ქალაქ ოზურგეთის მერმა, ბეგლარ სიორიძემ, საფეხბურთო კლუბ "მერცხალის" ფეხბურთელებს ფორმები გადასცა.
"ყველაფერი უნდა გააკეთო ჩვენი ქალაქისთვის, ოზურგეთისთვის. თქვენზე ძალიან ბევრი არის დამოკიდებული. ჩვენ ყველანაირად შევეცდებით, რომ დაგეხმაროთ და თქვენს გვერდში ვიქნებით. ველოდებით თქვენგან შედეგებს და გამარჯვებებს", _ უთხრა ბეგლარ სიორიძემ ფეხბურთელებს.
"მერცხალის" მთავარმა მწვრთნელმა, ხარიტონ ჩხატარაშვილმა, შეხვედრის დროს თქვა, რომ გუნდს ამ ეტაპზე სჭირდება ბურთები. როგორც ბეგლარ სიორიძემ განაცხადა, ამ დღეებში ეს პრობლემაც მოგვარდება და ფეხბურთელებს ახალი ბურთები ექნება.
"ფეხბურთს სჭირდება ყურადღება. კარგია, რომ ხელისუფლება დაინტერესდა "მერცხალით". დიდი ცვლილებების შემდეგ, ახლა, ახალი შემადგენლობით დავიწყეთ პირველ ლიგაში თამაში. მაგალითად, ნოდარ მაჭავარიანზე, რამდენიმე გუნდს უნდოდა მისი წაყვანა, მაგრამ ის "მერცხალში" დარჩა", _ თქვა ხარიტონ ჩხატარაშვილმა.