მაისის დასაწყისში დაწყებული საუბრები იმის შესახებ, რომ 16 გუნდიანი ჩემპიონატები ჩატარებულიყო და რომელსაც მხარს არ უჭერდა საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი, დადებითად გადაწყდა და 8 ივლისს, მინისტრთან ერთად ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა დომენტი სიჭინავამ, გააჟღერა ინფორმაცია, რომ ჩემპიონატი 16 გუნდიანი იქნებოდა.
მათივე თმით, ეს ცვლილება ძალაში მომავალი წლის ზაფხულიდან ამოქმედდებოდა.
აღსანიშნავია ისიც, რომ ყიფიანის განცხადებით, სახელმწიფო კლუბებს გარკვეული თანხით დაეხმარებოდა – უმაღლესი ლიგის კლუბებს, თითოს 250 ათასი,ხოლო პირველი ლიგისას 100 ათასი ლარით. ეს განცხადება მინისტრმა გაზეთ "ლელოსთან" გააკეთა.
თუმცა, რამდენიმე მატჩის ჩატარების შემდეგ გაირკვა, რომ კლუბები სახელმწიფოდან მხარდაჭერას ამაოდ ელიან.
ლევან ყიფიანმა კი განაცხადა, რომ მსგავსი ფულადი დახმარების შესახებ არაფერი სმენია.
"პირველად მესმის 250 ათასი ლარის შესახებ და კლუბებმა თავის თავს მიხედონ უმჯობესია", _ აღნიშნა მინისტრმა.