(გურია ნიუსი, ლანჩხუთი) _ ლანჩხუთის კულტურის ცენტრთან არსებული ანსამბლების წევრები _ 6 მომღერალი და 4 მოცეკვავე 25 ოქტომბრიდან ჩინეთში საკონცერტო ტურნეს გამართავენ _ ისინი საახალწლო ღონისძიებებში მიიღებენ მონაწილეობას. ჩინეთში ანსამბლი “შავნაბადა” უნდა გამგზავრებულიყო, მაგრამ რადგან აღნიშნული ჯგუფი იმ პერიოდში ლონდონში მართავს ტურნეს, მისი ლანჩხუთელი ხელმძღვანელის, დავით ცინცაძის რეკომენდაციით, ჩინეთში მისი თანაქალაქელები გაემგზავრებიან.
Developed By My Software 2021 © All rights reserved