ამ წუთებში, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ სუფსაში, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლები მოსახლეობას ხვდებიან.
შეხვედრა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს.
საქმე იმაშია, რომ სუფსაში ავტობანი უნდა გავიდეს, რაც მოსახლეობის საყანე ფართობებს კვეთს. შესაძლოა საცხოვრებელი სახლებიც გადაკვეთოს. ადგილობრივების ინფორმაციით, 1 კვადრატული მიწა (საყანე ფართობი) 3 ლარი ეღირება, სხვა (საცხოვრებელი ფართობი) 5 ლარი.
აღნიშნულს სამინისტროს წარმომადგენლები არ ადასტურებენ, თუმცა არც ზუსტი ინფორმაცია აქვთ ფასებთან დაკავშირებით. მათი თქმით, შესაძლოა კვადრატულ მიწაში 10 ლარიც გადაიხადონ.