ლანჩხუთის რაიონულ პოლიციის სამმართველოში, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლანჩხუთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის და საკრებულოს დეპუტატის კახაბერ ასკურავას დაკითხვა ამ წუთებში დასრულდა.
კახა ასკურავას განცხადებით, მას სს კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით ბრალი უკვე წარედგინა.
შეგახსენებთ, რომ ასკურავას ლანჩხუთის საკრებულოს დეპუტატის რომან ბიწაძის და ლანჩხუთის ადგილობრივი მცხოვრების ლილი ებრალიძის ფიზიკურ შეურაცხყოფას ედავებიან.
თუმცა, ასკურავა აღნიშნავს, რომ ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება და ის თავისი უდანაშაულობის დასამტკიცებლად ბოლომდე იბრძოლებს.
აღსანიშნავია, რომ კახა ასკურავას დაკითხვას სამართალდამცავები ვიდეოფირზე იწერდნენ.
"გურია ნიუსი“ ასკურავას და მისი ადვოკატის ნიკოლოზ ათუნაშვილის კომენტარებს მოგვიანებით შემოგთავაზებთ.