https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

  • ფეისბუქსტატუსები

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

    ,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

    “არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ისე ვერ დავიძინებ, უნდა დავწერო” _ კობა ფარტენაძე

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ლავროვი: ევროკავშირი არ მალავს რუსეთთან ომისთვის მზადების გეგმებს

    ზელენსკი ტრამპს შეხვდება – რას განიხილავენ პრეზიდენტები

    უამინდობის გამო აშშ-ში ავიარეისები გაუქმდა

    “15 ადამიანი დაიღუპა, 19 დაშავდა”- ავტობუსი ხევში გადავარდა (უცხოეთი)

    კამბოჯა და ტაილანდი ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ

    რომის პაპი რუსეთს მოუწოდებს, საშობაო ზავს დათანხმდეს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

  • ფეისბუქსტატუსები

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

    ,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

    “არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ისე ვერ დავიძინებ, უნდა დავწერო” _ კობა ფარტენაძე

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ლავროვი: ევროკავშირი არ მალავს რუსეთთან ომისთვის მზადების გეგმებს

    ზელენსკი ტრამპს შეხვდება – რას განიხილავენ პრეზიდენტები

    უამინდობის გამო აშშ-ში ავიარეისები გაუქმდა

    “15 ადამიანი დაიღუპა, 19 დაშავდა”- ავტობუსი ხევში გადავარდა (უცხოეთი)

    კამბოჯა და ტაილანდი ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ

    რომის პაპი რუსეთს მოუწოდებს, საშობაო ზავს დათანხმდეს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში არსებული სიტუაციის ანალიზი

13:07; 7.07.2014
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

გამჭვირვალობა, მოსახლეობის წინაშე ანგარიშვალდებულება, საჯაროობა და სამოქალაქო მონაწილეობა _ ის საბაზისო პრინციპებია, რომლებითაც უნდა ხელმძღვანელობდნენ თავიანთ საქმიანობაში ადგილობრივი სახელისუფლებო ორგანოები თუ სტრუქტურები. შესაბამისად, მათი წარმომადგენლები კარგად უნდა აცნობიერებდნენ, რომ ადგილობრივი განვითარებისთვის მოქალაქეთა ჩართულობა და მისი ყოველმხრივი წახალისება (ხელშეწყობა) აუცილებელია, რამეთუ საზოგადოებისათვის მნიშვნელოვან საკითხებს ხელისუფლება უშუალოდ მოქალაქეებთან ერთად უნდა აგვარებდეს. ერთი სიტყვით, სამოქალაქო მონაწილეობა და საკუთარი ამომრჩევლის წინაშე ანგარიშვალდებულების მუდმივი განცდა ადგილობრივი ხელისუფლებისთვის "თავის მომაბეზრებელ" დაბრკოლებას კი არა, პირიქით, მისი საქმიანობის ორგანულ ნაწილს უნდა წარმოადგენდეს. საბოლოო ჯამში, სწორედ ზემოაღნიშნული, თვითმმართველობის ფუძემდებლური პრინციპების დაცვისა და მათი პრაქტიკული განხორციელების მხრივ არსებული სიტუაცია შეიძლება ჩაითვალოს ყველაზე ობიექტურ და სანდო კრიტერიუმად იმის შესაფასებლად, ადგილობრივ დონეზე რეალურად ხელისუფლება ემსახურება ხალხს თუ, პირიქით, ხალხი _ ხელისუფლებას.

აქვე მინდა შეგახსენოთ, რომ 2002 წელს "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის" ინიციატივით შეიქმნა სამოქალაქო მონიტორინგის ქსელი, რომელიც მუშაობს კახეთიის და გურიის რეგიონებში თვითმმართველობის ორგანოთა გამჭვირვალობის და ანგარიშვალდებულების დახვეწვაზე. წინამდებარე სტატიის მასალები სწორედ ხსენებული ქსელის წარმატებული საქმიანობის შედეგია.

