ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირების განხილვა, პარლამენტში, აქციის ფონზე მიმდინარეობს.
იპოთეკით დაზარალებულები, პრემიერ-მინისტრს მიმართავენ და მოუწოდებენ, კანონპროექტი, რომელიც გამოსახლების დროებითი შეჩერების მიზნით მომზადდა, ხელისუფლებამ ისევ შეიტანოს საკანონმდებლო ორგანოში განსახილველად.
"დღეს აქ კიდევ ერთხელ შევიკრიბეთ იმისთვის, რომ ჩვენს ლამაზ პრემიერს შევახსენოთ, მთავრობამ იზრუნოს გამოსახლებების შეჩერებისა და გრძელვადიანი, დაბალპროცენტიანი იპოთეკური სესხების გაცემაზე," _ განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილე დარეჯან მაღლაკელიძემ.
იპოთეკით დაზარალებულები აღნიშნავენ, რომ მათ სესხები ოჯახში არსებული მძიმე სოციალური პირობების გამო აიღეს.
როგორც ცნობილია, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი, დღეს პარლამენტში, ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირებას დაესწრება.