https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    იური ლომაძე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ალბანეთის სარეიტინგო სერიების ბრინჯაოს პრიზიორია!

    ერთ-ერთი ტურისტული კომპანიის დირექტორი დააკავეს

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ფიცხი ბენია ჩხიკვიშვილი

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

  • ფეისბუქსტატუსები

    „ამნეზია კი არ მაქვს, დებო და ძმებო, მოთმინება და საღი აზრი მაქვს“ – ნიკა გვარამია

    ესაა, გული ამოგაგლიჯოს ვიღაცამ” – მაჩალიკაშვილი

    “მომიტევეთ, ბ–ნო ბიძინა, ერთი შენიშვნა უნდა შემოგბედოთ” – ჯანგირაშვილი

    “დაქირავებული მოზარეები” – გვარამია “ოცნების” სამძიმრის წერილზე

    “აიათოლას დაღუპვაზე უფრო მეტად, მოსკოვური ელიტა, დუბაის ცათამბჯენების დაბომბვამ დაზაფრა!” – კოტე კემულარია

    “ვიზების გაუქმების შიშით გამოვიყვანოთ ბიჭები სასაკლაოზე? კაციჭამიებო!” – მოროშკინა

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    აიათოლა ხამენეის მეუღლე თავდასხმის შედეგად მიღებული ჭრილობებისგან გარდაიცვალა – რა დეტალები ხდება ცნობილი

    ირანი: „აშშ-სთან მოლაპარაკებები არ იქნება“

    „უგუნური და დესტაბილიზაციის გამომწვევი საქციელია“

    დონალდ ტრამპი: არავის სჯერა, რა წარმატებას მივაღწიეთ, 48 ლიდერი ერთბაშად გაქრა

    ირანის პრეზიდენტი: ხამენეის მკვლელობა მსოფლიოს ყველა კუთხეში მუსლიმების წინააღმდეგ ღია ომია

    ისრაელის თავდაცვა: ირანის საპასუხო თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

აქ არ უნდა ვიდგე!

8:08; 18.08.2014
მკითხველი
Share on FacebookShare on TwitterEmail

ეკლესიის ჭიშკართან მდგარმა ტანმორჩილმა ქალმა ჩემ დანახვაზე პირი იბრუნა, მაგრამ ნაბიჯს ვერ აუჩქარა, ვერ დაიმორჩილა გაყინული ფეხები. მოვაბრუნე, მუჭი გავაშლევინე, ხელისგულზე ხურდა დავუმატე…

სამოცამდე წლის თუ იქნებოდა, მარცხენით თავსაფარს ქაჩავდა, ვითომ თოვლ-ჭყაპს ირიდებდა. მივხვდი, მემალებოდა. მარჯვენა ისევ გაწვდილ-გაშეშებული ჰქონდა. ორმხრივი დუმილი და უხერხულობა ისევ მან დაარღვია, მაგრამ არა მადლობით და დალოცვით, როგორც ხდება:

_ აქ არ უნდა ვიდგე…

სახით ვერ ამოვიცანი, მაგრამ ხმამ გასცა…

სახლში მიმავალს და სახლშიც ეს საშინელი ფრაზა ამეკვიატა _ სად უნდა იდგე და როგორია დაბერება საქართველოში? მე სად ვდგავარ ახლა და სად ვიდგები მაშინ, თუ ჩემს 68 წელს კიდევ რამდენიმე დაემატება?

დღევანდელი სიბერე უმრავლესობისთვის აუწეველი ტვირთია და იძულება მოშორდე მწარე სინამდვილეს, იცხოვრო წარსულით, რადგან როგორი მძიმეც არ უნდა ყოფილიყო, ის მაინც ხასხასა ბავშვობა და ხალასი ახალგაზრდობაა.

