https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ფიცხი ბენია ჩხიკვიშვილი

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

  • ფეისბუქსტატუსები

    “თქვენ რომ ყვავილებს ყიდულობთ, 9 პანაშვიდზეა ნამყოფი” _ ჩხუბი სასაფლაოზე ყვავილების გამო

    „იმედია, ახლა მაინც დაინტერესდებით და გაარკვევთ, ვინ აფინასებდა ელისო კილაძეს, ვისთან ერთად მოქმედებდა ჩემს წინააღმდეგ?“ – ეკა ბესელია

    “აუცილებელი, რომ არ იყოს ხმას საერთოდ არ ამოვიღებდი” _ რას წერს ბათუმში გაუჩინარებული ბიჭის დედა

    ჩვენ ორ სხვადასხვა ერად ჩამოვყალიბდით _ მიხეილ სააკაშვილი

    “სულ ერთი საცდელი ილეთი მაქვს” _ რის შესახებ წერს გიორგი კეკელიძე

    ,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    აშშ-ის მიერ წყნარ ოკეანეში ნარკოტიკების გადამზიდ ნავზე დარტყმას სამი ადამიანი ემსხვერპლა

    ლავროვი: რუსეთს ომი არ სურს, მაგრამ ევროპასთან საომრად მზადაა

    ბრიტანულმა პოლიციამ ყოფილი პრინცი ენდრიუ დააკავა

    ნაპოვნია ზვავის შედეგად დაღუპული რვა მოთხილამურის ცხედარი, რომელთა ამოყვანაც ჯერ ვერ ხერხდება – ტრაგედიის დეტალები (უცხოეთი)

    დღეს ვაშინგტონში „მშვიდობის საბჭოს“ პირველი სამიტი გაიმართება

    “ეს ომი მხოლოდ მაშინ დასრულდება, როდესაც…” _ ფრიდრიხ მერცი უკრაინაში ომის დასრულებაზე

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ფიცხი ბენია ჩხიკვიშვილი

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

  • ფეისბუქსტატუსები

    “თქვენ რომ ყვავილებს ყიდულობთ, 9 პანაშვიდზეა ნამყოფი” _ ჩხუბი სასაფლაოზე ყვავილების გამო

    „იმედია, ახლა მაინც დაინტერესდებით და გაარკვევთ, ვინ აფინასებდა ელისო კილაძეს, ვისთან ერთად მოქმედებდა ჩემს წინააღმდეგ?“ – ეკა ბესელია

    “აუცილებელი, რომ არ იყოს ხმას საერთოდ არ ამოვიღებდი” _ რას წერს ბათუმში გაუჩინარებული ბიჭის დედა

    ჩვენ ორ სხვადასხვა ერად ჩამოვყალიბდით _ მიხეილ სააკაშვილი

    “სულ ერთი საცდელი ილეთი მაქვს” _ რის შესახებ წერს გიორგი კეკელიძე

    ,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    აშშ-ის მიერ წყნარ ოკეანეში ნარკოტიკების გადამზიდ ნავზე დარტყმას სამი ადამიანი ემსხვერპლა

    ლავროვი: რუსეთს ომი არ სურს, მაგრამ ევროპასთან საომრად მზადაა

    ბრიტანულმა პოლიციამ ყოფილი პრინცი ენდრიუ დააკავა

    ნაპოვნია ზვავის შედეგად დაღუპული რვა მოთხილამურის ცხედარი, რომელთა ამოყვანაც ჯერ ვერ ხერხდება – ტრაგედიის დეტალები (უცხოეთი)

    დღეს ვაშინგტონში „მშვიდობის საბჭოს“ პირველი სამიტი გაიმართება

    “ეს ომი მხოლოდ მაშინ დასრულდება, როდესაც…” _ ფრიდრიხ მერცი უკრაინაში ომის დასრულებაზე

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

ფაქტ–მეტრი პოლიტიკოსების განცხადებების სიზუტის გადამოწმებას აგრძელებს

11:07; 7.07.2014
პოლიტიკა
Share on FacebookShare on TwitterEmail

FactCheck.ge პოლიტიკოსთა განცხადებებში ფაქტობრივი სიზუსტის თუ უზუსტობების დადგენის ყოველკვირეულ სტატისტიკას აქვეყნებს. ფაქტ-მეტრმა სხვადასხვა გადამოწმებულ ფაქტზე, 27 ივნისიდან 5 ივლისამდე რამდენიმე კვლევა გამოაქვეყნა. სტატიები აღმასრულებელი ხელისუფლებისა და თბილისის მერის არჩევნებში მონაწილე კანდიდატის განცხადებებს ეხებოდა.

გადამოწმებული განცხადებებიდან სამი მეტწილად სიმართლედ შეფასდა, ერთი – მეტწილად მცდარად, ერთი განცხადება კი მცდარი აღმოჩნდა.

ყველაზე პოპულარული სტატია, ვებგვერდზე მნახველთა რაოდენობის  მიხედვით, საქართველოს პრემიერ–მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას ეხებოდა. ჟურნალისტებთან შეხვედრისას, მან საჯარო სამსახურებში გაცემული პრემიების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა: „გასულ წელს მინისტრების ხელფასი იყო 6 300 ლარი, მე იანვრის თვეში შევამცირე 1300 ლარით, ახლა აქვთ მინიმალური 5 000 ლარი. არანაირი სხვა დანამატი, პრემია მინისტრებს არ აქვთ“ .

ფაქტ-მეტრი განცხადებაში მოყვანილი ფაქტების სიზუსტით დაინტერესდა. მიუხედავად იმისა, რომ ამ თემაზე ჟურნალისტის მიერ დასმული კითხვა მხოლოდ მინისტრებს არ ეხებოდა, პრემიერმა პასუხში აქცენტი მხოლოდ მინისტრების ხელფასებზე გააკეთა. შესაბამისად, ფაქტ–მეტრმა არა მხოლოდ მინისტრების, არამედ მათ დაქვემდებარებაში მყოფი პირების პრემირების საკითხიც გადაამოწმა.

კვლევის შედეგად გაირკვა, რომ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით, თითოეულ თვეში თანამდებობრივი სარგოს ოდენობა მინისტრებისათვის 3 540 ლარს (საშემოსავლოს დაქვითვით 2 832 ლარს) შეადგენს.

თანამდებობრივი სარგოს გარდა, მინისტრების შრომის ანაზღაურება დანამატსაც მოიცავს, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის 2014 წლის იანვრის ბრძანებით, 4 335 ლარიდან და 2 710 ლარამდე შემცირდა. შესაბამისად, პრეზიდენტის ბრძანებულებით უკვე ფიქსირებულ თანამდებობრივ სარგოს (3 540 ლარი), ასევე ფიქსირებული სახელფასო დანამატი (2 710 ლარი) დაემატა. საბოლოოდ კი მინისტრების (სახელმწიფო მინისტრების) თანამდებობრივი სარგო საშემოსავლოს დაქვითვით ასაღები 6 300 ლარიდან 5 000 ლარამდე შემცირდა. ამასთან, გარდა ბრძანებით განსაზღვრული სახელფასო დანამატისა, სხვა დანამატი არ არსებობს.

რაც შეეხება პრემიას, „საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზაზე“ არსებული მონაცემების მიხედვით, 2013 წლის მარტის თვის შემდეგ მინისტრების მიმართ პრემიების გაცემის ფაქტი აღარ დაფიქსირებულა. ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ პრემიერმა ყურადღება მხოლოდ მინისტრების ხელფასებსა და პრემიებზე გაამახვილა, ჟურნალისტის შეკითხვა ასევე მინისტრების დაქვემდებარებაში მყოფ პირთა პრემიებსაც ეხებოდა. გადამოწმებული ინფორმაციით, ფინანსური წახალისების შემთხვევები და მრავალჯერადი პრემიების გაცემის ფაქტები მინისტრთა მოადგილეებისა და სხვა თანამდებობის პირთა მიმართ კვლავაც გრძელდება.

სამინისტროებში დღემდე არ არსებობს პრემირების ერთიანი, დადგენილი სტანდარტები, რის შედეგადაც ადგილი აქვს ფინანსური წახალისების განსხვავებულ პრაქტიკას. ასევე, დაურეგულირებელია პრემიების გაცემის განსაზღვრული ოდენობა. თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ამავე პრესკონფერენციაზე ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ პრემირების საკითხის რეგულირება ადმინისტრაციასა და საჯარო სამსახურის ბიუროს დაევალა. აღნიშნული რეგულაცია უკვე შემუშავებულია, რომელშიც გაწერილი იქნება პრემიების გაცემის წესი, სიხშირე და ოდენობა. ეს კონცეფცია პირველი ივლისს გახდა საჯარო.

ზემოთ მოყვანილ ფაქტებზე დაყრდნობით, ფაქტ–მეტრი ასკვნის, რომ ირაკლი ღარიბაშვილის ეს განცხადება მეტწილად სიმართლეა.

გასულ კვირას, ფაქტ–მეტრმა პრემიერის კიდევ ერთი განცხადება გადაამოწმა. ღარიბაშვილის თქმით, „ანალიტიკური ცენტრის – Heritage Foundation-ის უკანასკნელი გამოკითხვის თანახმად, საქართველო 22-ე ადგილზეა მსოფლიოში ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში, მიაღწია რა გაუმჯობესებას ეკონომიკური თავისუფლების ათი კატეგორიიდან ექვსში“.

პრემიერ-მინისტრის ამ განცხადების გადამოწმებისას გაირკვა, რომ საქართველოს 2014 წლის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის შესახებ Heritage Foundation-ის მიერ მომზადებული  2 გვერდიანი ანგარიშის მიხედვით, 2014 წელს საქართველოს ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში 100-იდან 72.6 ქულა მიენიჭა. ამ მაჩვენებლით იგი მსოფლიოში 22-ე, ხოლო ევროპაში მე-12 ადგილზეა.

ასევე ამავე ანგარიშის პირველივე  გვერდზე არსებული ინფორმაციის მიხედვით 2014 წლის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის მაჩვენებელი (72.6 ქულა) წინა წლის მონაცემზე 0.4-ით მეტია, რაც  ათი კატეგორიიდან ექვსის, მათ შორის: საჯარო ფინანსების მენეჯმენტის, ინვესტირების თავისუფლების, მონეტარული თავისუფლებისა და საკუთრების უფლების დაცვის მაჩვენებლის გაუმჯობესების შედეგია. ეს ინფორმაცია პრემიერის მიერ გაკეთებულ განცხადებას სრულად შეესაბამება, თუმცა, უნდა აღვნიშნოთ, რომ ამ ანგარიშის მეორე გვერდზე არსებული მონაცემები პირველ გვერდზე არსებულ ინფორმაციასთან შეუსაბამობაშია.

ამ გაურკვევლობის დასადგენად ფაქტ-მეტრმა კითხვებით თავად Heritage Foundation-ის წარმომადგენლობას მიმართა. მათ განგვიცხადეს, რომ მოხსენებაში შეცდომა დაუშვეს და 2014 წლის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის მაჩვენებლის (72.6 ქულა) წინა წლის მონაცემზე 0.4-ით გაუმჯობესება, ათი კატეგორიიდან არა ექვსის, არამედ ხუთის (კორუფციისგან თავისუფლება, სახელმწიფო ხარჯები, შრომის თავისუფლება, მონეტარული თავისუფლება და ინვესტირების თავისუფლება) წინსვლის შედეგია.

მართალია, თავად Heritage Foundation-მა საქართველოს ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის შესახებ მომზადებულ ანგარიშში შეცდომა დაუშვა, რასაც პრემიერს ნამდვილად ვერ დავაბრალებთ, თუმცა ამ ანგარიშის ცოტა უფრო მეტი ყურადღებით გაანალიზების შემთხვევაში, ამ შეცდომის აღმოჩენა მარტივად იქნებოდა შესაძლებელი.

შესაბამისად, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება მეტწილად სიმართლედ შეფასდა.

გარდა პრემიერის განცხადებებისა, ფაქტ–მეტრმა თბილისის მერობის კანდიდატის გამონათქვამებიც გადაამოწმა.

ერთ–ერთი წინასაარჩევნო შეხვედრისას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატმა, ნიკა მელიამ განაცხადა, რომ პროექტ „პანორამა – თბილისის“ დაანონსებამდე სოლოლაკის ქედის მოჭრა მიმდინარეობდა. ფაქტ-მეტრი ნიკა მელიას განცხადებით დაინტერესდა და მისი გადამოწმება გადაწყვიტა.

საქართველოს თანაინვესტირების ფონდის მიერ 2014 წლის 25 მარტს წარმოდგენილი ინფორმაციის თანახმად, სოლოლაკის ქედზე პროექტ „პანორამა – თბილისის“ პირველი და მეორე ნაწილის, “სოლოლაკის ბაღებისა” და “სოლოლაკის მაღლობის” განხორციელება იგეგმება.

კოჯრის გზატკეცილზე, რომელიც „პანორამა – თბილისის“ „სოლოლაკის ბაღების“ პროექტში შედის, 2014 წლის 25 მარტამდე წარმოებულ სამშენებლო სამუშაოებზე „საქართველოს თანაინვესტირების ფონდი“ პასუხისმგებელი არ ყოფილა.

„პანორამა – თბილისის“ დაანონსებამდე სოლოლაკის მაღლობზე სამშენებლო სამუშაოებისთვის ქედის მოჭრა მართლაც მიმდინარეობდა და მასზე პასუხისმგებელი ორგანიზაცია სს „ქართუ ჯგუფია“. თუმცა, ნიკა მელია განცხადების მთავარ კონტექსტში ფაქტობრივ შეცდომას უშვებს, როდესაც ამბობს რომ მშენებლობა „პანორამა – თბილისის“ ფარგლებში მიმდინარეობს. როგორც მიღებული ინფორმაციით ირკვევა, „GDS TV”-ის ტერიტორიაზე მიმდინარეობს საწყობის მშენებლობა და მასზე ნებართვა თბილისის მერიას 2013 წლის 5 ივნისს აქვს გაცემული. ამ ფაქტორის გამო, ეს მშენებლობა „პანორამა–თბილისთან“ კავშირში ვერ იქნებოდა.

შესაბამისად, ნიკა მელიას ეს განცხადება მეტწილად მცდარია.

„ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატის კიდევ ერთი განცხადება ეკონომიკას და დასაქმების პრობლემას ეხებოდა. მელიას თქმით, „დღეს ახალი სამუშაო ადგილები კი არ იქმნება, არამედ რაც არის ისიც იკარგება და დღეს მოსახლეობას პრობლემებს შეჩერებული ეკონომიკა უქმნის”.

საკითხის შესწავლის შემდეგ ფაქტ–მეტრმა გაარკვია, რომ 2014 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით ბიზნეს სექტორში 495,713 ადამიანია დასაქმებული, 2013 წლის პირველ კვარტალში კი დასაქმებულთა რაოდენობამ 485,745–ი შეადგინა. შესაბამისად, 2014 წლის პირველ კვარტალში ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა დაახლოებით 10,000-ით (2%-ით) გაიზარდა. ეს კი იმას ნიშნავს იმას, რომ მართალია მცირე რაოდენობით, მაგრამ სამუშაო ადგილები მაინც გაიზარდა.

2014 წლის პირველი კვარტლის მშპ-ის რეალურმა ზრდის ტემპმა 7.4% შეადგინა. ანალოგიური პერიოდის ექსპორტის მაჩვენებელი 23.1%-ით, ხოლო იმპორტის მაჩვენებელი კი 16%-ით აღემატება წინა წლის იგივე პერიოდის მაჩვენებლებს. შესაბამისად, 2014 წლის პირველ კვარტალში  საზღვარგარეთ გასული ქართული პროდუქციის რაოდენობა იმპორტირებული პროდუქციის მოცულობაზე მეტად გაიზარდა. გაზრდილია აგრეთვე დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვაც: იანვარში ის 16.1%-ით, თებერვალში 12.4%-ით, ხოლო მარტში კი 19.6%-ით გაიზარდა. აღნიშნული მონაცემები კი იმაზე მიუთითებს, რომ ეკონომიკა არ გაჩერებულა.

მიუხედავად ზემოთ მოცემული ინფორმაციისა, ეკონომიკის ზოგად მდგომარეობაზე საუბრისას უნდა ითქვას, რომ 2013 წელს, მთავრობის შეცვლის შემდეგ ეკონომიკის ზრდის ტემპი, წინა წლებთან შედარებით შესამჩნევად შემცირდა.

ბიუჯეტში საგადასახადო შემოსავლებმა 2014 წლის პირველ კვარტალში 1,639.3 მლნ ლარი შეადგინა, რაც წინა, 2013 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 5.5%-ით მეტი.რაც შეეხება უმუშევრობას, საქსტატი მხოლოდ წლიური უმუშევრობის მაჩვენებელს აქვეყნებს და მისი 2014 წლის სტატისტიკა ჯერ გამოქვეყნებული არ არის. 2013 წელს უმუშევრობის დონემ 14.6% შეადგინა, რაც წინა 2012 წლის უმუშევრობის მაჩვენებელზე (15.0%) 0.4-ით ნაკლებია. ამ ეტაპზე ფაქტ–მეტრს არ შეუძლია იმის თქმა, შემცირდა თუ არა სამუშაო ადგილები 2014 წლის პირველ ნახევარში.

ამ ფაქტორების გათვალისწინებით, ნიკა მელიას განცხადება მცდარად შეფასდა.

გასულ კვირას, ფაქტ–მეტრმა ვიცე–პრემიერის, კახა კალაძის განცხადებაც გადაამოწმა. კალაძე NDI-ის კვლევებს უნდობლობას უცხადებდა: „ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს, თუ როგორი კვლევები იდებოდა წინა საპარლამენტო არჩევნების დროს.  კარგად გვახსოვს, როცა მთავრობაში „ნაციონალური მოძრაობა“ იყო, “ქართული ოცნების” 12%-ანი რეიტინგი, რეალურად კი 65% ავიღეთ. ამიტომ, მე დადებით შეფასებას ვერ მივცემ NDI-ს კვლევებს, რადგან ამ ორგანიზაციის მოღვაწეობა ბოლო წლების განმავლობაში ცალსახად ჩანს, რომ ტენდენციურია. ისიც საინტერესოა, რომ ბატონ ნავაროს მხოლოდ ახლა გაახსენდა მოსმენები. 9 წელი ამ მიმართულებით ერთი განცხადებაც არ გაუკეთებია ამ ადამიანს“– აღნიშნავდა ვიცე–პრემიერი.

კახა კალაძის ამ განცხადების გადამოწმებისას გაირკვა, რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე, NDI-ს კვლევების მიხედვით, კოალიცია „ქართულ ოცნებას“ ნამდვილად ჰქონდა 12%-ანი რეიტინგი. მიუხედავად ამისა უნდა აღინიშნოს, რომ გამოკითხვა ჩატარდა მანამ, სანამ ე.წ. ციხის კადრები გავრცელდებოდა, რომელმაც ქვეყანაში წინასაარჩევნო სიტუაცია მნიშვნელოვნად შეცვალა.

თავისი განცხადების მეორე ნაწილში კახა კალაძე NDI-ის აკრიტიკებს, რომ ფარულ მოსმენებთან დაკავშირებულ აქტივობებს იგი ყურადღებას არ უთმობდა. ფაქტ-მეტრის მიერ გადამოწმებული ინფორმაციით, გასულ წლებში ორგანიზაციას თავის კვლევებში მართლაც არ ჰქონია შეკითხვები ამ თემასთან დაკავშირებით. მსგავსი შეკითხვით ორგანიზაციამ ინტერვიუერებს პირველად, 2014 წლის 26 მარტიდან 18 აპრილამდე ჩატარებული კვლევისას მიმართა. აქ იგი 2 შეკითხვით შემოიფარგლა – „ამართლებთ თუ არა კამპანია „ეს შენ გეხებას“ და იცოდით თუ არა კამპანია „ეს შენ გეხებას“ ფარგლებში მოთხოვნილ საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ გასულ წლებში ფარულს მოსმენებთან/მიყურადებასთან დაკავშირებით მსგავსი აქტიური, ცენტრალიზებული კამპანია არ განხორციელებულა. შესაბამისად,NDI-ის მიერ ამ თემაზე ყურადღების არგამახვილებაში გარკვეული ლოგიკა არსებობს.

ზემოთხსენებული გარემოებების გათვალისწინებით, კახა კალაძის განცხადება მეტწილად სიმართლედ შეფასდა.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

პოლიტიკა

ტატა ხვედელიანი: „ოცნებამ“ საკუთარი ძალადობრივი ქმედებებით დაიმსახურა ეს ყველაფერი

16:10; 21 თებერვალი, 2026
პოლიტიკა

რატომ შესთავაზეს მოქალაქეებს დოკუმენტების ჩანაცვლება და მოაბრუნეს თუ არა მოქალაქეები საზღვრიდან

13:20; 21 თებერვალი, 2026
პოლიტიკა

ჯუანშერ ბურჭულაძე: ორივე შემთხვევაში პასუხისმგებლობას გავიზიარებ

17:26; 20 თებერვალი, 2026
პოლიტიკა

კახა კალაძე: „ნამახვანჰესის“ მსგავსი პროექტებისადმი დაპირისპირება ქვეყნის საწინააღმდეგოდ გადადგმული ნაბიჯებია

14:56; 20 თებერვალი, 2026
პოლიტიკა

კახა კალაძე სოციალურად დაუცველთა სიების გადამოწმების შესახებ: პანდემიის შემდეგ ბაზა არ გაჯანსაღებულა

14:45; 20 თებერვალი, 2026

ამომრჩეველთა ბარათების დარიგება და დისტრიბუცია 8 ივლისიდან დაიწყება

დღეს და ხვალ საღამოს, ისევ ძლიერი წვიმაა მოსალოდნელი

ყველა სიახლე

სამართალი

“ეს რა ვნახე”- მძიმე ავარიის დეტალები

18:36; 21.02.2026
კულტურა

დათა თავაძე: მოვყვებით, აუცილებლად მოვყვებით ასეთ მსახიობებზე!

18:29; 21.02.2026
ზაფრანი

ყველაზე თბილი და მოსიყვარულე ზოდიაქოს ნიშნები

18:16; 21.02.2026
საზოგადოება

რას ამბობს ნიკო კვარაცხელიას საქმის სულხან თამაზაშვილი, რომელიც თბილისის პოლიციის უფროსი იყო

17:41; 21.02.2026
სამართალი

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მოტოციკლის მძღოლი დაშავდა

17:17; 21.02.2026
სპორტი

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ესპანეთი დაამარცხა

17:06; 21.02.2026
სამართალი

ივანე გოგლიძეს, რომელსაც ფალსიფიცირებული თევზის კონსერვის წარმოება-გასაღებაში ედება ბრალი, პატიმრობა შეეფარდა

16:59; 21.02.2026
საზოგადოება

ქუთაისის ცენტრში, მუზეუმის მიმდებარედ, შენობის  ე.წ. კარნიზიდან ქვები ჩამოცვივდა

16:50; 21.02.2026
მსოფლიო

აშშ-ის მიერ წყნარ ოკეანეში ნარკოტიკების გადამზიდ ნავზე დარტყმას სამი ადამიანი ემსხვერპლა

16:44; 21.02.2026
საზოგადოება

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

16:35; 21.02.2026
პოლიტიკა

ტატა ხვედელიანი: „ოცნებამ“ საკუთარი ძალადობრივი ქმედებებით დაიმსახურა ეს ყველაფერი

16:10; 21.02.2026
სამართალი

“61 600 ლარს მოტყუებით დაეუფლა”- პროკურატურა

15:15; 21.02.2026
ზაფრანი

ზოდიაქოს ორი იშვიათი წყვილი

13:28; 21.02.2026
პოლიტიკა

რატომ შესთავაზეს მოქალაქეებს დოკუმენტების ჩანაცვლება და მოაბრუნეს თუ არა მოქალაქეები საზღვრიდან

13:20; 21.02.2026
სპორტი

რაგბისტი გოგოები გურიიდან ხორვატიასთან მატჩის მოლოდინში

12:59; 21.02.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“თქვენ რომ ყვავილებს ყიდულობთ, 9 პანაშვიდზეა ნამყოფი” _ ჩხუბი სასაფლაოზე ყვავილების გამო

11:42; 19.02.2026
0

„იმედია, ახლა მაინც დაინტერესდებით და გაარკვევთ, ვინ აფინასებდა ელისო კილაძეს, ვისთან ერთად მოქმედებდა ჩემს წინააღმდეგ?“ – ეკა ბესელია

13:30; 18.02.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო