ბათუმში, ლერმონტოვის ქუჩაზე ახალგაზრდა მამაკაცმა საკუთარ საცხოვრებელ სახლს ცეცხლი მაშინ მოუკიდა, როდესაც იქ მისი ოჯახის წევრები იმყოფებოდნენ.
ფაქტი "გურია ნიუსს“ შსს-ში დაუდასტურეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმში, ლერმონტოვის ქუჩაზე ახალგაზრდა მამაკაცმა საკუთარ საცხოვრებელ სახლს ცეცხლი წაუკიდა.
როგორც "გურია ნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, ეჭვმიტანილი უკვე დაკავებულია,.
"ეჭვმიტანილი შემთხვევის ადგილზევე დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სხვისი ნივთის დაზიანება/ განადგურებას ნიშნავს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია“, _ აღნიშნავენ უწყებაში.
მათივე ინფორმაციით, ცეცხლმოკიდებულ სახლში ეჭვმიტანილის ოჯახის წევრები იმყოფებოდნენ, თუმცა, არავინ დაშავებულა.
"გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამი იყო, რომ მან ცეცხლი მცირეწლოვან ბავშვებს წაუკიდა, თუმცა ასე არ ყოფილა. ახალგაზრდა მამაკაცმა თავისი საცხოვრებელი ბინა დაწვა“, _ ამბობენ შსს-ში.
შეგახსენებთ, რომ "პირველი რადიოს“ ინფორმაციით, ბათუმში, ლერმონტოვის 107- ში მცხოვრებმა ოჯახის წევრებს, მათ შორის მცირეწლოვან ბავშვებს ბენზინი გადაასხა და ცეცხლი მოუკიდა. თვითმხილველების თქმით იყო ცეცხლის გავრცელების საშიშროება.