დღეს, გვიან ღამის 01:00 საათზე, გურიაში, სოფელ სუფსაში, მთავრობის წევრების შეხვედრა იგეგმება, რომელსაც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით შავლიაშვილი, გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილე ზურაბ კოპაძე, შს მინისტრის მოადგილე ვახტანგ გომელაური და სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს ხელმძღვანელი, მინდია ჯანელიძე დაესწრებიან.
ამის შესახებ "გურია ნიუსთან" რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მრჩეველმა, მია გვენეტაძე განაცხადა.
"იმდენად ფორსმაჟორია, სპონტანურად დაიგეგემა შეხვედრა ამინდის გაუარესების გამო. შტორმი და უხვი ნალექია მოსალოდნელი. იმისთვის, რომ მაქსიმალურად ვიყოთ მობილიზებული, შეხვედრა დაიგეგემა."