ტოხოკუს უნივერსიტეტში შეიმუშავეს გულის მექანიკური უსადენო დგუში, რაც სრულყოფილი ხელოვნური გულის შექმნისაკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია.
ოფიციალური მოხსენებების მიხედვით, იაპონელი მეცნიერების ქმნილება მცირე ბატარეის ზომისაა. მას შეუძლია გადაქაჩოს წუთში 5 ლიტრამდე სისხლი, რისთვისაც იყენებს ცილინდრულ მაგნიტს. პარამეტრებით ის ემსგავსება ნამდვილი გულის შეკუმშვების რიტმს.
მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ შესაძლებელია ტუმბოთი მანიპულირება. კერძოდ, მაგნიტური ველის შესაქმნელად გამოიყენება დამოუკიდებელი მოწყობილობა, რომელიც სხეულს არ ეხება. დღემდე არსებული დგუშებისათვის განკუთვნილი ტრადიციული მექანიკური სისტემები ძალიან დიდი ზომის იყო, რაც მათ იმპლანტაციისათვის გამოუსადეგარს ხდიდა. ასევე საჭირო იყო მათი მიერთება კვების წყაროსთან სპეციალური სადენით, რომელმაც უნდა გაიაროს ადამიანის კანში.
ახალი დგუში გამოირჩევა არამარტო კომპაქტურობით, არამედ მარტივი სტრუქტურითაც. თუკი მას საფუძვლად დაუდებენ ხელოვნური გულის შექმნას, მაშინ ამ უკანასკნელის შექმნის ხარჯები მნიშვნელოვნად შემცირდება, ამბობს პროფესორი კაზუსი ისიამა.