დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ბიძინა ივანიშვილი მალე GDS-ზე გადაცემის გაკეთებას აპირებს, რასაც ტელევიზიაშიც ადასტურებენ.
ცოტა ხნის წინ, სოციალურ ქსელში, პარლამენტარ გოგა ხაჩიძის ვიდეო-მიმართვა გავრცელდა. პარლამენტარი ამბობს, რომ ის მზად არის კონკურენცია გაუწიოს ბიძინა ივანიშვილს და ისიც გახდეს გადაცემის წამყვანი, რომელიც სოციალურ ქსელში განთავსდება.
"დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბიძინა ივანიშვილი აპირებს გადაცემის გაკეთებას ტელეკომპანია GDS-ზე და დღესვე მინდა გავავრცელო ინფორმაცია, რომ მეც ვაპირებ გადაცემის გაკეთებას. ჩემი გადაცემა გავა შემდეგ დღეს, როგორც კი დაიწყებს გასვლას ბატონი ბიძინა ივანიშვილის გადაცემა და მე ჩემს გადაცემაში მოვიწვევ სხვა ექსპერტებს და ერთად გავარჩევთ ბატონი ბიძინა ივანიშვილის გადაცემას. იქედან გამომდინარე, რომ ჩემს და ბიძინა ივანიშვილს შორის ძალიან დიდი სხვაობაა, ჩემი გადაცემა გავა ჩემს Facebook გვერდზე და აიტვირთება youtube-ზე. დარწმუნებული ვარ რეინტიგი გვექნება არანაკლები", _ ამბობს გოგა ხაჩიძე.