წუხანდელი გადაუღებელი წვიმისა და ქარის შედეგად ჩოხატაურის მუნიციპალიტეტს მნიშვნელოვანი ზარალი მიადგა.
განსაკუთრებით დაზარალდა სოფელი ნაბეღლავი, სადაც ჩამოწოლილმა მეწყერმა და მოვარდნილმა ნიაღვარმა დააზიანა გზები, მილხიდები, საცხოვრებელი სახლები.
ქარხანამდე მისასვლელი გზა წაღებულია. მიწაშია ჩამარხული ჭაბურღილები და სხვა შენობა ნაგებობები.
ადგილობრივი ხელისუფლების თქმით ამ წუთებში გაწმენდითი სამუშაოები და ზარალის დათვლა მიმდინარეობს.