სარემონტო სამუშაოების გამო, ხვალ, თბილისის რამდენიმე რაიონს, ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
საბურთალოს რაიონში, გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 10- საათიდან 18 -საათამდე, შეზღუდვა შეეხება: იოსებიძის, შარტავას, დები იშხნელების და მიმდებარე ქუჩების 281 აბონენტს.
გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 11- საათიდან 16 – საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის, ვაჟა-ფშაველას გამზირის, დელისის, ასათიანის, ონიაშვილის, ზემო დელისის, ნუცუბიძის და მიმდებარე ქუჩების 952 აბონენტს.
გლდანის რაიონში, გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 11- საათიდან 16 -საათამდე შეზღუდვა შეეხება: ანდრონიკაშვილის I შესახვევის, სარაჯიშვილის, გიორგი წერეთლის, ბარალეთის, ლიბანის და მიმდებარე ქუჩების 746 აბონენტს.
მთაწმინდის რაიონში, გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 10 – საათიდან 18 – საათამდე შეზღუდვა შეეხება: ინგოროყვას, სულხან-საბას, ლეონიძის და მიმდებარე ქუჩების 364 აბონენტს.
ვაკის რაიონში, გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 11- საათიდან 16- საათამდე შეზღუდვა შეეხება: აბაკელიას, ძმები ზუბალაშვილების და მიმდებარე ქუჩების 88 აბონენტს.
გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 10- საათიდან 140 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის 62 აბონენტს.
დიდუბის რაიონში, გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 11 – საათიდან 16- საათამდე შეზღუდვა შეეხება: წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), გორის შესახვევის, ძმები ფიფიების, ვორონინის და მიმდებარე ქუჩების 284 აბონენტს.
ნაძალადევის რაიონში, გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 10 – საათიდან 17 – საათამდე შეზღუდვა შეეხება: სართანიას, კამალოვსკის, კალიუჟინის, თამარაშვილის, ცოტნე დადიანის, მექანიზაციის, ღოღობერიძის და მიმდებარე ქუჩების 841 აბონენტს.
ისნის რაიონში, გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 10 – საათიდან 18- საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის II მიკრორაიონის, ვარკეთილის მასივის V მიკრორაიონის და მიმდებარე ქუჩების 1353 აბონენტს.
სამგორის რაიონში, გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 11- საათიდან 15 -საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 III მიკრორაიონის, თეთრი ხევის, ახვლედიანის და მიმდებარე ქუჩების 729 აბონენტს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.