ორშაბათს, გვიან ღამით, გურიის კურორტებზე _ ბახმაროზე და გომისმთაზე ისეთი დიდი თოვლი მოვიდა, რომ იქ დარჩენილ მოსახლეობას დახმარება დასჭირდა. გომისმთიდან ხუთი მონადირე და რამდენიმე ადამიანის გამოყვანა დროულად მოხერხდა, რაც შეეხება ბახმაროს, იქ სამშაბათს საღამომდე მოსახლეობამდე ვერავინ მიაღწია. გურიის რეგიონული სამაშველოს სამსახურის და “გზამშენი 18”-ის მეშვეობით, ბახმარო გუშინვე 45 ადამიანმა დატოვა. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ახალდანიშნულმა გამგებელმა ლელა იმედაშვილმა ჩვენთან საუბრისას თქვა, რომ ისინი თავს კარგად გრძნობენ:
_ წუხელ გვიან ღამით გზა გაიწმინდა კურორტზეც და ფაფარას მთაზეც. რაც მთავარია, ყველას, ვისაც სჭირდებოდა დახმარება, დავეხმარეთ. _ გვითხრა ლელა იმედაშვილმა.