გუშინ, ბათუმში, "პრეს-კაფეში", აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატის, ადამიანის უფლებების დაცვის კომისიის თავმჯდომარის, მედეა ვასაძის ჯაბა ანანიძისა და ირმა ზოიძის საქმეზე ქარტიის სხდომა ჩატარდა. სადაო ჟურნალისტური პროდუქტი – საგამოძიებო ფილმი "უმაღლესი კომფორტით" გახლდათ.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ინფორმაციით, განმცხადებელი სადაოდ ხდიდა ქარტიის პირველ, მესამე, მეოთხე და მეთერთმეტე პრინციპს. საბჭოს გადაწყვეტილებით, ავტორმა და პროდიუსერმა, რამდენიმე ეპიზოდში დაარღვიეს ქარტიის პირველი პრინციპი, მათ მესამე, მეოთხე და მეთერთმეტე პრინციპები არ დაურღვევიათ.
ქარტიის საბჭოს სხდომას, რომელიც 21 სექტემბერს ბათუმის "პრეს-კაფეში" გაიმართა, ესწრებოდა და განცხადების განხილვაში მონაწილეობდა საბჭოს 7 წევრი, თუმცა ორმა მათგანმა – ნინო ზურიაშვილმა და ლაშა ზარგინავამ, თვითაცილების გზით გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობა არ მიიღეს.