პოლიტიკური საარჩევნო მასალებისგან ქალაქებისა და სოფლების დასუფთავების აქციაში, დღეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ ჭანუყვაძეც ჩაერთო.
მან, როგორც საარჩევნო სუბიექტმა, პოლიტიკური პლაკატების ჩამოხევა საკუთარი სოფლიდან, შემოქმედიდან დაიწყო.
აქცია პერმანენტულად მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში მიმდინარეობდა.
ადგილობრივმა მოსახლეობამ შენობები, სკვერები, ბოძები და სხვა ადგილები წინასაარჩევნო სააგიტაციო მასალებისგან გაათავისუფლეს. არაპოლიტიკური აქცია ქვეყნის მასშტაბით დღეს დილის 10 საათიდან დაიწყო და 2 დღის განმავლობაში გაგრძელდება.