აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციათა და საზოგადოების წარმომადგენელთა კოალიციამ, რომლის შემადგენლობაში 27 სუბიექტი შედის, არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით საზოგადოებას სპეციალური განცხადებით მიმართეს.
მიმართვა სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე მერაბ პაპასკირმა, კახა შამათავამ, ზაურ ბერიამ და თემურ ჩილაჩავამ გაასაჯაროეს და ამომრჩეველს მეორე ტურში, „ქართული ოცნების“ მხადაჭერისკენ მოუწოდეს.
"მოგმართავთ დევნილ საზოგადოებას, მთლიანად საქართველოს მოქალაქეებს, მოვახდინოთ "ნაციონალური მოძრაობის" დემონტაჟი და 12 ივლისს არჩევნებში აქტიურად დაუჭიროთ მხარი "ქართულ ოცნებას", რადგან დარწმუნებული ვართ, რომ "ოცნება" საზოგადოებასთან ერთად უზრუნველყოფს საქართველოს დამკვიდრებას ევროპულ დიდ ოჯახში".