ამჟამად მკითხველის სამსჯავროზე გვსურს გამოვიტანოთ გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების კუთხით ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საქმიანობაში არსებული მდგომარეობის ზოგადი შეფასება და ანალიზი; ანალიზი დაფუძნებულია 2014 წლის პირველი ექვსი თვის მონაცემებზე და იგი მომზადებულია უშუალოდ საკრებულოდან ოფიციალურად გამოთხოვილი ინფორმაციის, ასევე მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებული საინფორმაციო-ნორმატიული ხასიათის მასალისა და საჯაროდ ცნობილი თუ ხელმისაწვდომი სხვა მონაცემების შესწავლის (დამუშავების) საფუძველზე.

მაშ ასე, მივყვეთ თანმიმდევრობით.

მოსახლეობის ინფორმირება საკრებულოსა დაკომისიების სხდომათა შესახებ

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მექანიზმი, რასაც კანონი ითვალისწინებს ადგილობრივი ორგანოების საქმიანობის შესახებ მოსახლეობის ინფორმირების კუთხით, _ ესაა საკრებულოს ვალდებულება, ერთი კვირით ადრე საჯაროდ გამოაცხადოს თავისი მომავალი სხდომის, მისი ჩატარების ადგილის, დროისა და დღის წესრიგის თაობაზე. ამასთან, ეს ინფორმაცია, უშუალოდ სხდომაზე განსახილველ საკითხებთან დაკავშირებით დაინტერესებულ პირთა მიერ მოსაზრებების წარდგენის ვადასთან ერთად (ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულებით განმტკიცებული სავალდებულო მოთხოვნის ძალით) გამოქვეყნებული უნდა იქნას საკრებულოს ოფიციალურ ვებგვერდზე, ასევე დამატებით კიდევ _ მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის შენობასთან (ან შენობის შიგნით) განთავსებულ სპეციალურ დაფაზე და ადგილობრივ პრესაში.

მიმდინარე წლის პირველი ექვსი თვის მონაცემებით, შეიძლება ითქვას, რომ მსგავსი ტიპის ინფორმაცია, როგორც წესი, ძირითადად, უშუალოდ სხდომამდე ორი-სამი დღით ადრე მხოლოდ მუნიციპალიტეტის მთავარ ადმინისტრაციულ შენობაში არსებულ საინფორმაციო დაფაზე ქვეყნდებოდა და საკრებულოს ოფიციალურ ვებგვერდზე იტვირთებოდა (თუმცა საკრებულოს მომავალი სხდომის დღის წესრიგი უმეტეს შემთხვევაში არც ვებგვერდზე იდებოდა). რაც შეეხება სათანადო ინფორმაციის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის შენობასთან (ან შენობის შიგნით) განთავსებულ სპეციალურ დაფაზე და ადგილობრივ პრესაში გამოქვეყნებას, საკრებულოს მხრიდან ასეთი რამის მცდელობაც კი არ ყოფილა. ანუ გამოდის, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო არ/ვერ უზრუნველყოფდა აუცილებელი ინფორმაციისა და ცნობის "დადგენილი წესით" უშუალოდ სხდომამდე ერთი კვირით ადრე გამოქვეყნებას. სამწუხაროდ, ეს საკრებულოს მხრიდან დამატებით "თავის ტკივილად" აღიქმებოდა და არა თავისი საქმიანობის შემადგენელ განუყოფელ ნაწილად.

საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ამ მოწვევის (ფორმაციის) საკრებულოსთვის ბოლომდე პრობლემად დარჩა მისი კომისიების სხდომათა შესახებ საზოგადოების წინასწარი (ერთი კვირით ადრე) ინფორმირების საკითხი (კომისიის სხდომის ჩატარების ადგილის, დროისა და დღის წესრიგის თაობაზე), რასაც მოქმედი კანონმდებლობა, კომისიის სხდომაზე საკითხის განხილვის საჯაროობის უზრუნველყოფის მიზნით, პირდაპირ, იმპერატიულად მოითხოვს საკრებულოს აპარატისგან. მიუხედავად იმისა, რომ საკრებულოს თავმჯდომარეს, აპარატის უფროსსა და ყველა კომისიის თავმჯდომარეს ცალ-ცალკე არაერთხელ მივაწოდეთ საკმაოდ დეტალური რეკომენდაცია საკრებულოს მუდმივმოქმედ კომისიათა პრაქტიკული ფუნქციონირების ამ და სხვა მნიშვნელოვან მოთხოვნათა შესრულების აუცილებლობასთან დაკავშირებით, აპარატი არ/ვერ უზრუნველყოფდა კომისიათა სხდომების შესახებ სათანადო ინფორმაციის წინასწარ გამოქვეყნებას. ერთადერთი გამონაკლისი ამ მხრივ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდულ საქმეთა, ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომისია იყო, რომელიც მიმდინარე წლის განმავლობაში სტაბილურად აქვეყნებდა ინფორმაციული ხასიათის ცნობას თავისი მორიგი სხდომების შესახებ.

