"გურია ნიუსის" ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილის ახალი გადაცემის პროდიუსერი მაია თაბაგარი იქნება. თაბაგარი ამჟამად თეა სიჭინავას "პოლიტიკის დროს" პროდიუსერია:
_ მაგ თემაზე ვერაფერს გეტყვით, _ აღნიშნა "გურია ნიუსთან" საუბრისას თაბაგარმა.
_ არც ადასტურებთ და არც უარყოფთ?
_ მართლა არაფრის თქმა არ შემიძლია. ამ ეტაპზე მე ვმუშაობ ტელეკომპანია "იმედში" და ამ წუთს გადაცემაზე ვმუშაობ, _ აღნიშნა მაია თაბაგარმა.
შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილი გადაცემის წაყვანას ოქტომბრიდან გეგმავს, რომელიც GDS-ის პირდაპირ ეთერში კვირაში ორჯერ უნდა გავიდეს. გავრცელებული ინფორმაციით, ივანიშვილს თანაწმყავნის ეყოლება, თუმცა მისი ვინაობა ამ ეტაპზე დაუზუსტებელია.