29 აგვისტოს, ყველა მუნიციპალიტეტში, საარჩევნო პლაკატების ნარჩენებისგან გასუფთავების აქცია იყო დაგეგმილი. აქციას ხობის მუნიციპალიტეტიც შეუერთდა და დილის 10 საათიდან გამგებელი გოჩა ქაჯაია, საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა, გამგებლის პირველი მოადგილე ვარაზ გაბედავა და გამგებლის მოადგილე მახარე ჩიკორია, თანამშრომლებთან ერთად, ქალაქის ქუჩებს პლაკატებისგან ასუფთავებდნენ.
აქციის ფარგლებში გასუფთავდა შენობები და ელექტრობოძები.
დასუფთავების აქცია მუნიციპალიტეტის 22-ვე ადმინისტრაციულ ერთეულში ერთდროულად ჩატარდა და აღსანიშნავია, რომ გამგეობა-საკრებულოს თანამშრომლებთან ერთად, აქციაში აქტიურად ჩაერთვნენ ხობის რაიონის მაცხოვრებლებიც.
დასუფთავების ასეთი აქციები ხობში მომავალშიც გაიმართება და პერიოდულ სახეს მიიღებს.