არადა, როგორც საკრებულოს, ისე კომისიების სხდომებთან მიმართებაში საზოგადოების წინასწარი ინფორმირება "დადგენილი წესით" ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში აუცილებელია. აუცილებელია თუნდაც იმიტომ, რომ ინფორმაციის ამგვარი გამოქვეყნება საშუალებას მისცემს საზოგადოებას, რომ მუდმივად ინფორმირებული იყოს საკრებულოსა და კომისიების მომავალი სხდომისა და დღის წესრიგის შესახებ; შესაბამისად, დაინტერესებულ მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ, შეუფერხებლად დაესწრონ საკრებულოსა და კომისიების სხდომებს, რაც, საბოლოო ჯამში, ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების პროცესში მოსახლეობის პრაქტიკული ჩართვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფორმაა.

საკრებულოს ნორმატიული აქტის პროექტების გამოქვეყნება

როგორც წესი, ადგილობრივი თვითმმართველობის ფუნქციონირების უმთავრეს გამოხატულებას მის მიერ სამართლებრივი, განსაკუთრებით კი ნორმატიული აქტების მიღება წარმოადგენს. თავის მხრივ, ეს ნორმატიული აქტები მოსახლეობაზე, მის ინფორმირებაზე უნდა იყოს გათვლილი. ისიც უდავოა, რომ რიგით მოქალაქეებს უპრობლემოდ უნდა მიუწვდებოდეს ხელი მათზე და თავისუფლად უნდა შეეძლოს ადგილობრივი ხელისუფლების მიერ მისაღები აქტების პროექტებისა თუ მიღებული აქტების გაცნობა. ამის ყველაზე ადვილი და მოსახერხებელი გზა მათი გამოქვეყნებაა.

აქედან გამომდინარე, საკრებულო ვალდებულია, მის მიერ განსახილველი ნორმატიული აქტის _ დადგენილების პროექტები რეგულარულად გამოაქვეყნოს; ამასთან, გამოქვეყნებიდან არანაკლებ ოცდღიანი ვადა მაინც უნდა იყოს გათვალისწინებული საიმისოდ, რათა ამ ხნის განმავლობაში ნებისმიერ დაინტერესებულ პირს ჰქონდეს საკრებულოს ნორმატიული აქტის პროექტის გაცნობის, თავისი შენიშვნების, მოსაზრებებისა და წინადადებების წერილობით წარდგენის შესაძლებლობა. აღნიშნულ საკითხთან პირდაპირ და უშუალო კავშირშია კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოთხოვნა _ კერძოდ, საკრებულოს ვალდებულება, საზოგადოების წინასწარი ინფორმირების მიზნით, ნორმატიული აქტის პროექტებთან ერთად, დადგენილი წესით (საკრებულოს ოფიციალურ ვებგვერდზე და ტერიტორიული ორგანოების საინფორმაციო დაფებზე, ასევე ადგილობრივ გაზეთში), გამოაქვეყნოს ცნობა, რომელშიც მითითებული იქნება საკრებულოს ის კომისია (კომისიები), რომელსაც გადაეცა პროექტი განსახილველად, კომისიაში პროექტის განხილვის ვადები, კომისიის (კომისიათა) ადგილსამყოფელი და სხდომების გრაფიკი, საკრებულოს აპარატის მისამართი, სადაც შეიძლება, წარდგენილი იქნას მოსაზრებები პროექტთან დაკავშირებით, მოსაზრებების წარდგენის ვადა.

რა შეიძლება ითქვას ამ კუთხით არსებულ მდგომარეობაზე?

_ დიდი არც არაფერი, მხოლოდ ის, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მის აპარატს, ანალიზისთვის შერჩეულ დროის მონაკვეთში, ნორმატიული აქტების პროექტების "დადგენილი წესის შესაბამისად" გამოქვეყნების მხრივ, სამწუხაროდ, თავი არც კი შეუწუხებია.

საკრებულოს ვებგვერდი _ მოსახლეობის ინფორმირების მნიშვნელოვანი მექანიზმი

ვებგვერდს თვითმმართველობების შემთხვევაში ძალზე მნიშვნელოვანი ფუნქციური დატვირთვა უკავშირდება: ყველა მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რაც საკრებულოს საქმიანობას შეე ხება (მათ შორის საკრებულოს სამართლებრივი აქტები, მათი პრო¬ექტები, საკრებულოსა და კომისიათა სხდომის ოქ¬მე¬ბი, საკრებულოს თავმჯდომარის სამართლებრივი აქტები, ინფორმაცია საკრებულოს, საკრებულოს ბიუროს, კომისიის სხდომების შესახებ…), ოპერატიულად უნდა განთავსდეს მასზე. ეს საშუალებას მისცემს საზოგადოებას, რომ მისთვის საინტერესო ინფორმაცია ოპერატიუ¬ლად იყოს ხელმისაწვდომი უშუალოდ საკრებულოში მიუსვლელად. თუკი მიმდინარე წლის პირველი ნახევრის მონაცემებს დავეყრდნობით, შეიძლება ითქვას, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ოფიციალური ვებგვერდი, ასე თუ ისე, პერიოდულად ახლდება ახალი ინფორ¬მაციით და, შესაბამისად, საკრებულოს საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორ¬მაციის რაღაც ნაწილი განთავსებული და ხელმისაწვდომია მასზე. თუმცა არის ხარვეზებიც, თანაც, საკმაოდ მნიშვნელოვანი: მაგალითად, ვებგვერდზე არ ხდება საკრებულოს ყველა სამართლებრივი აქტის, ნორმატიული აქტების პროექტების, საკრებულოს კომისიების სხდომათა შესახებ ინფორმაციული მონაცემების გამოქვეყნება (იშვიათი გამონაკლისი შემთხვევის გარდა), გასაახლებელია ვებგვერდზე ატვირთული სამართლებრივი აქტების ბაზა და ა.შ. ცოტა არ იყოს, გაუგებარი რჩება, თუ რატომ არ/ვერ უზრუნველყოფს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო და მისი აპარატი კანონითა და თავად საკრებულოს დებულებით გათვალისწინებული ზემოაღნიშნული სავალდებულო ინფორმაციის ოპერატიულ და (რაც მთავარია) თავისდროულ განთავსებას საკრებულოს ოფიციალურ ვებგვერდზე, ნუთუ ეს, მართლა, ასეთ გადაულახავ სირთულეებთანაა დაკავშირებული?

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა

კანონი ნებისმიერ მსურველ და დაინტერესებულ პირს აძლევს უფლებას, წერილობითი განცხადებით მიმართოს თვითმმართველობის ორგანოებსა თუ თანამდებობის პირებს და მიიღოს მათგან მისთვის საინტერესო, ნებისმიერი სახის საჯარო ინფორმაცია. მკითხველისთვის, ალბათ, ინტერესმოკლებული არ უნდა იყოს, თუ როგორია, საჯარო ინფორმაციის გაცემის კუთხით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში არსებული სიტუაცია. პირდაპირ უნდა ითქვას, რომ საკრებულოდან ინფორმაციის გამოთხო¬¬ვისა და მიღებისას რაიმე მნიშვნელოვანი პრობლემა ნაკლებად იქმნება _ იგი, ასე თუ ისე, ავად თუ კარგად (მცირეოდენი გამონაკლისების გარდა), ცდილობს შეუფერხებლად და, შეძლებისდაგვარად, დროულად გასცეს მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია. ყოველ შემთხვევაში, დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა აქვს, მოითხოვოს და მეტნაკლებად გონივრულ ვადაში მიიღოს მისთვის საჭირო ინფორმაცია.

საკრებულოს წევრთა ურთიერთობა ამომრჩევლებთან

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულება ამომრჩეველთან საკრებულოს წევრების ურთიერთობის რამდენიმე მნიშვნელოვან ფორმას ითვალისწინებს, კერძოდ, ამომრჩევლების ყოველთვიურ მიღებას; საკრებულოს წევრის შეხვედრებს ამომრჩევლებთან სამ თვეში ერთხელ მაინც; საკრებულოს წევრის მიერ ამომრჩევლებისთვის ანგარიშის წარდგენას წელიწადში არანაკლებ ერთხელ მაინც. ამასთან, სამივე ამ შემთხვევაში შეხვედრები უნდა შედგეს საკრებულოს თავმჯდომარის მიერ წინასწარ დამტკიცებული გრაფიკის შესაბამისად; და, რაც მთავარია, თითოეული ამ შეხვედრისას საკრებულოს აპარატმა უნდა უზრუნველყოს შეხვედრის ოქმების შედგენა. საინტერესოა, როგორია ამ მხრივ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში არსებული სიტუაცია? _ პირდაპირ რომ ვთქვათ, მდგომარეობა არცთუ მთლად სახარბიელოა, მეტიც, საგანგაშოა: როგორც აღნიშნულთან დაკავშირებით საკრებულო თავის 2014 წლის 06 მაისის წერილში აცხადებს, "…2012-2013 წლებში ქვეყანაში ჩატარებულმა საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებმა გამოიწვია ქვეყნის მმართველი ძალის დემოკრატიული ცვლილება, რამაც ასახვა ჰპოვა როგორც ქვეყნის მასშტაბით, ასევე მუნიციპალიტეტის საკრებულოშიც. ამან გამოიწვია საკრებულოს ფრაქციების და მათში გაწევრიანებული დეპუტატების გადაჯგუფება სხვადასხვა ფრაქციებში, რომელსაც, რა თქმა უნდა, დასჭირდა გარკვეული პერიოდი. აქედან გამომდინარე, ზემოთაღნიშნულ პერიოდში ვერ ხერხდებოდა ამომრჩეველთან ოფიციალური შეხვედრები საკრებულოს წევრების მიერ". ეს, ფაქტიურად, იმას ნიშნავს, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიმდინარე წლის პირველ ნახევარში, სამწუხაროდ, მცდელობაც კი არ ჰქონია, პრაქტიკაში განეხორციელებინა თავისივე დებულებით დადგენილი სავალდებულო მოთხოვნები ამომრჩეველთან საკრებულოს წევრების ურთიერთობის შესახებ. _ კი, ბატონო, გასაგებია, რომ 2012-2013 წლებში ქვეყანაში ჩატარებულმა საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებმა სახელმწიფოში მმართველი პოლიტიკური ძალის ცვლილება გამოიწვია და ამან საკრებულოს წევრები, ფაქტიურად, "სკამდარიკოს" (ანუ "გადაჯექი-გადმოჯექის") პოზიციაში ჩააყენა იმის ძიებაში, თუ რომელი მათგანი რომელ პარტიას მიკედლებოდა და საკრებულოს რომელ ფრაქციაში გადაჯგუფებულიყო, მაგრამ მათი ამომრჩევლები და, მით უმეტეს, ამ ამომრჩევლებთან მათი ინტენსიური ურთიერთობის კანონმდებლისეული სავალდებულო მოთხოვნა ხომ იგივე (უცვლელი) დარჩა. ის, თუ რამდენად შეიძლება გამოდგეს კანონმდებლის აღნიშნული სავალდებულო მოთხოვნის დარღვევის გამამართლებელ არგუმენტად ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ მოყვანილი მიზეზი, _ ამის შეფასება მკითხველისთვის მიგვინდვია.

დაბოლოს, რა შეიძლება ითქვას მოკლე რეზიუმეს სახით? თუკი საკრებულოსა და კომისიების სხდომების შესახებ მოსახლეობის წინასწარი ინფორმირების, საკრებულოს ნორმატიული აქტების პროექტების დადგენილი წესით გამოქვეყნების, მნიშვნელოვანი საინფორმაციო-ნორმატიული ხასიათის მასალის (მონაცემების) ოფიციალურ ვებგვერდზე ოპერატიულად განთავსების, ასევე ამომრჩევლების წინაშე საკრებულოს წევრების ანგარიშვალდებულების საკითხისადმი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პრაქტიკულ დამოკიდებულებას გავითვალისწინებთ, შეიძლება გაკეთდეს დასკვნა, რომ ამ მოწვევის საკრებულომ ისე ჩაამთავრა თავისი უფლებამოსილების ვადა, რომ ბოლომდე კარგად ვერ გაითავისა და ვერ გააცნობიერა გამჭვირვალობისა და მოსახლეობის წინაშე ანგარიშვალდებულების პრინციპის როლი, მნიშვნელობა და დანიშნულება. სამწუხაროდ, თვითმმართველობის ხსენებული საბაზისო პრინციპის ცხოვრებაში რეალიზაცია ამ ფორმაციის საკრებულოსთვის ბოლომდე "თავის მომაბეზრებელ" დაბრკოლებად დარჩა და ვერანაირად ვერ იქცა მისი საქმიანობის განუყოფელ, ორგანულ ნაწილად.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

“საფრთხის დონე მაღალი”- გაფრთხილება ამინდის შესახებ

20:52; 28 დეკემბერი, 2025
საზოგადოება

“მოსალოდნელია ძლიერი შტორმი”- მეტეოროლოგი ამინდის შესახებ

20:35; 28 დეკემბერი, 2025
საზოგადოება

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

14:25; 28 დეკემბერი, 2025
საზოგადოება

“არათუ შემცირებას არ უნდა ველოდოთ, პირიქით, შეიძლება კიდევ გაიზარდოს ფასები”

14:15; 28 დეკემბერი, 2025
საზოგადოება

ოთხი ახალგაზრდა უგონო მდგომარეობაში იპოვეს

09:30; 28 დეკემბერი, 2025

ჩოლოქის ბრძოლა

ბეგი სიორიძე: "არც ერთი ჩემი ნათქვამი სიტყვის არ მეშინია! მე არ ვატყუებ ამომრჩეველს!"

ყველა სიახლე

სამართალი

რესტორანში კაცი გარდაცვლილი ნახეს

0:26; 29.12.2025
საზოგადოება

“საფრთხის დონე მაღალი”- გაფრთხილება ამინდის შესახებ

20:52; 28.12.2025
პოლიტიკა

კობახიძე „იგლ ჰილსზე“: მინიმუმ 11 მლრდ ლარით გაზრდის ჩვენს ეკონომიკას

20:40; 28.12.2025
საზოგადოება

“მოსალოდნელია ძლიერი შტორმი”- მეტეოროლოგი ამინდის შესახებ

20:35; 28.12.2025
სამართალი

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა

18:37; 28.12.2025
მსოფლიო

ლავროვი: ევროკავშირი არ მალავს რუსეთთან ომისთვის მზადების გეგმებს

16:49; 28.12.2025
პოლიტიკა

ველოდებით, რომ პოლონეთში ქართველი დასაქმებულების გადინება შემცირდება”- e-Consul

16:36; 28.12.2025
პოლიტიკა

“დუმილის უფლებას რომ ინარჩუნებს, მიანიშნებს, რომ რაღაც უბედურება ხდებოდა”- გია ვოლსკი

14:42; 28.12.2025
საზოგადოება

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

14:25; 28.12.2025
კულტურა

ბრიჯიტ ბარდო გარდაიცვალა

14:22; 28.12.2025
საზოგადოება

“არათუ შემცირებას არ უნდა ველოდოთ, პირიქით, შეიძლება კიდევ გაიზარდოს ფასები”

14:15; 28.12.2025
სამართალი

კორპუსის სადარბაზოდან ეტლი მოიპარეს

14:00; 28.12.2025
სამართალი

ავტობუსი ხეს დაეჯახა

13:28; 28.12.2025
ფეისბუქსტატუსები

უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

12:19; 28.12.2025
სამართალი

პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით მარიხუანა და ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო – დაკავებულია 2 პირი

12:03; 28.12.2025

დღის ფოტო

დღის ფოტო

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025
0

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

12:19; 28.12.2025
0

“როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

10:44; 26.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2025 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო