ცხოვრების წესები იმ ქალებისთვის, რომელთაც თავდაჯერება და რეალიზაცია აკლიათ.
1. მამაკაცი არ არის ცხოვრების აზრი, არც სამყაროს ცენტრი. სამყარო გაცილებით ფართო და საინტერესოა, ვიდრე ქალის ცხოვრებაში მამაკაცის უბრალოდ არსებობაა.
სწორედ ამიტომ, არ არის საჭირო, მას ჩამოეკიდო, დაემონო, მის გარშემო იტრიალო, მასზე იყო დამოკიდებული – საკმარისია, იყო მის გვერდით, გიყვარდეს და მისი სიახლოვით დატკბე.
2. ყველა ქალს თეორიულად მაინც უნდა ჰქონდეს საშუალება, რომ დამოუკიდებლად იცხოვროს. უნდა იყოს ფინანსურად დამოუკიდებელი, პროფესიულად შემდგარი და თვითკმარი პიროვნება.
ასეთი ქალის დაკარგვა საშიშია და მას მეტად უფრთხილდებიან.
3. ქალი ყოველთვის არის ოჯახური კერის მფარველი. მერე რა, თუ ქარგვა არ იცის, სამაგიეროდ, ძალიან მაგარ ღვეზელებს აცხობს. ღვეზელებს ვერ აცხობს? მაშინ მსოფლიოში ყველაზე მაგარ კატლეტებს წვავს.
მამაკაცი არასდროს წავა იმ სახლიდან, სადაც გემრიელად აჭმევენ და სუფთად აცმევენ.
4. მამაკაცმა მთელი ნაშოვნი ფული არ უნდა მისცეს ქალს. არანაირი მიზეზით, არანაირი საბაბით.
და კიდევ: ქალი, რომლისგანაც არასდროს წავა მამაკაცი, არ დაიწყებს მისი ჯიბეების ქექვას. მაშინაც კი. თუ ზუსტად იცის, რომ მარჯვენა ჯიბეში საბანკო ბარათი დევს, მარჯვენაში – ფოტომოდელის სავიზიტო ბარათი.
5. ქალი არა მხოლოდ საყვარელი, დიასახლისი და მისი შვილების დედაა. ის აუცილებლად არის მისი მეგობარიც. მამაკაცები მძიმედ იტანენ სულიერ სიმარტოვეს – აუცილებლად სჭირდებათ ადამიანი, ვისაც გაუზიარებენ გეგმებს, განიხილავენ ყოველდღიურობას და მიიღებენ რჩევებს.
6. ქალი, რომლისგანაც მამაკაცი არასდროს წავა, არ გააღიზიანებს თავის რჩეულს. არ მოაწყობს სკანდალებს, არ გატანჯავს ეჭვიანობით, არ დაანთხევს ცუდ განწყობას გარშემო მყოფებზე და არ მოახდენს მანიპულირებას სექსით. ის ყოველთვის ლაპარაკობს და შეთანხმებამდეც მიდის. თუ ვერ მიდის – უბრალოდ წავა.
7. ასეთი ქალი ყოველთვის ისწრაფვის სრულყოფილებისკენ. ცდილობს კარგად გამოიყურებოდეს, ებრძვის მავნე ჩვევებს.
8. ქალი, რომლისგანაც არასოდეს მიდის მამაკაცი, პატივისცემით ეკიდება თავისი ქმრის გატაცებებს. და აუცილებლად აქვს თავისი გატაცებებიც.
9. ქალი უნდა იყოს სუსტი, მაგრამ არ აქვს უფლება, იყოს სულელი.
10. ქალს, რომელსაც არასოდეს ტოვებს კაცი, უყვარს საკუთარი თავი. და ამიტომაც სრულფასოვნად და თავისუფლად უყვარს თავისი მამაკაცი.