“გურია ნიუსის“ ინფორმაციით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მერიაში ჭურვი აღმოაჩინეს და ამის შესახებ პოლიციას აცნობეს. ამ წუთებში ადგილზე იმყოფება სამართალდამცავები. აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით დავუკავშირდით სოფლის რწმუნებულს, რომელმაც გვითხრა, რომ მსგავს ინფორმაციას არ ფლობდა.
_ გადავამოწმე მთელ სოფელში და ვერავინ ვერაფერი მითხრა, – თქვა ჩვენთან საუბრის რწმუნებულმა.
თუმცა, აღნიშნული ინფორმაცია დაგვიდასტურეს შინაგან საქმეთა სამინისტროში. პრესამსახურში გაგვიცხადეს, რომ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით შსს შესაბამის ღონისძიებებს ატარებს.