"გურია ნიუსის" ინფორმაციით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ლაითურში, შინაურ პირუტყვს ცოფზე იკვლევენ.
სურსათის უვნებლობის სამსახურის გურიის რეგიონული ცენტრის უფროსის, კახა თავბერიძის თქმით, ამ ეტაპზე ზუსტ ინფორმაციას არ ფლობენ და არის თუ არა ცოფის ნიშნები, გამოკვლევის დასრულების შემდეგ ეცოდინებათ.