განათლებისა და მეცნიერების მინისტრ თამარ სანიკიძის განცხადებით, პედაგოგებისთვის ხელფასების ზრდა ეტაპობრივად მოხდება.
მინისტრის თქმით, პედაგოგთა სახელფასო პოლიტიკა სამინისტროს მიერ შემუშავებულ ახალ სისტემას უნდა მოერგოს.
"2016-2017 წლებიც იქნება ხელფასების მატების მხრივ მზარდი. პედაგოგის ხელფასი უნდა შეესაბამებოდეს საქართველოში არსებულ საშუალო ხელფასს, რომელსაც დღეს ძალიან ჩამორჩება", _განაცხადა სანიკიძემ.