"გურია ნიუსის" ინფორმაციით, განათლების და მეცნიერების სამინისტროს, შესაძლოა, ახალი ხელმძღვანელი ჰყავდეს. ერთ-ერთ კანდიდატურად, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი, სოფიო გორგოძე განიხილება.
ამ წუთებში, სოფიო გორგოძე შვებულებაში იმყოფება და მან ჩვენთან საუბრისას აღნიშნული ინფორმაცია არ დაადასტურა.
"ამ ინფორმაციას არ გიდასტურებთ", _ თქვა გორგოძემ.
განათლების და მეცნიერების სამინისტროს პრესსამსახურში გვიპასუხეს, რომ საკადრო ცვლილებასთან დაკავშირებით, ამ ეტაპზე, არანაირი ინფორმაცია არ არის ცნობილი.
კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის თანამდებობა, შესაძლებელია, პარლამენტარმა ზვიად კვაჭანტირაძემ ჩაიბაროს.
"მე ისიც მახსოვს, ბურკინა ფასოში მიშვებდნენ ელჩად", _ გვითხრა ზვიად კვაჭანტირაძემ.