ურთიერთობის საკითხებზე, რომელზეც განხილული იქნება 2012 წლის ბოლოდან დღემდე ამ სფეროში გაწეული სამუშაოს შედეგები და საქართველო–რუსეთის სავაჭრო კავშირების სამომავლო პერსპექტივები, მათ შორის 27 ივნისს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ხელმოწერილი ასოცირების შეთანხმების კონტექსტში.
საქართველოს მხრიდან 2–3 კაციან ჯგუფს უხელმძღვანელებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შესაბამისი დეპარტამენტის დირექტორი", _ ნათქვამია პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.