https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    ამირან გამყრელიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნაჩქარევად მიღებულ ჯანდაცვის რეგულაციებს გადახედოს

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

    „პროპაგანდის საქმე ტყუილებია“ — რას წერს ნიკა გვარამია აფხაზეთის დაბრუნების ხედვასა და ფაშინიანის მაგალითზე

    “ვცხოვრობთ ტრაგედიიდან ტრაგედიამდე, რომელზეც პასუხისმგებელი არავინაა”- ტატა ხვედელიანი გურიაში მომხდარ ავარიას ეხმაურება

    „კვირცხალია მზადაა ამ რეალობას გაუძლოს?“ — ნიკოლოზ რაჭველი

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    ზელენსკი: არ არის ის დრო, როდესაც ევროპამ რუს ოლიგარქებს მეგობრებივით უნდა მოეპყროს

    რუსეთ-უკრაინის ომი: რა მოხდა ფრონტის ხაზზე ბოლო 24 საათში

    უკრაინა რუსეთს აფრიკაშიც ებრძვის

    რუსულმა დრონმა ზაპოროჟიეში საცხოვრებელი სახლი გაანადგურა _ დაღუპულია ორი ადამიანი

    მედვედევი ლიეტუვას „მსოფლიო რუკიდან გაქრობით“ დაემუქრა

    დიმიტრი პესკოვი – თუ ლიეტუვა თავის ტერიტორიაზე ბირთვულ იარაღს განათავსებს, ის რუსეთის სამიზნედ იქცევა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    ამირან გამყრელიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნაჩქარევად მიღებულ ჯანდაცვის რეგულაციებს გადახედოს

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

    „პროპაგანდის საქმე ტყუილებია“ — რას წერს ნიკა გვარამია აფხაზეთის დაბრუნების ხედვასა და ფაშინიანის მაგალითზე

    “ვცხოვრობთ ტრაგედიიდან ტრაგედიამდე, რომელზეც პასუხისმგებელი არავინაა”- ტატა ხვედელიანი გურიაში მომხდარ ავარიას ეხმაურება

    „კვირცხალია მზადაა ამ რეალობას გაუძლოს?“ — ნიკოლოზ რაჭველი

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    ზელენსკი: არ არის ის დრო, როდესაც ევროპამ რუს ოლიგარქებს მეგობრებივით უნდა მოეპყროს

    რუსეთ-უკრაინის ომი: რა მოხდა ფრონტის ხაზზე ბოლო 24 საათში

    უკრაინა რუსეთს აფრიკაშიც ებრძვის

    რუსულმა დრონმა ზაპოროჟიეში საცხოვრებელი სახლი გაანადგურა _ დაღუპულია ორი ადამიანი

    მედვედევი ლიეტუვას „მსოფლიო რუკიდან გაქრობით“ დაემუქრა

    დიმიტრი პესკოვი – თუ ლიეტუვა თავის ტერიტორიაზე ბირთვულ იარაღს განათავსებს, ის რუსეთის სამიზნედ იქცევა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

“სიტი პარკის” 2024 წლამდე გაწერილი კომერციული საიდუმლოებები

23:09; 9.09.2014
მთავარი თემა
Share on FacebookShare on TwitterEmail

 "თბილისის მერმა გიგი უგულავამ ცენტრალური ბიუჯეტის განზრახ იგნორირებით კანონთან შეუსაბამო ბრძანების საფუძველზე სიტი პარკისთვის დამატებითი შეღავათების დაწესებით კომპანიის სასარგებლოდ მთლიანობაში გაფლანგა სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხა: 1 086 718 ლარი. საქმეზე გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით, რაც სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთას 7-დან 11 წლამდე ვადით ითვალისწინებს", –  სიტი პარკის საქმიანობა, რაც წლების განმავლობაში მკაცრად გასაიდუმლოებული იყო, გიგი უგულავასთვის ბრალის წაყენების მიზეზი გახდა.

სიტი პარკსა და თბილისის მერიას შორის ხელშეკრულება 2007 წელს გაფორმდა. სწორედ ამ ფაქტთან დაკავშირებულ საკითხებზე ედავება საგამოძიებო სამსახური უგულავას.

ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ, ორგანიზაცია "ახალგაზრდა ადვოკატები" თბილისის მთავრობასა და კომპანია "C.T.PARK"-ს შორის დადებული ხელშეკრულების გასაჯაროებას მოითხოვდა. როგორც ადვოკატებმა "გურია ნიუსს" განუცხადეს, კომპანიასა და თბილისის მერიას შორის, 2007 წლის 7 დეკემბერს გაფორმებული ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, კომპანიას თბილისის მერიამ დედაქალაქში პარკირების სფეროს მართვის უფლება იჯარით 2024 წლის 31 დეკემბრამდე გადასცა, კონფიდენციალური იყო, რაც არღვევდა საჯარო ინტერესს და კითხვებს აჩენდა შესაძლო კორუფციულ გარიგებებზე.

2007 წელს დედაქალაქში ავტომობილების პარკირების ორგანიზებისთვის თბილისის მერიის მიერ გამოცხადებულ აუქციონში შპს "ამაგონის" და შპს "შოჰარ პარკინგ სერვისის" კონსორციუმმა გაიმარჯვა. აღნიშნულმა კომპანიებმა შპს "სი-ტი პარკი" დააფუძნეს, რომელიც 2007 წლიდან გახდა მონოპოლისტი ქ. თბილისის ტერიტორიაზე ავტომანქანების პარკირების საკითხში. მიუხედავად დიდი საზოგადოებრივი ინტერესისა, თბილისის მერიასა და შპს "სი-ტი პარკს" შორის დადებული ხელშეკრულების ყველა დეტალი მხოლოდ რამდენიმე დღის წინ გახდა ცნობილი.

 IDFI აქამდეც ცდილობდა მოეპოვებინა ზემოთაღნიშნული ინფორმაცია, თუმცა 2013 წლის დეკემბერში ინსტიტუტმა მიიღო ხელშეკრულების მხოლოდ ის ნაწილი, რომელიც მერიის ცნობით არ წარმოადგენდა შპს "სი-ტი პარკის" კომერციულ საიდუმლოს. 

 როგორც თბილისის ახალი მთავრობის გადაწყვეტილებით გასაჯაროებული ხელშეკრულების მიხედვით ირკვევა, დღემდე კომერციულ საიდუმლოდ იყო მიჩნეული ხელშეკრულებისა და დანართების ათობით სხვადასხვა მუხლი და ქვეპუნქტი, დანართების დიდი ნაწილი და ხელშეკრულებაში შესული სამი ცვლილება.

აქამდე გასაიდუმლოებული რჩებოდა არა მხოლოდ ის ინფორმაცია, რაც პარკირების სფეროში კომპანიის ექსკლუზიურ უფლებებს ამყარებდა, არამედ ასევე კომპანიის ფუნქციონირების სხვადასხვა ტექნიკური საკითხები, ისევე როგორც მერიასთან ურთიერთობის ფინანსური და მმართველობითი დეტალები. ქვემოთ წარმოგიდგენთ იმ საკითხების ანალიზს, რაც ინსტიტუტმა ნახევარი წლის წინ საჯარო ინფორმაციის სახით ვერ მიიღო და მხოლოდ ახლა გახდა საჯაროდ ხელმისაწვდომი.

