ამ წუთებში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა მიმდინარეობს. სხდომა პროტესტის ნიშნად ერთ–ერთმა დეპუტატმა, ლელა ნაცვალაძემ დატოვა.
"ცხრა წლის განმავლობაში, საკრებულოს სხდომებს აქტიურად ვესწრებოდი და მქონდა ჩემი ადგილი. ამ მოწვევის საკრებულოში, ვთვლიდი, რომ ასე იქნებოდა, მაგრამ აპარატის გადაწყვეტილებით, ეს ასე არ მოხდა.
რამდენჯერმე ვთხოვე, რომ ჩემს ადგილას სხვა ნუ იქნებოდა. არ მინდა ვინმემ იფიქროს, რომ ეს არის ბავშვური აჩემება. ზუსტად ვიცი საქმის კეთება.
ვთვლი, რომ ახალ ხელისუფლებას და მათ წარმომადგენლობას სურს თითოეული დეპუტატის უფლებები შელახოს და ამის მცდელობა საკრებულოში დაწყებულია. მე არ მივეკუთვნები იმ ადამიანებს, ვინც ამას შეეგუება", _ გვითხრა ლელა ნაცვალაძემ.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის ხელმძღვანელის, ნანა თავდუმაძის თქმით, საკრებულოს დარბაზის მარცხენა მხარეს, უმრავლესობა ზის და აქედან გამომდინარე მოხდა ადგილის შეცვლა.
"აქ არაფერ შუაშია აპარატი. შეეძლო ეთქვა უმრავლესობის დეპუტატისთვის. სკამი აქ არაფერ შუაშია. თუ ადამიანს უნდა მუშაობა და საქმის კეთება, სკამზე არ უნდა ჰქონდეს პრენტეზია", _ თქვა ნანა თავდუმაძემ.