თბილისში, 20 – ივლისიდან 27- ივლისის ჩათვლით, გ. ჩიატაიას სახელობის საქართველოს ხუროთმოძღვრებისა და ყოფის სახელმწიფო (ეთნოგრაფიული) მუზეუმში ფესტივალი "არტ–გენი"-ს შემაჯამებელი, 8 დღიანი დასკვნითი, ნაწილი გაიმართება.
"არტ-გენის" ორგანიზატორების ცნობით, წელს ფესტივალზე მრავალფეროვანი პროგრამა იქნება წარმოდგენილი. ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ როგორც ხალხური სიმღერის, ინსტრუმენტალური მუსიკის, ქორეოგრაფიის, ზეპირსიტყვიერებისა და რეწვის ოსტატები, საქართველოს ყველა კუთხიდან, ასევე თანამედროვე ქართული ჯგუფები. ტერიტორიაზე იფუნქციონირებს ტრადიციული კულინარიული კუთხე და კვების ობიექტი.
ფესტივალი "არტ-გენი" უკვე მეთერთმეტე წელია წარმატებით ტარდება ჯგუფ ”არტ-გენი”-ის ორგანიზებით და მის ძირითად მიზანს ქართული ფოლკლორის და სხვადასხვა ძირძველი ტრადიციების მოძიება და პოპულარიზაცია წარმოადგენს.
რაც შეეხება ფესტივალის პროგრამას, ასე გამოიყურება:
20 ივლისი
12:00 – ხალხური რეწვის, მხატვრობისა და მინანქრის გამოფენა-გაყიდვა;
18:30 – 22:00 – ფოლკლორი სამეგრელო ; 22:00 – დასკვნითი კონცერტი საქართველოს შეიარაღებული ძალების ეროვნული გვარდიის სამხედრო საჩვენებელი ორკესტრი, ჯაზის საღამო თამაზ ყურაშვილი და მეგობრები.
21 ივლისი
12:00 – ხალხური რეწვის, მხატვრობისა და მინანქრის გამოფენა-გაყიდვა;
18:30 – 22:00 – ფოლკლორი შიდა ქართლი, მცხეთა – მთიანეთი, აფხაზეთის დღე;
22:00 -დასკვნითი კონცერტი ჯგუფი "ჩვენებურები"
22 ივლისი
12:00 – ხალხური რეწვის, მხატვრობისა და მინანქრის გამოფენა-გაყიდვა;
18:30 – 22:00 – ფოლკლორი "სამცხე – ჯავახეთი", გურია, სამაჩაბლოს დღე;
22:00 – დასკვნითი კონცერტი ჯგუფები "რეგიონი" "ფრანი" ;
23 ივლისი
12:00 – ხალხური რეწვის, მხატვრობისა და მინანქრის გამოფენა-გაყიდვა;
18:30 – 22:00 – ფოლკლორი "ქვემო ქართლი", სვანეთი;
22:00 – დასკვნითი კონცერტი ნიკა კოჩაროვი – რობი კუხიანიძე.
24 ივლისი
12:00 – ხალხური რეწვის, მხატვრობისა და მინანქრის გამოფენა-გაყიდვა;
18:30 – 22:00 – ფოლკლორი კახეთი, ლეჩხუმი;
22:00 – დასკვნითი კონცერტი ჯგუფი სუხიშვილები.
25 ივლისი
12:00 – ხალხური რეწვის, მხატვრობისა და მინანქრის გამოფენა-გაყიდვა;
18:30 – 22:00 – ფოლკლორი იმერეთი;
22:00 – დასკვნითი კონცერტი ჯგუფი "ზუმბალენდი".
26 ივლისი
12:00 – ხალხური რეწვის, მხატვრობისა და მინანქრის გამოფენა-გაყიდვა;
18:30 – 22:00 – ფოლკლორი აჭარა;
22:00 – დასკვნითი კონცერტი ნინო ქათამაძე.
27 ივლისი
12:00 – ხალხური რეწვის, მხატვრობისა და მინანქრის გამოფენა-გაყიდვა;
18:30 – 22:00 – ფოლკლორი რაჭა;
22:00 – დასკვნითი კონცერტი ჯგუფი "33ა".
კონცერტზე დასასწრები ბილეთების შეძენა მსურველებს როგორც ელექტრონულად, ასევე ადგილზე შეუძლიათ. ბილეთების ფასი განსხვავებული იქნება საათების მიხედვით. 18:00 – საათიდან 22:00 – საათამდე ტერიტორიაზე შესვლისთვის 1 დღის ბილეთის ფასი 11,50 ლარია. 8 დღის აბონიმენტის ფასი კი 57 ლარი.