საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის სამების საკათედრო ტაძარში გადასვენების ცერემონიასთან დაკავშირებით, 11 ივლისს, 12:00 საათიდან, სატრანსპორტო საშუალებებისთვის მოძრაობა რამდენიმე საათით შეიზღუდება.
ამის შესახებ განცხადებას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, შეზღუდვები იქნება შემდეგი მიმართულებებით: კრწანისის და გორგასლის ქუჩები, მტკვრის მარჯვენა სანაპირო, ბარათაშვილის ხიდი და აღმართი, ავლაბრის მოედანი, მესხიშვილის ქუჩა სამების ტაძრამდე.
გამოსვენების დღეს, 13 ივლისს, სრულად ჩაიკეტება მესხიშვილის ქუჩა დილის 09:00 საათიდან დღის 04:00 საათამდე.