ჰოდა, მეც თავის დასაღწევად, აღმოსავლეთ გურიის მთებში, სუფსის ხეობაში გაშლილ სურებს მივაშურე. განსაკუთრებული ისტორია აქვს ჩემს სოფელს, სადაც, ჩემს ბავშვობაში, ოჯახებში ბავშვთა ჟრიამული აცოცხლებდა მთათა მდუმარებას, ყველაზე ფართო ჯორკო შუაცეცხლთან კი მოხუცს ეკუთვნოდა. სურები _ უამრავი ღირსეული მამულიშვილის აკვანი…

"სურები? ანი ვსე მენშევიკი, ვსეხ ნადა რასსტრელიატ!" – პირდაპირ დაახალა კრემლში მიწვეულ ნინო რამიშვილს სტალინმა; არადა, "როკვით განფენილ ქართულ გენიას" სწორედ სურებელი ნინოს გამო უკრავდა მსოფლიო ტაშს!

მაინც რით აღწევდა სურებელი, გურული, ქართველი კაცი მწვერვალს? მხოლოდ ერთი პასუხი მექნება ამ კითხვაზე სიკვდილამდე _ წიგნით! წიგნით, რომელიც ძნელად საშოვნელი იყო, რომელსაც ფიჩხი ალზე კითხულობდნენ ფეხშიშველი, ნაჯაფარი ბავშვები. წიგნით, რომელიც ჩვენს პატარებს ხელიდან გამოგლიჯა კომპიუტერმა. არა, არ დამაბრალოთ, ეს ქალი მეჩვიდმეტე საუკუნეში ჩარჩენილაო. ტექნიკური პროგრესი არ უნდა უკუვაგდოთ, მაგრამ რა ვუყოთ, რომ ქართველი ბავშვების დიდი ნაწილი აღარ მღერის ქართულად, აღარ უყურებს ისედაც იშვიათობად ქცეულ ქართულ კინოს, არ იციან, რომ ოჯახი, ცოლი ან ქმარი არაა თურქული "ნასკი" ყოველ კვირაში რომ შეგიძლია გამოიცვალო?!

იყო დიდი სიყვარული, მაგრამ იყო უსიყვარულო ქორწინებები. თითქმის უცნობი ქალი და მამაკაცი ქორწინდებოდა. უნდა ვიფიქროთ, რომ ისინი ხელოვნურად იქცეოდნენ "ერთ სულ და ერთ ხორც", მაგრამ "ჯვარნაფსკვნნი", ოჯახების საქვეყნო სიმტკიცის წინაშე ვალდებულნი, მშვიდად გადიოდნენ ცხოვრების გზას. იყო შვილთამრავლობა, მათი არა მხოლოდ თავისთვის, ქვეყნისთვის გაზრდა და აღზრდა, იყო უფროს-უმცროსობის მკაცრი კანონი და მას ქართული ზრდილობა ერქვა!

სიყვარული ძლიერი ოჯახის საფუძველია, მაგრამ მარტო სიყვარული ოჯახი არ არის; ოჯახისა და ქვეყნის წინაშე აღებული ვალდებულება არ არის მხოლოდ სექსი და ამ თემაზე დაუსრულებელი ლაპარაკი პრესაში და ტელევიზიაში! გაკვეთილზეც კი!

ახალგაზრდებო! მიჭირს ამ თემაზე თქვენთან საუბარი, მაგრამ რადგან არც ერთი ჩვენგანი მარიამ ღვთისმშობელს არ უშვია, და რადგან ყველანი სექსის შვილები ვართ, რადგან გარყვნილება სადღეისოდ მომგებიან თემად, საქმედაც კი იქცა, რადგან მიშასგან ბუჩქებში შერეკილი გოგო-ბიჭები ჯერ კიდევ არ გამოსულან მითითებული ადგილიდან, მოგიწოდებთ, ბუნების ამ კანონს ნუ გამოვაჯირითებთ საჯაროდ, ყველაფერს აქვს თავისი საზომ-საწყაული და ქართველებისთვის ეს საწყაული წმინდა სიყვარულია, რომელსაც "მალვა უნდა, ვითა ცხენსა ნაპარავსა!"

დაუჯერეთ დაბერებული დედის, ბებიის რჩევას, რადგან ის ქართველი ქალია და ესეც ჰყოფნის საამაყოდ!

რადგან წარმოუდგენელია უპოლიტიკო გურია, ნუ დავშორდებით ერთმანეთს ისე, "რაცხას" თუ არ გავკარით პოლიტიკური კბილი; მარა, მოგიკვდეთ ჩემი თავი, საღათაა კბილი?! გეხსომებათ, 1 ოქტომბრის არჩევნების წინ, მიშა რომ გამოშლიგინდა "საცხეიდან" ტელევიზორში და გადირია, მარა რა გადირია – ღმერთო, კი მომკალი, რას ჰქვია მოხუცი თავდაჯერებულად ვერ იცინოდესო! ჩამოდგა გურიაშიც სტომატოლოგიური მანქანები; ვინ მოასწრო ან რამდენმა კბილების ჩაკრიჭინება არ ვიცი, მაგრამ ის მანქანები ნაოქტომბრალს რომ იდგა სუფსასა და ნატანებში სილაში "პაკრიშკაჩაკარგული", კი გავიგე. ზოგი იღბლიანი დაბერებული ყურებამდე იცინოდა ახალჩახვანჭალებული კბილებით; ზოგიც პირზეხელაფარებული ტკარცალებდა, _ მაი მოგვშორდეს ერთი და, ორი საჭკუიანო კპილი დამჩა, ამევიძროფ და გავატანო!

არადა, "დაბერების პოლიტიკაში" კბილებს კი არა, უპირველესად საპენსიო ასაკს გადმოვწევდი უკან _ დუხჭირ ცხოვრებას ისედაც ნაკლები  მიჰყავს პენსიამდე!

ჯანდაცვის სამინისტრომ საერთოდ უნდა შეცვალოს დაზღვევის სისტემა, რადგან პოლისების დიდი ნაწილი სრულიად უსარგებლოა ბევრისთვის; "მაინცდამაინც მუცელზე უნდა გამხახონ პოლისის თანხა რომ მევიხმარო?! მომეცით წამლის ფულის ნაწილი მაინც", _ საყვედურობენ გურულები.

ადამიანები გაჭირვებით ცხოვრობენ, მალე ბერდებიან და კვდებიან. დაბერებული მიცვალებულის ჭირისუფალი გულამოგლეჯილი ტირის

"მაი ახლა პენსიას ტირის თუ ბებიამისს?" _ მაინც ნახულობს "სამასხროს" გურული. ამ სიცილ-ტირილში მწარე რეალობაა. ბევრი მრავალსულიანი ოჯახი ხომ მხოლოდ დაბერებულთა პენსიით ცხოვრობს ან გადახვეწილმა უნდა ეძებოს პურის ფული აქ დარჩენილთათვის; აფხაზეთში დაღუპული ვაჟკაცის მეუღლეს ძალიან გაუჭირდა, შვილები მოხუც მშობლებს დაუტოვა და საბერძნეთში წავიდა. როცა დედა  გამოასვენეს, ყურზე ტელეფონი მიადეს _ ისმოდა შვილის გოდება ათენიდან.

რომ შემეძლოს, კანონს ისე შევცვლიდი, ამ საშინელ გადახვეწას შევაჩერებდი. გვიჭირს, ძალიან გვიჭირს, მაგრამ ჩვენი სატკივარი აქ, ჩვენს კერიასთან უნდა მოვიმტკივნოთ.

არსებული პოლიტიკით საქართველო მალე გაქრება მსოფლიო რუკიდან ისე, როგორც უამრავი დიდი სახელმწიფოები და ენები შთაინთქნენ ჟამთა ტრიალში. და მაშინ აღარც დაბერებას ექნება მნიშვნელობა და აღარც ახალგაზრდობას; მაშინ აღარავის შეაძრწუნებს ტელეფონით მოტირალი შვილი შორეული ქვეყნიდან და არც ის, რა სიმწრით ამოღერღა ხელგაწვდილმა ღირსეულმა ქართველმა ქალმა " მე აქ არ უნდა ვიდგე!"