შემოსავლის განაწილება თბილისის მერიასა და სი–ტი პარკს შორის

ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რაც დღემდე უცნობი იყო, ეხება თბილისის მერიასა და სი-ტი პარკს შორის შემოსავლების განაწილებას. კერძოდ, უცნობი იყო თბილისის მთავრობასა და სი-ტი პარკს შორის საერთო შემოსავლების განაწილების წესი (ხელშეკრულების მუხლი 11.3). როგორც ირკვევა, თავდაპირველი ხელშეკრულების თანახმად, ქ. თბილისის მერიას უნდა მიეღო პარკირების შემოსავლების 60% და დამატებითი მომსახურების შემოსავალი (ისეთი მომსახურება რაც არ არის აღნიშნული ხელშეკრულებაში), ხოლო შპს "სი-ტი პარკს" – პარკირების შემოსავლის 40% და დამატებითი მომსახურების შემოსავალი. აქვე უნდა ითქვას, რომ ასევე, საიდუმლოდ იყო მიჩნეული მუხლი 11.1.3, რომლის მიხედვითაც დაკონკრეტებული იყო ის მომსახურებები, რაც არ ითვლება "დამატებით მომსახურებად" და არ აძლევდა ქ. თბილისის მერიას შემოსავლის მიღების უფლებას (მაგ. ავტოსატრანსპორტო საშუალების თვლების ბლოკირება, ავტოსატრანსპორტო საშუალების სპეციალურ სადგომზე გადაყვანა ა.შ.). ქ.თბილისის მერიას არ ჰქონდა უფლება მიეღო სხვა მომსახურებიდან მიღებული შემოსავალი. ამას გარდა, უცნობი იყო დეტალები (დანართი 11.3) იმ მინიმალური შემოსავლის შესახებ რაც ქ.თბილისის მერიას უნდა მიეღო სი-ტი პარკისგან ყოველწლიურად. ხელშეკრულების დანართის თანახმად, ქ.თბილისის მერიას პირველ წელს უნდა მიეღო 1 მლნ ლარი, ოპერირების დანარჩენ წლებში კი მისი მინიმალური შემოსავალი ყოველწლიურად იზრდებოდა .

საინტერესოა, რომ ქ.თბილისის მერიის მიერ ყოველწლიურად მისაღები მინიმალური თანხის გადახდამ ორჯერ გადაიწია, რაც ასევე უცნობი რჩებოდა. პირველი, 2008 წლის 31 დეკემბრის ცვლილებით, თანხის ზრდამ გადაიწია ერთი წლით, რადგან რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების დაძაბვა და აგვისტოს ომი მიჩნეულ იქნა ფორსმაჟორულ სიტუაციად, რის გამოც კომპანიის საქმიანობის პირველ წლად განისაზღვრა 2009 და არა 2008 წელი.

ხელშეკრულების მეორე, 2009 წლის 23 ივლისის ცვლილების თანახმად 2009 წლის მინიმალური თანხის უდიდესი ნაწილის – 1 მლნ ლარიდან 900 000 ლარის გადახდამ გადაიწია ათი წლით, 2019 წლისთვის. როგორც დოკუმენტშია ნათქვამი, მსგავსი გადავადება განხორციელდა "იმის ვარაუდით, რომ ამ დროისთვის სი-ტი პარკი შეძლებდა მომსახურების მიწოდებასა და საფასურის მიღებას" იმისთვის, რომ აენაზღაურებინა 2009 წლის მინიმალური ვალდებულების დარჩენილი ნაწილი. კერძოდ, 2009 წლის ცვლილების მიზეზად დასახელდა 2009 წლის აპრილში რუსთაველის გამზირზე დაწყებული ოპოზიციური გამოსვლები, ე.წ. საკნების პროტესტი, რის გამოც კომპანიამ საქმიანობის განხორციელება მხოლოდ 2009 წლის აგვისტოში დაიწყო. როგორც ცვლილების ტექსტშია ნათქვამი, "სი-ტი პარკს ხელი შეუშალეს სრული მოცულობით თავისი საქმიანობის და მომსახურების მოწოდებაში არა თავისი ბრალეული ქმედების შედეგად". ამასთან, სი-ტი პარკი ამ პერიოდში უკვე ახორციელებდა ისეთ საქმიანობებს, როგორიცაა, პარკირების ინსტრუქტორების დატრენინგება, ქუჩების შეღებვა, საგზაო ნიშნების მოთავსება ა.შ. ხელშეკრულების ცვლილების თანახმად ეს ქმედებები მოითხოვდა "დიდი თანხების ინვესტირებას მაშინ, როდესაც არ მიიღებოდა არანაირი სახის შემოსავალი". შესაბამისად, სი-ტი პარკს "დაადგა მნიშვნელოვანი ზიანი", არ მისცემია საშუალება განეხორციელებინა მომსახურებები და მიეღო შესაბამისი საფასური, რის გამოც გაუმართლებელი იქნებოდა მისგან მინიმალური საშემოსავლო ვალდებულების გადახდა.

ხელშეკრულების მესამე, 2011 წლის 6 აპრილის ცვლილების შედეგად სი-ტი პარკსა და თბილისის მერიას შორის შემოსავლების განაწილების საკითხი კიდევ უფრო დაზუსტდა. 2011 წლის ცვლილებაში აღნიშნულია, რომ 2009 წელს ქ.თბილისის მთავრობის მიერ პარკირების არსებული სისტემის შეცვლის (საათობრივის ნაცვლად პერიოდული გადახდის სისტემის შემოღებით) მცირდებოდა სი-ტი პარკის შემოსავალი და "სი-ტი პარკს აშკარად ჰქონდა კომპენსაციის მიღების უფლება ხელშეკრულების საფუძველზე". ამას გარდა, აღნიშნულია, თბილისის მერის გიგი უგულავას განცხადების შესახებ, რომლის თანახმადაც თუ პარკირების გადასახადის და ჯარიმების ცვლილებები მიუღებელი იქნებოდა "სი-ტი პარკისთვის", ხელშეკრულება შეწყდებოდა მერიის მიერ. ცვლილების ტექსტში ასევე ნათქვამია, თითქოსდა თბილისის მერიამ ცალმხრივად დაიწყო პარკირების გადასახადების შეგროვება იმ კომპანიის მეშვეობით, რომელიც მან ამ მიზნებისთვის დააფუძნა, რაც ხორციელდებოდა "სი-ტი პარკთან" დადებული ხელშეკრულების "უხეში დარღვევით". ამ ყოველივეს მიუხედავად, სი-ტი პარკმა "უდიდესი ძალისხმევითა და ხარჯით" 2009 წლის 20 ოქტომბერს დაიწყო პარკირების ახალი სისტემის შესაბამისად საქმიანობა.

აღნიშნულის გამო ქ.თბილისის და სი-ტი პარკი მორიგდნენ არაერთ ცვლილებაზე, რომელიც საგრძნობლად ზრდიდა სი-ტი პარკის გარანტირებულ შემოსავლებს და ამცირებდა თბილისის მერიის შემოსავლებს.

განისაზღვრა, რომ ე.წ. საწყისი პერიოდის განმავლობაში, რაც მოიცავს 2008-2010 წლებს, ქ. თბილისის მთავრობას უფლება ექნებოდა მიეღო სი-ტი პარკისგან მხოლოდ 3.310.000 ლარი. ამ თანხიდან ხელშეკრულების მესამე ცვლილების მომენტისთვის "სი-ტი პარკს" გადახდილი ქონდა 1.737.400 ლარი და დარჩენილი ქონდა 1.572.600 ლარი, რომლის გადახდის ვადაც გადაწეულ იქნა 2020 წლის 31 დეკემბრამდე. სი-ტი პარკი აღარ იქნებოდა ვალდებული თბილისის მთავრობისთვის გადაერიცხა ნებისმიერი სხვა თანხა რაც ამ პერიოდში დაგროვდებოდა მის ანგარიშზე.

ამას გარდა, გადაწყდა, რომ სი-ტი პარკს მიეცა უფლება მიეღო ე.წ. "მინიმალური წლიური თანხა", საიდანაც მას უნდა დაეფინანსებინა საოპერაციო ხარჯები. ეს თანხა, ცვლილების თანახმად, შეადგენდა 2.500.000 ლარს დღგ-ს გარეშე. ამას გარდა, პარკირების წესის შეცვლის გათვალისწინებით თბილისის მერია და სი-ტი პარკი მორიგდნენ, რომ სი-ტი პარკი მიიღებდა 3 ლარს პარკირების ყოველი ჯარიმიდან, ხოლო ის თანხა რაც დარჩებოდა სი-ტი პარკის მიერ საკუთარი მინიმალური წლიური თანხის მიღების შემდეგ კვლავ 40/60%-ით გადანაწილდებოდა სი-ტი პარკსა და თბილისის მერიას შორის. ასევე აღსანიშნავია, რომ სი-ტი პარკს უნდა მიეღო პარკირების შემოსავლიდან მიღებული თანხის 100%, იმ დრომდე სანამ სი-ტი პარკის შემოსავალი არ მიაღწევდა 2.500.000 ლარს. ასევე, თუ მთავრობა არ გადარიცხავდა თანხას (3 ლარი თითო ჯარიმაზე), სი-ტი პარკს უფლება ექნებოდა გამოეტანა აღნიშნული თანხა მის მიერ განსაზღვრული ანგარიშიდან.

თუ პარკირების შედეგად მიღებული შემოსავალი სი-ტი პარკის მინიმალურ წლიურ თანხაზე (2.500.000 ლარი) ნაკლები იქნებოდა თბილისის მთავრობას უნდა დაეფარა სხვაობა. იმ შემთხვევაში, თუ თბილისის მერია შეამცირებდა პარკირების საფასურს, სხვაობა სი-ტი პარკისთვის წლის ბოლოდან 20 დღეში უნდა გადაეხადა. ხოლო თუ პარკირების საფასური არ იქნებოდა შემცირებული, სხვაობა დაემატებოდა შემდგომ წლებს და ჩაითვლებოდა მის შემადგენელ ნაწილად იმ დრომდე სანამ სი-ტი პარკი მთლიანად არ მიიღებდა თანხებს.

2011 წლის ცვლილებით თბილისის მთავრობას შეეზღუდა პარკირების საფასურის გადახდის სისტემის შეცვლის უფლება, კერძოდ, მას ქონდა უფლება დაებრუნებინა გადახდის ძველი სისტემა, თუმცა იღებდა ვალდებულებას არ შეემცირებინა საფასურის თანხები ხელშეკრულების ვადის ბოლომდე.

გარდა ამისა, 2011 წლის ცვლილებით შეიცვალა გარანტიის ოდენობა, რაც "სი-ტი პარკს" უნდა უზრუნველეყო მესამე წლიდან ხელშეკრულების დასრულებამდე ქ.თბილისის მერიისთვის უნდა წარედგინა. თუკი მანამდე ნათქვამი იყო, რომ მესამე წლიდან შპს "სი-ტი პარკის" მიერ წარსადგენი გარანტია შეადგენდა ქ. თბილისის მერიის სი-ტი პარკისგან მიღებული წინა წლის შემოსავლების მთლიან ოდენობას, 2011 წლის ცვლილების შედეგად ეს თანხა განისაზღვრა 500.000 ლარით. შედარებისთვის, პირველ წელს სი-ტი პარკის დამფუძნებელმა კომპანიებმა შპს "ამაგონმა" და შპს "შოპარ პარკინგ სერვისიზმა" წარმოადგინეს 1.200.000 ლარის გარანტია, ხოლო მეორე წლის გარანტია შეადგენდა 1.861.500 ლარს.

ხელშეკრულების  შეწყვეტა და კომპენსაცია

არანაკლებ საინტერესოა ის პირობები, რაც წაყენებული ქონდა თბილისის მერიას ხელშეკრულების გაწყვეტასთან დაკავშირებით. კერძოდ, საზოგადოებისთვის დღემდე უცნობი იყო თავდაპირველი ხელშეკრულების მე-12.2 მუხლით განსაზღვრული კომპენსაციის რაოდენობა, რასაც, ხელშეკრულების მე-9 მუხლის თანახმად "სი-ტი პარკი" მიიღებდა იმ შემთხვევაში თუ თბილისის მერია მესამე მხარეს ან სხვა სამთავრობო ორგანოს გადასცემდა ხელშეკრულებით განსაზღვრული უფლებების მსგავს ან კონკრეტულ უფლებას. მე-12.2 მუხლით დღეს ვიგებთ არა მხოლოდ კომპენსაციის რაოდენობას, არამედ დამატებით პირობებს, როდესაც ქ. თბილისის მერია ვალდებული იქნებოდა შპს "სი-ტი პარკისთვის" აენაზღაურებინა თანხა. კერძოდ, კომპენსაცია გადასახდელი იქნებოდა არა მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ თბილისის მერია შეწყვეტდა ხელშეკრულებას საკუთარი მიზეზით, სი-ტი პარკის მხრიდან აღებული ხელშეკრულებების დარღვევის გარეშე, არამედ მაშინაც კი თუ შპს "სი-ტი პარკი" თავად შეწყვეტდა ხელშეკურლებას ქ. თბილისის მერიის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის გამო. თუ შეწყვეტა მოხდებოდა ხელშეკრულების დაწყებიდან 4 წლის განმავლობაში, შპს "სი-ტი პარკისთვის" გადასახდელი კომპენსაცია დაიანგარიშდებოდა შემდეგი ფორმულით – 500,000 ლარი გამრავლებული ხელშეკრულების შეწყვეტიდან ვადის დასრულებამდე დარჩენილი თვეების რაოდენობაზე. ხოლო თუ შეწყვეტა მოხდებოდა ხელშეკრულების დაწყებიდან 4 წლის შემდეგ, ქ. თბილისის მერია ვალდებული იყო შპს "სი-ტი" პარკისთვის აენაზღაურებინა შეწყვეტის ხარჯები, რომლებიც შემდეგი ფორმულით დაანგარიშდებოდა: გასული 12 თვის განმავლობაში შპს "სი-ტი პარკის" მომსახურებიდან მიღებული საშუალო თვიური შემოსავალი გაყოფილი ორზე და გამრავლებული ხელშეკრულების შეწყვეტიდან მისი ვადის ბოლომდე დარჩენილი თვეების რაოდენობაზე.

კომპენსაციაზეა საუბარი ხელშეკრულების აქამდე საიდუმლო მე-5 მუხლშიც, რომელიც ეხება შესაბამისი კანონმდებლობის ცვლილების შედეგებს. აღნიშნული მუხლის მიხედვით, თუ საქართველოს კანონმდებლობა ისე შეიცვლება, რომ შპს "სი-ტი პარკის" შეეზღუდება შესაძლებლობა, განახორციელოს მის მიერ ნაკისრი ვალდებულებები, დაეკისრება დამატებითი პასუხისმგებლობას, ან რაიმე სახით შეუმცირდება შემოსავალი, მაშინ შპს "სი-ტი პარკი" უფლებამოსილია მიიღოს კომპენსაცია მოთხოვნიდან 60 დღეში, შემდეგი ოდენობით: საკანონმდებლო ცვლილებებამდე არსებული უშუალო ბოლო თორმეტი თვის განმავლობაში მიღებული შემოსავლის საშუალო თვიური მაჩვენებელი გამრავლებული იმ თვეების რაოდენობაზე, რაც დარჩენილი იყო ცვლილების ძალაში შესვლიდან ხელშეკრულების ვადის გასვლამდე. ამას გარდა, შპს "სი-ტი პარკი" უფლებამოსილი იყო მიეღო კომპენსაცია იმ დამატებითი ხარჯების გაწევის გამო, რომელიც უკავშირდება საკანონმდებლო ცვლილებებიდან გამომდინარე ვალდებულებებსა და ხელშეკრულების საგანს. საიდუმლოდ იყო მიჩნეული ერთ-ერთი დანართის მუხლიც, რომლითაც იცვლებოდა ინფლაციის შემთხვევაში შპს "სი-ტი პარკისთვის" კომპენსირების პირობები.

საინტერესოა, რომ "სი-ტი პარკის" მხრიდან ვალდებულების შეუსრულებლობის გამო ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში მას ანალოგიური რაოდენობის კომპენსაციის გადახდა არ ეკისრებოდა. ასეთ შემთხვევაში მერია უფლებამოსილი იქნებოდა მიეღო ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლო, სი-ტი პარკს არ დაუბრუნდებოდა გადახდილი ხარჯები და არ აუნაზღაურდებოდა გაწეული ხარჯები. ასევე ნათქვამია, რომ თუ სი-ტი პარკი არ შეასრულებდა მასზე აღებულ ვალდებულებებს, ან არაჯეროვნად შეასრულებდა მათ, მერიას შეეძლო მოეთხოვა კომპენსაცია. თუმცა, მერიისთვის გადასახდელი კომპენსაციის დაანგარიშების წესი, სი-ტი პარკისთვის გადასახდელი კომპენსაციისგან განსხვავებით, ხელშეკრულებაში დეტალურად გაწერილი არ ყოფილა.

"სი–ტი პარკის" საქმიანობა

საიდუმლო იყო კომპანიის საქმიანობის ისეთი პრაქტიკული დეტალები, როგორიცაა მუხლი მე-12, რომლის მიხედვითაც ხელშეკრულების ხელმოწერიდან 3 თვეში შპს "სი-ტი პარკი" დაამონტაჟებდა მომსახურებების განსახორციელებლად საჭირო ტექნოლოგიურ სისტემებს. მე-16 მუხლის თანახმად, სავალდებულო თანხმობის მიღებიდან 3 თვეში შპს "სი-ტი პარკი" ვალდებული იყო ქ. თბილისის ტერიტორიაზე განეთავსებინა პარკირების საფასურის გადახდის 30 სპეციალური მოწყობილობა. მე-17 მუხლით შპს "სი-ტი პარკი" აიღო ვალდებულება რომ მის მიერ დანერგილი ტექნოლოგიური სისტემები მაქსიმალურად აკმაყოფილებდეს ქ. თბილისის მერიის მოთხოვნებს, შეესაბამებოდეს კანონმდებლობას და საერთაშორისო სტანდარტებს. და ბოლოს, მე-18 მუხლის მიხედვით განსაზღვრულია შპს "სი-ტი პარკის" მიერ საკუთარ თავზე აღებული ვალდებულებები მოვლა-პატრონობასთან დაკავშირებით, სადაც აღნიშნულია რომ კომპანია განაახლებს საგზაო ნიშნებს, აღადგენს პარკირების საფასურის გადახდის დაზიანებული ან მოპარული მოწყობილობებს, ქოლ-ცენტრები იმუშავებს კვირაში 5 სამუშაო დღე, ოპერირებას გაუწევს გადახდის ცენტრებს ა. შ. საინტერესოა, რომ 2011 წლის ცვლილებით სი-ტი პარკმა მოიხსნა ვალდებულება განეხორციელებინა საფასურის აკრეფის სხვადასხვა აპარატურის მონტაჟი, როგორც ეს თავდაპირველ ხელშეკრულებაში იყო მითითებული.

მთლიანად ამოღებული იყო თითქმის მთლიანი 11.1.1 დანართი, (პუნქტები 2-დან 6-ის ჩათვლით). გასაიდუმლოებული ნაწილები შეეხებოდა პარკირების საფასურს, ავტოსატრანსპორტო საშუალების თვლების ბლოკირების საფასურს, სპეციალურ დაცულ სადგომზე ავტოსატრანსპორტო საშუალების გადაყვანის საფასურს, ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელების ან მძღოლებისთვის პარკირებისას შეღავათებით, ან განსაკუთრებული პირობებით სარგებლობის, ან ავტოსატრანსპორტო საშუალებების პარკირებასთან დაკავშირებული საბუთის/აღჭურვილობის საფასურსა და საფასურის შეცვლის საკითხს.

კომერციულ საიდუმლოდ იყო მიჩნეული დანართი 10.2.5, სადაც განსაზღვრულია ქ. თბილისის ტერიტორიაზე ავტოსატრანსპორტო საშუალებების ფასიანი პარკირების ადგილები, ამ ადგილებზე ავტოსატრანსპორტო საშუალებათა დაყენების ხერხები, ფასიანი პარკირების საათები და დღეები.

სხვა საკითხები

გარდა ზემოთაღნიშნულისა, დღემდე კომერციულ საიდუმლოდ იყო მიჩნეული ისეთი საკითხები როგორიცაა ფორს-მაჟორი (მუხლი 13.5), კონფიდენციალურობა (მუხლი 15), ასევე ინფორმაცია მრჩეველთა კომიტეტის შექმნისა და წევრობის დეტალების შესახებ (4.1 დანართის მე-4 მუხლი). მიუხედავად იმისა, რომ ეს უკანასკნელი სი-ტი პარკის მიერ თბილისის მერიისთვის წარდგენილ ანგარიშებში დაფარული არ ყოფილა. ასევე, მიუხედავად იმისა რომ "სი-ტი პარკის" ოფიციალურ ვებ-გვერდზე მითითებული იყო, რომ მას ქ.თბილისში პარკირების სფეროს მართვის უფლება 15 წლის ვადით მიენიჭა, ქ.თბილისის მერიასთან გაფორმებული ხელშეკრულების (2007 წლის 7 დეკემბრის) მე-3 მუხლი, რომლითაც ეს ვადები განისაზღვრა, საიდუმლოდ იყო მიჩნეული. ასევე უცნობი იყო, რომ ვადა სამჯერ შეიცვალა: პირველი ცვლილებით (2008 წელს) კომპანიის საქმიანობის პირველ წლად განისაზღვრა 2009 და არა 2008 წელი. მეორე ცვლილებით (2009 წელს) კომპანიამ საქმიანობა დაიწყო 2009 წლის აგვისტოში. მესამე ცვლილებით (2011 წელს) ხელშეკრულების დასრულების ვადამ გადაიწია 2024 წლის 31 დეკემბრამდე.

2007 წლიდან 2014 წლამდე "სიტი პარკსა" და თბილისი მერიას შორის დადებულ მკაცრად გასაიდუმლოებულ ხელშეკრულებებს "საიდუმლო გრიფი" თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ თბილისი მთავრობაში ახალი გუნდის მოსვლის შემდეგ აეხსნა.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

მთავარი თემა

აეროპორტში დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა და ათასობით მგზავრი დაზარალდა (გერმანია)

10:21; 3 ოქტომბერი, 2025
მთავარი თემა

ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდამ ჩაიხუტა: „ როცა გარდაცვლილი ერს აერთიანებს “

16:04; 4 აპრილი, 2021
მთავარი თემა

“ლუკა, მამიკო, მიყვარხარ და მენატრები!“_ ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილს

17:03; 13 მარტი, 2021
მთავარი თემა

“არ გვინდა „ნამახვანი 2“ გახდეს სურების ხეობა ” – მოსახლეობის პროტესტი ჩოხატაურში

13:03; 2 მარტი, 2021
მთავარი თემა

სახლი, რომლის შენარჩუნება ისტორიულ მეხსიერებას სჭირდება

08:02; 22 თებერვალი, 2021

პედაგოგებს ხელფასები ეტაპობრივად გაეზრდებათ

"წამყვანი თანამდებობები გუბერნიაში ქალბატონებმა დაიკავეს"

ყველა სიახლე

ფეისბუქსტატუსები

ამირან გამყრელიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნაჩქარევად მიღებულ ჯანდაცვის რეგულაციებს გადახედოს

13:21; 13.09.2026
პოლიტიკა

მარატ კამბოლოვი: სამხრეთ ოსეთი საქართველოსთან სატრანზიტო გზისთვის მზად არ არის

12:24; 13.09.2026
პოლიტიკა

პროფესიული განათლების კრედიტები უმაღლეს სასწავლებლებში ჩაითვლება – მთავრობა ახალ საკანონმდებლო ინიციატივას ამზადებს

11:45; 13.09.2026
სამართალი

პოლიციამ თბილისში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო – დაკავებულია სამი მოქალაქე

11:25; 13.09.2026
სამართალი

საპატრულო პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო – დაკავებულია 2 პირი

11:02; 13.09.2026
სამართალი

ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

10:57; 13.09.2026
პოლიტიკა

ჯანდაცვის სამინისტრო: საქართველო B და C ჰეპატიტების ელიმინაციის მიმართულებით ოქროს დონის საერთაშორისო აღიარებისთვის ემზადება

10:46; 13.09.2026
სამართალი

მრავალსართულიანი კორპუსის აივნის მოაჯირი ჩამოინგრა — დაღუპულია ერთი ადამიანი

10:13; 13.09.2026
მსოფლიო

ზელენსკი: არ არის ის დრო, როდესაც ევროპამ რუს ოლიგარქებს მეგობრებივით უნდა მოეპყროს

10:01; 13.09.2026
ზაფრანი

რომელ 2 ნიშანს ელოდება დიდი ცვლილებები ხანგრძლივი სტრესული პერიოდის შემდეგ? – ასტროლოგების პროგნოზი

9:44; 13.09.2026
საზოგადოება

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

8:50; 13.09.2026
სამართალი

ბრალდებული ექიმი, რომელსაც სასამართლომ 50 000-ლარიანი საპატიმრო გირაო შეუფარდა, გათავისუფლდა

21:06; 12.09.2026
მსოფლიო

რუსეთ-უკრაინის ომი: რა მოხდა ფრონტის ხაზზე ბოლო 24 საათში

19:52; 12.09.2026
სამართალი

სასამართლომ ახმეტის სამედიცინო კლინიკის ნევროლოგს, მაია კოხტაშვილს 50 000-ლარიანი გირაო შეუფარდა

17:30; 12.09.2026
სამართალი

ზღვაში ახალგაზრდა ქალის ცხედრის პოვნის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

14:32; 12.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

ამირან გამყრელიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნაჩქარევად მიღებულ ჯანდაცვის რეგულაციებს გადახედოს

13:21; 13.09.2026
0

“ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

9:58; 4.09.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო