ამ წუთებში, "მოდულის" შენობიდან გამოვიდა გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილე ირაკლი ნოზაძე, რომელიც დაკითხვაზე 8 საათის განმავლობაში იმყოფებოდა.
ნოზაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ სამართალდამცავებს კონკრეტულ საქმეებთან დაკავშირებით ჰქონდათ კითხვები, რაზეც ამომწურავი პასუხი გასცა.
იმყოფებოდნენ თუ არა მასთან ერთად ბიზნესმენები დაკითხვაზე, რომლებიც ხე-ტყისა და ჰესებთან დაკავშირებით მუშაობენ, ნოზაძემ უკომენტაროდ დატოვა ეს თემა.
შეგახსენებთ, რომ მთელი დღის განმავლობაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ სამართალდამცავები ნოზაძეს ხე-ტყის საკითხებსა და ჰესების მშენებლობის თემაზე მომუშავე კომპანიებთან კორუფციულ გარიგებაში ადანაშაულებდნენ.