დღეს ასეთია დაბერება საქართველოში. ხვალ იქნებ მეც ვერ გავარკვიო, სად უნდა ვიდგე…

რუსუდან ბერიშვილი

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

მკითხველი

რუსეთის რეგიონებს დრონები დაესხნენ თავს _ მოსკოვის აეროპორტებმა მუშაობა შეაჩერეს

10:33; 4 აპრილი, 2025
მკითხველი

უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან კიდევ 95 სამხედრო დაიბრუნა

11:29; 19 ოქტომბერი, 2024
მკითხველი

“როცა ერი პოლიტიკურ ასპარეზზე მარცხდება, კულტურას უნდა მიმართო”

09:11; 11 ნოემბერი, 2019
მკითხველი

მწერალთა სახლში იოსებ სიბოშვილის წიგნების პრეზენტაცია შედგა

11:09; 19 სექტემბერი, 2019
მკითხველი

14 წლის ბიჭს დენმა დაარტყა და დაიღუპა

10:08; 12 აგვისტო, 2019

ოცწლიანი მოლოდინი ღია ცის ქვეშ

"თვითმმართველობის კოდექსში სიტყვა _ "სოფელი" აღარ არსებობს"

ყველა სიახლე

ზაფრანი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 4 მარტისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

0:25; 4.03.2026
სამართალი

ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს

23:54; 3.03.2026
საზოგადოება

იტალიაში საქართველოს საელჩო განცხადებას ავრცელებს

23:40; 3.03.2026
პოლიტიკა

საქართველოში ნიკოლ ფაშინიანის ვიზიტი დაიწყო

19:42; 3.03.2026
საზოგადოება

11 ქალაქში ტროტუარზე დგომისთვის ჯარიმა 100 ლარი იქნება, სხვა ქალაქებში კი – 10 ლარი

17:02; 3.03.2026
ფეისბუქსტატუსები

„ამნეზია კი არ მაქვს, დებო და ძმებო, მოთმინება და საღი აზრი მაქვს“ – ნიკა გვარამია

15:29; 3.03.2026
საზოგადოება

“სპეციალური რეისები შესრულდება” _ საგარეო უწყება

13:59; 3.03.2026
საზოგადოება

ხანძარი ლიბერთი ბანკის სათაო ოფისში _ შსს განცხადებას ავრცელებს

13:23; 3.03.2026
საზოგადოება

საგზაო ნიშნებს ახალი ამკრძალავი ნიშანი დაემატა _ დამრღვევი 200 ლარით დაჯარიმდება

12:16; 3.03.2026
საზოგადოება

ახალი გადაწყვეტილება, რომელიც მხოლოდ 2026-2027 წელს იმოქმედებს – განათლების მინისტრის ბრიფინგი

12:01; 3.03.2026
ზაფრანი

ვინ იქნება იდეალური ქმარი

11:27; 3.03.2026
ზაფრანი

წყვილები, რომელმაც არასოდეს უნდა იქორწინოს ერთმანეთზე

11:24; 3.03.2026
ზაფრანი

რას აღნიშნავს თქვენი ბინის ნომერი

11:21; 3.03.2026
ზაფრანი

ვინ შეიძლება იქცეს მამაკაცისთვის  „თავის ტკივილად“

11:18; 3.03.2026
ფეისბუქსტატუსები

ესაა, გული ამოგაგლიჯოს ვიღაცამ” – მაჩალიკაშვილი

10:47; 3.03.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

„ამნეზია კი არ მაქვს, დებო და ძმებო, მოთმინება და საღი აზრი მაქვს“ – ნიკა გვარამია

15:29; 3.03.2026
0

ესაა, გული ამოგაგლიჯოს ვიღაცამ” – მაჩალიკაშვილი

10:47; 3.03.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვემშვიდობებით თამაზ ანთიძეს

14:56; 25 თებერვალი, 2026
ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო