ამ წუთებში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომ აამიმდინარეობს.
მესამე მოწვევის საკრებულოს დეპუტატმა ლელა ნაცვალაძემ, მუნიციპალიტეტის გამგებელს და საკრებულოს თავმჯდომარეს მიმართა, რომ დეპუტატებმა და იმ ადამიანებმა, რომლებიც თანამდებობებზე ინიშნებიან, წარმოადგინონ ჯანმრთელობის ცნობა და ნარკოლოგიური შემოწმება გაიარონ.
"კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ესაა მნიშვნელოვანი და ძალიან გთხოვთ გაითვალისწინოთ. კარგი იქნება თუ თანამდებობის პირები და დეპუტატები ჯანმრთელობის ცნობას წარმოადგენენ და შემოწმდებიან ნარკოტესტზე."
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის, მერბ ჭანუყვაძის თქმით, ყველაფერი ისე მოხდება, რაც კანონის ფარგლებშია შესაძლებელი.