3 თვის წინ, დუშეთის მუნიციპალიტეტის საკურორტო ზონაში, ე.წ. ბულაჩაურის "დაჩების" დასახლებაში ძლიერი წვიმის გამო ქვა-ღორღი ჩამოწვა, რამაც ადგილობრივი მოსახლეობის ეზოები დააზიანა და მანქანის სავალ ნაწილზე გადავიდა.
გზაზე, მანქანის სავალი ნაწილი ისეა დაზიანებული, რომ შესაძლოა ტრაგედიაც კი მოხდეს. თუმცა, ამას ყურადღებას არავინ აქცევს _ დღემდე ქვა-ღორღი უპატრონოდ არის მიტოვებული.
"გურია ნიუსთან" ქალბატონი ეთერი, ამბობს, ქვა-ღორღისგან ტერიტორიის დასუფთავების საკითხი არავის აინტერესებს პირიქით, მისი თქმით, როდესაც ის ადგილობრივ თვითმმართველობას დახმარებას თხოვს, საყვედურობენ _ "ნუ ჩივითო".
ჩვენ ამ წუთებში ვცდილობთ, დავუკავშირდეთ დუშეთის თვითმმართველობის ორგანოებს და ადგილობრივი ხელისუფლების კომენტარს ამ საკითხთან დაკავშირებით მალე შემოგთავაზებთ.