ქორეოგრაფიული ანსამბლი "გურია", 5 აგვისტოდან 24 აგვისტოს ჩათვლით, მსოფლიო საერთაშორისო ფესტივალებზე – რუმინეთსა და უნგრეთში მიიღებს მონაწილეობას.
ანსამბლ "გურიას" სამხატვრო ხელმძღვანელის, კობა დუნდუას ინფორმაციით, სულ ექვსი კონცერტი ჩატარდება, აქედან რუმინეთის 2 ქალაქში და უნგრეთის 4 ქალაქში.
ფესტივალების ორგანიზატორია C.I.O.F.F. მსოფლიო საერთაშორისო საფესტივალო ორგანიზაცია.
ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ფესტივალისთვის სპეციალური ცეკვების პოპური შეიქმნა, რომელიც მაყურებლისთვის სიურპრიზი იქნება.