დღეს, ოზურგეთში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, არასამთავრობო ორგანიზაციის "ქალები რეგიონის განვითარებისთვის და ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის" ორგანიზებით, საქველმოქმედო აქცია გაიმართება, რომელიც დღის11 საათზე დაიწყება.
"მოგმართავთ თხოვნით, დავეხმაროთ მოქალაქე ნატალია ნარიმანიძეს.
ნატალია 39 წლისაა,ჰ ყავს 2 არასრულწლოვანი შვილი და ის 7 თვის ფეხმძიმეა. ამჟამად ნატალია სოციალურად შეჭირვებულია , თუმცა სოციალურ დახმარებას ოქტომბრამდე ვერ იღებს, არ აქვს თანხა საკვებისთვის, არ აქვს ბინა, თავშესაფარი, არ ჰყავს ახლობელი, არც ნათესავი, ამჟამად ცხოვრობს ქირით. ერთი თვის ქირით ადგილობრივი მუნიციპალიტეტის გამგეობა დაეხმარა, თუ მას არ ჩაუტარდება მედიკამენტოზური მკურნალობა, ბავშვის და დედის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.
უშუალოდ ამ ერთი ოჯახის დასახმარებლად დავიწყეთ საქველმოქმედო კამპანია.
შემოგვიერთდით, ერთად დავეხმაროთ მას!
თქვენს მიერ გაღებული ნებისმიერი რაოდენობის თანხა, მას დაეხმარება ამ პრობლემების მოგვარებაში", _ ამბობს ჩვენთან საუბრის დროს ერთ-ერთ ორგანიზატორი, ქეთევან ხიდაშელი.