ახალგაზრდა ქალბატონის მეზობლის, ხათუნა სირაძის თქმით, მარიკა სარიშვილი გუშინ დილით გავიდა სახლიდან და ამის შემდეგ არავინ არ იცის მისი გზა-კვალი.
"არ ვიცით ზუსტად რა მოხდა. მხოლოდ ის ვიცით, რომ გოგონა არის 22 წლის და ცხოვრობს დაბა ლაითურში. ორი შვილის დედა არის, ერთი 2 თვის და მეორე ორი წლის ჰყავს. ვიცით, რომ გუშინ დილით, გამოვიდა ბაბუას სანახავად, რომელიც ოზურგეთის სამედიცინო ცენტრში წევს."
როგორც დაკარგული ახალგაზრდას დედა, ლელა ურუშაძე ამბობს, შვილმა მას ღამით ესემეს შეტყობინება გაუგზავნა, სადაც ეწერა – გონება მაქვს დაკარგული და არ ვიცი სად ვარ-ო.