საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი, ვიცე-პრემიერი კახი კალაძე გიორგი ალიბეგაშვილის თბილისის საკრებულოს თავმჯდომარედ შესაძლო დანიშვნას არც უარყოფს და არც ადასტურებს.
როგორც კახა კალაძემ ბათუმში ჯურნალისტებს განუცხადა, ალიბეგაშვილი განათლებული და ღირსეული პიროვნებაა.
"გიორგი ალიბეგაშვილს რაც შეეხება, ის არის ძალიან განათლებული, პატიოსანი, ღირსეული პიროვნება, თუმცა ვინ იქნება საკრებულოს თავმჯდომარე ძალიან მალე ცნობილი იქნება ყველასათვის", _ აღნიშნა კახი კალაძემ.
გიორგი ალიბეგაშვილი თსუ-ს პროფესორია და კოალიციის საარჩევნო სიაში მესამე ნომერი იყო, წარდგენილია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" მიერ.
თავად ალიბეგაშვილი აცხადებს, რომ შეთავაზება არ მიუღია.
შეგახსენებთ რომ დღეს გაიმართება კოალიციის პოლიტსაბჭოს სხდომა, სადაც ერთ-ერთი თემა თბილისის ახალი საკრებულოს თავმჯდომარის საკითხიც იქნება.