დღეს დილით, ოზურგეთში, მირიან ხინთიბიძის საცხოვრებელ სახლში, მანქანა აფეთქდა, რის შემდეგ ხანძარი სახლზე გადავიდა და დაიწვა. ხინთიბაძის თქმით, სახლში მარტო იმყოფებოდა.
"ჩემები სოფელში არიან წასული და სახლში მარტო ვიმყოფებოდი. დაახლოებით, დილის 6 საათზე ძლიერმა ხმა გამომაღვიძა. გამოვედი გარეთ და დავინახე, მანქანა იწვოდა, შემდეგ კი აფეთქდა და ცეცხლი სახლს გადაედო. ვერავინ ვერ ვუშველეთ და მანქანასთან ერთად სახლიც დაიწვა. ის დავინახე, რომ ცეცხლი მანქანის სალონში იყო გაჩენილი."
_ ბატონო მირიან, ფიქრობთ, რომ მანქანაში ცეცხლი სპეციალურად გააჩინეს?
_ არ ვიცი, ჯერჯერობით ვერაფერს გეტყვით, ველოდებით კრიმინალისტებს და ვნახოთ რა დასკვნას დადებენ. ამ ეტაპზე ჩემს პოლიტიკურ აქტიურობასთან ვერ მოვახდენ დაკავშირებას. დაველოდები სამართალდამცავების დასკვნას.
მირიან ხინთიბიძე "პატრიოტთა ალიანსის" მერობის ყოფილი კანდიდატის, შოთა გოგიბერიძის აქტიური მხარდამჭერი იყო.