https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

  • ფეისბუქსტატუსები

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

    ,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    რუსეთი: “მადუროს დაპატიმრება „დამოუკიდებელი სახელმწიფოს სუვერენიტეტის მიუღებელი დარღვევაა“

    მარკო რუბიო: “ჩვენ შევაჩერეთ საომარი მოქმედებები ვენესუელაში, რადგან მადურო დაპატიმრებულია”

    საპროტესტო აქციების დროს არეულობის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაიღუპა (უცხოეთი)

    დიმიტრი პესკოვი – უკრაინა კარგავს მიწებს და მომავალშიც დაკარგავს

    ლავროვი: ევროკავშირი არ მალავს რუსეთთან ომისთვის მზადების გეგმებს

    ზელენსკი ტრამპს შეხვდება – რას განიხილავენ პრეზიდენტები

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

ქართველი ნარკომანების “ახალი გამოგონება”

13:08; 26.08.2014
სამართალი
Share on FacebookShare on TwitterEmail

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ოფიციალურად მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2012 წელს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით (ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება) სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო 1 278 პირის, ხოლო 2013 წელს _ 3 442 პირის მიმართ.

ამ მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის, გასულ წელს, გურიაში 20 პირის მიმართ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე.

2013 წელს ნარკოლოგიურ შემოწმებაზე 60 198 პირი წარადგინეს, რომელთაგანაც 22 711 ადამიანს ნარკოტიკის მოხმარება დაუდგინა.

გასულ წელს ნარკოტიკზე გურიაში 7 783 პირი შეამოწმეს, მათგან1 705 მომხმარებელი აღმოჩნდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოში, ძირითადად, ოპიუმის ჯგუფის ნარკოტიკულ საშუალებებს (ნიანგი, აბები) და მარიხუანას მოიხმარენ.

გასულ წელს, შსს მიერ უკანონო ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკების სტატისტიკა ასეთია: 117 კგ. 623,1738 გრ. ჰეროინი; 53,15 გრ. ოპიუმი; 71 კგ. 609,69 გრ. მარიხუანა; 22,039გრ. კანაფის ფისი; 2,445 გრ. კოკაინი; 3,4579 გრ, მეტამფეტამინი; 0,2695 გრ. ამფეტამინი; 76,934 გრ. ექტაზი (მდმა); 1 687 აბი სუბოტექსი; 9,5224 გრ. მეთადონი; 217, 776 კგ. კანაფი; 10, 1737 გრ. დეზომორფინი; 141,189 გრ. ტრამადოლი; 2,651 გრ, მორფინი; 0,7963 გრ. ეფედრონი; 4,585 გრ. ე. წ. ბიოპლანი; 38,294 გრ. კოდეინი; 13 კგ, 936,62 გრ. ყაყაჩო; 1,443 დიფენოქსილატი; 1,443, 0,0015 გრ. ლიზენრგინის მჟავა; 0,403 გრ. ფენტანილი; 597,725 გრ, პრეგაბალინი.

ნარკომანია საქართველოში ერთ-ერთი აქტუალური პრობლემაა _ წამალდამოკიდებული ადამიანების რიცხვი ყოველ წელს იზრდება.

ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში 180 ათასი ნარკომანია, აშშ-ის "ნარკოტიკებთან ბრძოლის ბიუროს" ინფორმაციით კი _ 240-დან 350 ათასამდე; 2003 წლის მონაცემებით ნარკომომხმარებელთა რიცხვი 150.000 იყო.

გაეროს დოკუმენტის თანახმად, განსაკუთრებით ფართოდ გავრცელებული ნარკოტიკია კანაფი (დაახლოებით, 150 მილიონი მომხმარებელი), მას მოსდევს ამფეტამინების ჯგუფის სტიმულატორები (დაახლოებით, 30 მილიონი _ ძირითადად, მეტამფეტამინს და ამფეტამინს მოიხმარს, 8 მილიონი _ ექსტაზს). 13 მილიონ ადამიანზე მეტი იყენებს კოკაინს და 15 მილიონი_ ოპიატებს (ჰეროინი, მორფინი, ოპიუმი, სინთეტიკური ოპიატები), მათ შორის, დაახლოებით, 9 მილიონი ადამიანი იყენებს ჰეროინს.

ამასთან, მკვეთრად იზრდება ე. წ. "მსუბუქი ნარკოტიკების" პოპულარობა _ განსაკუთრებით, ყველაზე გავრცელებული, აკრძალული ნარკოტიკის _ მარიხუანის. უკანასკნელი ათწლეულის მანძილზე, შეინიშნება ამფეტამინების რიგის სტიმულატორების ბოროტად გამოყენების შემთხვევების სიხშირე (ექსტაზი ევროპაში და კრისტალი აშშ-ში), რომელთაც მოსდევს კოკაინი და ოპიატები.

ექსპერტების თქმით, საქართველოში ყველაზე პოპულარული ნარკოტიკი ჰეროინია. გაეროსა და აშშ–ის ადმინისტრაციის მონაცემებით, საქართველოში 1 000 მოსახლიდან 17 ჰეროინის მომხმარებელია, სამედიცინო დაწესებულებებში აღრიცხულ ნარკომანთა 78 პროცენტი ჰეროინის მომხმარებელია და სიკვდილიანობის ყველაზე დიდი პროცენტი სწორედ აღნიშნულ ნარკოსაშუალებებზე მოდის.

ექსპერტების მონაცემებით, ბოლო 6 წლის განმავლობაში 10-ჯერ გაიზარდა მოზარდებს შორის ნარკოტიკების მომხმარებელთა რიცხვი.

ნარკომანია, თანამედროვე ტერმინოლოგიით, არის დაავადება, რომელიც ნარკოტიკული საშუალებების არასამედიცინო მიზნით მოხმარების შემდეგ ვითარდება, ადამიანს ნარკოტიკზე ფსიქოლოგიური და ფიზიკური დამოკიდებულება უჩნდება.

 აღსანიშნავია, რომ ნარკომანების რაოდენობის ზრდასთან ერთად, მასთან დაკავშირებული უმძიმესი დაავადებების _ შიდსის (დაავადებულთა 70% ნარკომანია) და C ჰეპატიტის ( ეს დაავადება ნარკომანთა 50%-ს აქვს) შემთხვევებიც იზრდება.

ბოლო 5 წლის განმავლობაში შიდსით დაავადებულთა რაოდენობა 4,6-ჯერ, ხოლო C ჰეპატიტის შემთხვევები 4,4–ჯერ გაიზარდა.

როგორც "მწვანეთა პარტიის" ლიდერი გია გაჩეჩილაძე ამბობს, ნარკოტიკებით გამოწვეული ფსიქიკური და ქცევითი აშლილობები წელიწადში 2500-3000 შემთხვევას აღწევს: _ ნარკოტიკების მოხმარება ყველაზე ხშირია 21-დან 40 წლამდე ასაკობრივ ჯგუფებში, _ ამბობს გაჩეჩილაძე.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის საერთაშორისო ნარკოტიკების კონტროლის სტრატეგიის (INCSR) 2014 წლის ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველო ისევ გამოიყენება ნარკოტრანზიტისთვის. ამავე ანგარიშში მითითებულია, ჩვენს ქვეყანაში კუსტარულად დამზადებული ნარკოტიკების მოხმარება ისევ პრობლემად რჩება.

ხელისუფლება ამ საკითხზე ბოლო წელია აქტიურად მუშაობს _ მიმდინარე წლის 15 მარტს ძალაში შევიდა კანონი, რომლის თანახმადაც, აფთიაქებს აეკრძალათ ფსიქოტროპული ნივთიერებების  შემცველი მედიკამენტების ურეცეპტოდ გაყიდვა.

ხელისუფლებაში თანხმდებიან, რომ ნარკომანების მიმართ სახელმწიფო პოლიტიკა უფრო ლიბერალური უნდა იყოს. სწორედ ამ მიზნით, 2014 წლის 11 აგვისტოს, "სამედიცინო დაწესებულებებიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურებისათვის ოპერატიული ინფორმაციის მიწოდების შესახებ" საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2000 წლის 5 დეკემბრის №239/ნ ბრძანებაში ცვლილებები შევიდა.

ცვლილების თანახმად, "პოლიციისათვის ცნობის გადაცემას არ ექვემდებარება ნარკოტიკული ზედოზირების მდგომარეობის შემთხვევები, თუ დამატებით სახეზე არ არის ამავე ბრძანების პირველი პუნქტით განსაზღვრული სხვა გარემოებები.".

ხელისუფლებამ ნარკოტიკებთან დაკავშირებული მკურნალობისთვის ხარჯებიც გაზარდა, თუმცა, როგორც სტატისტიკა ცხადყოფს, ეს საკმარისი არაა. სარეაბილიტაციო ცენტრებში არასაკმარისი ადგილებია.

ოზურგეთის ნარკოლოგიურ ცენტრში 60 ადამიანი მკურნალობს. ოზურგეთის ნარკოლოგიური ცენტრის დირექტორი გია თავბერიძე მიიჩნევს, რომ სახელმწიფოს ამ მიმართულებით ბევრი რამ აქვს გასაკეთებელი:

_ ნარკომანების რიცხვი გაცილებით დიდია. თანადაფინანსებით ხდება მკურნალობა და ამის გამო ბევრი ვერ ახერხებს პროგრამაში შემოსვლას. სახელმწიფო იხდის 105 ლარს, ხოლო 110 ლარს ის პიროვნება, რომლის სოციალური ქულა 70 000 აღემატება. ეს 110 ლარი ბევრმა ვერ გადაიხადა. ასეთ დროს სახელმწიფო გვაიძულებს, რომ ხელშეკრულება შევუწყვიტოთ იმ პიროვნებებს, რომლებიც თანხას ვერ იხდიან.

ძალიან რთული სიტუაციაა. შუაში ვართ ექიმები, რომლებიც პაციენტების დაბრუნებისთვის ვიბრძვით. რაღაც პროექტები არის. ისიც დიდი მიღწევაა, რომ ეს პროექტი არსებობს. იდგმება გარკვეული ნაბიჯები, რომ შეღავათები არსებობდეს.

თავბერიძის თქმით, იმ შემთხვევაში, თუკი მეტადონით მკურნალობა უფასო გახდება, უფრო მეტი ადამიანი მივა ექიმთან. მისივე ინფორმაციით, ნარკომანია ქრონიკული დაავადება და მას მუდმივი მკურნალობა, ფსიქოლოგის დახმხარება სჭირდება.

ნარკოლოგიურ ცენტრს ნარკომანთა სტატისტიკა არ აქვს. შსს-ს მიერ "გურია ნიუსისთვის" მიწოდებული სტატისტიკის შესახებ თავბერიძე ასეთ კომენტარს აკეთებს:

_ 3 ლარი ღირს ერთი ნარკოტესტი. გურიაში ერთ წელიწადში 7 000 ტესტი ჩამოუტანიათ. ამათ შემოტანას არ ჯობს, ამ ადამიანებს ვუმკურნალოთ? _ ამბობს თავბერიძე, რომლის თქმით, ამ საკითხზე ყველა უწყება 24 საათის განმავლობაში უნდა მუშაობდეს.

_ ბატონო გია, ჩვენ მოგვაწოდეს ინფორმაცია, რომლის თანახმადაც ნარკომანებმა ახალ "ნარკოტიკს" მიაგნეს… მიდიან იმ ადგილზე, სადაც შინაგან საქმეთა სამინისტრო ამოღებულ ნარკოტიკებს ანადგურებს. იღებენ მიწას, რომელიც ე. წ. "კაიფს" იწვევს… რამდენად არის ეს შესაძლებელი?

_ ე. წ. "მიწაა" ეგ. სრულიად შესაძლებელია. ჩვენ გვყავს ალქიმიკოსები. ძველ ნარკომანებს დღევანდელი თაობის ნარკომანების ნამდვილად "შეშურდებოდათ", _ გვითხრა თავბერიძემ.

როგორც "გურია ნიუსმა" გაარკვია, ე.წ. "მიწა" კატასტროფულ შედეგებს იწვევს.

როგორც გვითხრეს, ის ადგილები, სადაც შსს ამოღებულ ნარკოტიკებს წვავს, დაუცველია და მასზე წვდომა ნებისმიერ ადამიანს აქვს.

_ იმ ადგილებიდან მიწა ტომრებით მოაქვთ, ამუშავებენ და ყიდიან. მეც მიყიდია, არც ისე ძვირი ღირს _ 20-30 ლარად შეიძლება შეძენა. სიგარეტშიც ურევენ და ეწევიან. თუმცა, ყოფილა შემთხვევები, როდესაც ადამიანი მისი მოწევის შემდეგ ცუდად გამხდარა და კომაშიც კი ჩავარდნილა, _ ამბობს ჩვენთან საუბრისას ერთ-ერთი ნარკომომხმარებელი.

შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, რომ ამოღებული ნარკოტიკები ქიმიურად მუშავდება და მას შემდეგ ნადგურდება. თუმცა, ნარკოლოგების თქმით, არსებობს ისეთი ქიმიური ნივთიერებებიც, რომლებიც არ იწვის:

_ ეს უფრო სახიფათოა, რადგან სხვადასხვა ნარკოტიკები ერთმანეთშია არეული და უფრო საშიში და სავალალო შედეგის მომტანია, _ ამბობენ ნარკოლოგები, რომელთა თქმით, მსოფლიო მედიცინა ასეთი სახის ნარკოტიკს არ იცნობს და ამას თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ ქართველი ნარკომანების "ახალი გამოგონება":

_ ვინც ეს პირველად მოიფიქრა, მან ადამიანები პირდაპირ გაწირა სასიკვდილოდ. ვერავინ იფიქრებდა, თუ ასეთ რაიმეს გააკეთებდნენ, _ გვითხრეს ნარკოლოგიურ ცენტრში.

ნარკოლოგები შსს ურჩევენ, განსაკუთრებული ყურადღება დააწესონ და ბულდოზერითაც დაამუშაონ ის ადგილები, სადაც სხვადასხვა ოპერაციის შედეგად ამოღებული ნარკოტიკების განადგურება ხდება.

გაზიარება1Tweet1Send

ამავე კატეგორიაში

სამართალი

საქართველოდან გააძევეს პირი, რომელმაც გმირთა მოედნის მიმდებარედ აკუსტიკური იარაღიდან ისროლა

12:21; 3 იანვარი, 2026
სამართალი

ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა

09:43; 3 იანვარი, 2026
სამართალი

ავტოსაგზაო შემთხვევა თბილისში – ვიდეო ადგილიდან

09:34; 3 იანვარი, 2026
სამართალი

საქართველოს პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

22:36; 2 იანვარი, 2026
სამართალი

“წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა”- ბრალდებული სამეგრელოში დააკავეს

13:15; 2 იანვარი, 2026

გურიის შესწავლის ისტორიიდან

საჭიროებათა კვლევა ყაზბეგის, დმანისის, მარტვილისა და სამტრედიის მუნიციპალიტეტებში

ყველა სიახლე

მსოფლიო

რუსეთი: “მადუროს დაპატიმრება „დამოუკიდებელი სახელმწიფოს სუვერენიტეტის მიუღებელი დარღვევაა“

16:30; 3.01.2026
მსოფლიო

მარკო რუბიო: “ჩვენ შევაჩერეთ საომარი მოქმედებები ვენესუელაში, რადგან მადურო დაპატიმრებულია”

16:18; 3.01.2026
ფინანსები

პაატა კუნჭულია: „მთავარია, რომ არის მშვიდობა“

15:54; 3.01.2026
საზოგადოება

საქართველოს რკინიგზა განცხადებას ავრცელებს

15:54; 3.01.2026
სამართალი

საქართველოდან გააძევეს პირი, რომელმაც გმირთა მოედნის მიმდებარედ აკუსტიკური იარაღიდან ისროლა

12:21; 3.01.2026
საზოგადოება

საახალწლო სტატისტიკა

11:53; 3.01.2026
საზოგადოება

მოსალოდნელია ძლიერი ყინვა- გაფრთხილება ამინდის შესახებ

10:58; 3.01.2026
სამართალი

ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა

9:43; 3.01.2026
სამართალი

ავტოსაგზაო შემთხვევა თბილისში – ვიდეო ადგილიდან

9:34; 3.01.2026
ზაფრანი

როგორ გავატაროთ ახალი წლის 12 დღე

9:26; 3.01.2026
ზაფრანი

ამერიკული საახალწლო „ტრადიცია“

9:20; 3.01.2026
ზაფრანი

უცნაური საახალწლო ტრადიციები

9:13; 3.01.2026
სამართალი

საქართველოს პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

22:36; 2.01.2026
ზაფრანი

საინტერესო ფაქტები თოვლის ბაბუაზე

18:03; 2.01.2026
საზოგადოება

“მოძრაობა გახორციელდება ცალმხრივ რეჟიმში”- საავტომობილო გზების დეპარტამენტი

17:31; 2.01.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025
0

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

12:29; 30.12.2025
0

უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

12:19; 28.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო