https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

  • ფეისბუქსტატუსები

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

    ,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

    “არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ისე ვერ დავიძინებ, უნდა დავწერო” _ კობა ფარტენაძე

    “მამა დოროთე ზეგ, ორ საათზე, საპატრიარქოში კომისიაზე დაიბარეს”- არქიმანდიტრი ილია

    “ხვალ კადიროვმა რომ მიიწვიოს კობახიძე, მგლის ლეკვით ხელში ჩავა?” – ლევან ლორთქიფანიძე

    SOS! თითქმის ერთი წელია შველას ვითხოვთ! _ ლალი მოროშკინა

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    რომის პაპი რუსეთს მოუწოდებს, საშობაო ზავს დათანხმდეს

    ავიაკატასტროფა თურქეთში _ დაღუპულია 8 ადამიანი

    ომიდან დაბრუნებულმა რუსმა ორი ადამიანი ცოცხლად დაწვა და ისევ ომში გაშვება ითხოვა

    რუსეთში WhatsApp-ს სიჩქარე ხუთჯერ დაეცა

    მოსკოვში ავტომობილში დამონტაჟებული ბომბის აფეთქების შედეგად გენერალი დაიღუპა

    უცნაური ნათება კოსმოსში – რა აღმოაჩინეს მეცნიერებმა ვარსკვლავთშორის კომეტაზე, რომელმაც დედამიწას ჩაუარა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

  • ფეისბუქსტატუსები

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

    ,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

    “არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ისე ვერ დავიძინებ, უნდა დავწერო” _ კობა ფარტენაძე

    “მამა დოროთე ზეგ, ორ საათზე, საპატრიარქოში კომისიაზე დაიბარეს”- არქიმანდიტრი ილია

    “ხვალ კადიროვმა რომ მიიწვიოს კობახიძე, მგლის ლეკვით ხელში ჩავა?” – ლევან ლორთქიფანიძე

    SOS! თითქმის ერთი წელია შველას ვითხოვთ! _ ლალი მოროშკინა

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    რომის პაპი რუსეთს მოუწოდებს, საშობაო ზავს დათანხმდეს

    ავიაკატასტროფა თურქეთში _ დაღუპულია 8 ადამიანი

    ომიდან დაბრუნებულმა რუსმა ორი ადამიანი ცოცხლად დაწვა და ისევ ომში გაშვება ითხოვა

    რუსეთში WhatsApp-ს სიჩქარე ხუთჯერ დაეცა

    მოსკოვში ავტომობილში დამონტაჟებული ბომბის აფეთქების შედეგად გენერალი დაიღუპა

    უცნაური ნათება კოსმოსში – რა აღმოაჩინეს მეცნიერებმა ვარსკვლავთშორის კომეტაზე, რომელმაც დედამიწას ჩაუარა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

საგადასახადო ორგანოებს პირის კონფიდენციალური ინფორმაციის მოპოვებაზე შეუზღუდავი უფლებები ენიჭებათ

13:09; 18.09.2014
პოლიტიკა
Share on FacebookShare on TwitterEmail
1 სექტემბერს საქართველოს მთავრობამ საქართველოს პარლამენტს წარუდგინა ცვლილებების პაკეტი, რომელიც ფინანსური ინსტიტუტებიდან მოქალაქეების საბანკო კონფიდენციალური ინფორმაციის მოპოვების წესს არეგულირებს. კერძოდ, ცვლილებები შედის "საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში", "საქართველოს საგადასახადო კოდექსში" და საქართველოს კანონში "კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ". მთავრობის ინიციატივაში წარმოდგენილია რამდენიმე დებულება, რომელიც, ჩვენი აზრით, პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, არღვევს ადამიანის პირადი ცხოვრების საიდუმლოების და ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციით, ევროპული კონვენციით და ჩვენი კონსტიტუციით გარანტირებულ სამართლიანი სასამართლოსა და დაცვის ფუნდამენტურ უფლებას. კანონპროექტი წინააღმდეგობში მოდის, ასევე, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით აღიარებულ შეჯიბრებითობის პრინციპთან.
"საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ"  "ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექში ცვლილებების შესახებ"  კანონის პროექტის მოკლე ანალიზი და რეკომენდაციები გამოაქვეყნა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.
კანოპროექტის მიზანი
კანონპროექტთა განმარტებითი ბარათის თანახმად, მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს საგადასახადო ორგანოს მიერ საბანკო დაწესებულებიდან ან სხვა ფინანსური ინსტიტუტისგან კონფიდენციალური ინფორმაციის მოპოვებასთან დაკავშირებულ სამართალწარმოების წესს. სწორედ ამ ხარვეზის გამოსასწორებლად, საკანონმდებლო პაკეტის თანხმად, ცვლილებები შედის ადმინისტრაციულ-საპროცესო კოდექსში. კერძოდ, კოდექსს ემატება VII11 და VII12 თავები, რომლებიც შეეხება ადმინისტრაციულ სამართალწარმოებას საგადასახადო ორგანოს მიერ საბანკო დაწესებულების ან სხვა ფინანსური ინსტიტუტისაგან კონფიდენციალური ინფორმაციის მოპოვების პროცესში, მათ შორის საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული მიზნებისათვის.
რა შემთხვევაში მიიღებს საგამოძიებო ორგანო პირის საბანკო ინფორმაციას
დღეს მოქმედი კანონმდებლობით, საგადასახადო ორგანოს მსგავსი ინფორმაციის მოპოვება მხოლოდ პროკურატურაში გადასახადის გადამხდელზე საქმის აღძვრის და სასამართლო ნებართვის მოპოვების შემდეგ შეუძლია. ცვლილებების მიხედვით კი, საგადასახადო ორგანოს უფლება ენიჭება, საკუთარი საქმიანობის მიზნებიდან გამომდინარე ან საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად და ასევე უცხო სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოს მიმართვის შემდეგ, სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე ბანკიდან გამოითხოვოს პირის კონფიდენციალური ინფორმაცია.
შემოთავაზებული ცვლილებით, ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში საგადასახადო ორგანოს მიერ საბანკო საიდუმლოების მიღების ორი მექანიზმია შემოთავაზებული:
1.    ერთ შემთხვევაში, ანგარიშის მფლობელი ინფორმირებულია სასამართლო პროცესის შესახებ და ჩართულია სასამართლო პროცესში,
2.    ხოლო მეორე შემთხვევაში სასამართლო პროცესი პირის შესახებ კონფიდენციალური ინფორმაციის გამოთხოვის თაობაზე, ანგარიშის მფლობელის ინფორმირების და სასამართლო პროცესში მისი ჩართულობის გარეშე მიმდინარეობს. პირს არც სასამართლო პროცესის შემდეგ ეცნობება სასამართლო გადაწყვეტილების შესახებ და არ აქვს გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება.
"საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს" მიაჩნია, რომ კანონპროექტი მთელ რიგ პრობლემატურ დებულებებს შეიცავს:
  საგამოძიებო ორგანოს მერ პირის საბანკო ინფორმაციის მოპოვება შეუძლია ისე, რომ პირს ამ ფაქტის გასაჩივრების უფლება არ ეძლევა. კანონპროექტის 2150 მუხლის თანახმად, საერთაშორისო ორმხრივი ან მრავალმხრივი ხელშეკრულების მიზნებისთვის, თუკი რომელიმე ქვეყნის კომპეტენტური ორგანო მოითხოვს საქართველოს რომელიმე საბანკო დაწესებულებაში გახსნილი ანგარიშის მფლობელის შესახებ ინფორმაციას, სასამართლო საგადასახადო ორგანოს შუამდგომლობას განიხილავს იმ პირის მონაწილეობის გარეშე, რომლის შესახებ კონფიდენციალური ინფორმაციის მიღებასაც ითხოვს საგადასახადო ორგანო. ამავე მუხლის მე-6 პუნქტის მიხედვით, სასამართლო გადაწყვეტილება დგება სამ ეგზემპლარად: ერთი ეგზავნება საგადასახადო ორგანოს, ერთი საბანკო დაწესებულებას ან ფინანსურ ინსტიტუტს, ხოლო ერთი რჩება სასამართლოში. შესაბამისად, პირისათვის უცნობი რჩება, რომ სასამართლოში მიმდინარეობდა საქმე მის კონფიდენციალურ მონაცემებთან დაკავშირებით. ამავე მუხლის მე-7 პუნქტის მიხედვით, პირს არ აქვს უფლება გაასაჩივროს სასამართლო გადაწყვეტილება. გასაჩივრების უფლება მხოლოდ საგადასახადო ორგანოს აქვს. ამით კი უგულებელყოფილია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცით აღიარებული დაცვისა და სამართლიანი სასამართლოს უფლება, რაც მოიცავს პირის უფლებას, გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში, იდავოს სასამართლოს მინიმუმ ორ ინსტანციაში. ეს ყოველივე ასევე ეწინააღმდეგება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის ძირითად პრინციპს „შეჯიბრებითობა და საქმის გარემოებების გამოკვლევა სასამართლოს მიერ“ (მე-4 მუხლი); კერძოდ, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები და მტკიცებულებები.
 საფრთხის ქვეშ დგება პირადი ცხოვრების უფლებისა და პერსონალური მონაცემების დაცულობა. საბანკო საიდუმლოება მკაცრად დაცული პირადი საიდუმლოების კატეგორიაში გადის. იგი ევროკონვენციითა და საქართველოს კონსტიტუციით დაცული ადამიანის პირადი ცხოვრების შემადგენელი ნაწილია, ვინაიდან პირადი ცხოვრების კერძო სფერო მოიცავს პირის შემოსავლებისა და ქონების საკითხებს. მართალია პირადი ცხოვრება არ არის აბსოლუტური უფლება, თუმცა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ფრთხილად უნდა დადგინდეს უფლების შეზღუდვის პროპორციულობა, რამდენად აუცილებელია უფლების შეზღუდვა დემოკრატიულ საზოგადოებაში და რამდენად ხდება უფლების შეზღუდვა ლეგიტიმური მიზნების შესაბამისად. თითოეულ შემთხვევაში სასამართლომ საქმის შესწავლის შედეგად უნდა დაადგინოს უფლების შეზღუდვის პროპორციულობა, რის საშუალება მას არ ექნება რადგან საგადასახადო ორგანო არ არის ვალდებული შუამდგომლობაში მიუთითოს თუ რა მიზნით და რა საფრთხეების თავიდან ასაცილებლად ჭირდება ეს ინფორმაცია.
საგადასახადო ორგანოს ეძლევა შეუზღუდავი დისკრეცია პირის კონფიდენციალური ინფორმაციის მოპოვების პროცესში. როგორც აღვნიშნეთ, საგადასახადო ორგანო, კანონპროექტის თანახმად, არ არის ვალდებული მიუთითოს, თუ რისთვის ესაჭიროება მოთხოვნილი ინფორმაცია. შედეგად მათ სასამართლოს თანხმობა შეუძლიათ მიიღონ შესაბამისი დასაბუთების გარეშე.
 ჩნდება საბანკო საიდუმლოებაზე უვადო კონტროლის საფრთხე. არც საგადასახადო ორგანოს შუამდგომლობაში და არც მოსამართლის ბრძანებაში არ აღინიშნება, თუ რა ვადით მოქმედებს სასამართლოს ბრძანება ანუ რა პერიოდის განმავლობაში შეუძლია მიიღოს ბანკს კონკრეტული პირის შესახებ კონფიდენციალური ინფორმაცია.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე,  ორგანიზაცია მოუწოდებს კანონპროექტის ინიციატორს, საქართველოს მთავრობას და საქართველოს პარლამენტს, კანონპროექტში ასახოს შემდეგი მნიშვნელოვანი პრინციპები:
  საგადასახო ორგანოს მიერ საბანკო დაწესებულებიდან ან სხვა ფინანსური ინსტიტუტისაგან პირის შესახებ კონფიდენციალური ინფორმაციის მოპოვებასთან დაკავშირებულ სასამართლო განხილვაში უნდა მონაწილეობდეს პირი, რომლის შესახებ კონფიდენციალური ინფორმაციის მიწოდების თაობაზე ბრძანების გამოცემასაც ითხოვს საგადასახადო ორგანო. პირს უნდა ჰქონდეს სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება;
 საგადასახადო ორგანომ საბანკო დაწესებულებიდან ან სხვა ფინანსური ინსტიტუტისაგან პირის შესახებ კონფიდენციალური ინფორმაციის მოპოვებასთან დაკავშირებულ წარდგენილ შუამდგომლობაში უნდა აღნიშნოს, თუ რა მიზნებით და კონკრეტულად რომელი საფრთხის/სამართალდარღვევის თავიდან ასაცილებლად ესაჭიროება მოთხოვნილი ინფორმაცია, რათა სასამართლომ დაადგინოს უფლების შეზღუდვის აუცილებლობა და პროპორციულობა. მოსამართლის ბრძანებაც უნდა იყოს დასაბუთებული და აღინიშნოს უფლების შეზღუდვის კონკრეტული საფუძველი.
საგადასახადო ორგანომ საბანკო დაწესებულებიდან ან სხვა ფინანსური ინსტიტუტისაგან პირის შესახებ კონფიდენციალური ინფორმაციის მოპოვებასთან დაკავშირებით წარდგენილი შუამდგომლობის დაკმაყოფილების შესახებ ბრძანებაში უნდა აღინიშნოს, თუ რა პერიოდის განმავლობაში შეუძლია ბანკს, მიიღოს კონკრეტული პირის შესახებ კონფიდენციალური ინფორმაცია, რათა თავიდან იქნეს აცილებული უვადო კონტროლის საფრთხე.
კანონპროექტის მნიშვნელოვანი ხარვეზებისა და ზემოთ მოყვანილი შენიშვნების გათვალისწინებით, გვსურს აღვნიშნოთ, რომ კანონოპროექტის ამ სახით მიღება არა მხოლოდ ადამიანის ძირითადი უფლების დარღვევას გამოიწვევს, არამედ დიდი საფრთხის ქვეშ დააყენებს საქართველოს ეკონომიკის წამყვან დარგს – საბანკო სისტემას. საბანკო საიდუმლოებასა და პირის კონფიდენციალურ ინფორმაციაზე სახელმწიფოს უვადო კონტროლის დაწესება ასევე ხელს შეუშლის მსხვილი ინვესტიციების შემოსვლას.
კანონპროექტის მიზანია დაბეგვრისა და ადმინისტრირების პროცედურების დახვეწა, აღნიშნული სფეროს ეფექტური და მოქნილი მექანიზმის შემუშავება. დასახული მიზნების მიღწევა შესაძლებელია განხორციელდეს ადამიანის პირადი ცხოვრების უფლების, სამართლიანი სასამართლოსა და დაცვის უფლების დარღვევის გარეშე.
გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

პოლიტიკა

ნინო წილოსანი ლილუაშვილის საქმეზე – თუ ამ ადამიანებს კორუფცია დაუდასტურდებათ, სინანულზე მეტად ბრაზი გვექნება

14:10; 24 დეკემბერი, 2025
პოლიტიკა

რომან გოცირიძე – კობახიძის მოწოდება არის რეპრესიების გაფართოება ბიზნესსფეროში და საბჭოთა „ობეხეეს-ის“ სისტემის რეანიმაცია

13:01; 24 დეკემბერი, 2025
პოლიტიკა

“მზია ამაღლობელსაც დავარტყამდი პანჩურს და გამოვაგდებდი, ვითომ მედიის კორიფეს…” – გია გაჩეჩილაძე

10:15; 24 დეკემბერი, 2025
პოლიტიკა

5 და 6 იანვარი უქმედ გამოცხადდა

18:54; 23 დეკემბერი, 2025
პოლიტიკა

ოზურგეთის მომსახურების ცენტრს ირაკლი გაბედავა უხელმძღვანელებს

18:06; 23 დეკემბერი, 2025

ირმა ინაშვილის პასუხი ირაკლი მამალაძეს: "სამარცხვინო კომენტარია"

გამგეობის აპარატის უფროსი: "მე რა გავაკეთო? ყოველი მხრიდან ვისმენ საყვედურებს“

ყველა სიახლე

ფინანსები

რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკი მოსწავლეებისთვის STEM მიმართულებით?

17:35; 24.12.2025
სამართალი

ავარიას ახალგაზრდა ქალი ემსხვერპლა

17:29; 24.12.2025
საზოგადოება

რა ეღირება დოლარი და ევრო ხვალ

17:20; 24.12.2025
ფინანსები

შეიძინეთ სასურველი ნივთი საქართველოს ბანკის QR განვადებით და მიიღეთ 20,000 PLUS ქულა საჩუქრად

17:01; 24.12.2025
ფინანსები

არ გამოტოვო თიბისის საახალწლო კალენდრის ყველაზე მასშტაბური- 27-28 დეკემბრის შეთავაზებები

16:54; 24.12.2025
სამართალი

პროკურატურამ ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფატქზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

16:30; 24.12.2025
ფინანსები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

16:18; 24.12.2025
ფინანსები

შექმენი პირველი შეთავაზება Ads მენეჯერში – საქართველოს ბანკის შეთავაზება ბიზნესს

16:04; 24.12.2025
ფინანსები

შეიძინეთ სასურველი ნივთი საქართველოს ბანკის QR განვადებით და მიიღეთ 20,000 PLUS ქულა საჩუქრად

14:37; 24.12.2025
პოლიტიკა

ნინო წილოსანი ლილუაშვილის საქმეზე – თუ ამ ადამიანებს კორუფცია დაუდასტურდებათ, სინანულზე მეტად ბრაზი გვექნება

14:10; 24.12.2025
საზოგადოება

„ჟამი კითხულისა“ _ შემოქმედის ბიბლიოთეკაში საინტერესო ღონისძიება გაიმართა

14:04; 24.12.2025
პოლიტიკა

რომან გოცირიძე – კობახიძის მოწოდება არის რეპრესიების გაფართოება ბიზნესსფეროში და საბჭოთა „ობეხეეს-ის“ სისტემის რეანიმაცია

13:01; 24.12.2025
მსოფლიო

რომის პაპი რუსეთს მოუწოდებს, საშობაო ზავს დათანხმდეს

12:56; 24.12.2025
საზოგადოება

“დაგვიობლდა ტაძარი” _ ყველასთვის საყვარელი მოძღვარი გარდაიცვალა

12:40; 24.12.2025
საზოგადოება

“მთავრობამ სუპერმარკეტებს და დისტრიბუტორებს „ომი“ გამოუცხადა _ გიორგი კეპულაძე

12:29; 24.12.2025

დღის ფოტო

დღის ფოტო

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025
0

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

14:50; 21.12.2025
0

,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

9:47; 21.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2025 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო