ქართული დრამა – "მანდარინები", ოსკარზეა წარდგენილი, როგორც საუკეთესო უცხოენოვანი ფილმი.
მისი სიუჟეტი 1990 წელს, აფხაზეთში ვითარდება და იგი ორი ეთნიკურად ესტონელი მეზობლის ისტორიას მოგვითხრობს.
ქართველი რეჟისორის, ზაზა ურუშაძის "მანდარინები" პირველი ქართულ-ესტონური პროექტია. ფილმმა უკვე მოიპოვა მსოფლიო აღიარება და მოიგო 5 საერთაშორისო კინოფესტივალის ჯილდო.