ქალაქ ოზურგეთში, გაბრიელ ეპისკოპოსიის ქუჩის 12 და 14 ნომერში მცხოვრებლებმა "გურია ნიუსს" დახმარებისთის მიმართეს.
"ძალიან გთხოვთ, მოდით და ნახეთ თქვენი თვალით, რა დღეში ვართ!", _ სოსო მგელაძის, ქეთინო ბურჭულაძის, თამრიკო მგელაძისა და ციცო ნადარეიშვილის ოჯახები ხელისუფლებისგან შველას ითხოვენ.
"მოვიდნენ და ნახონ რა დღეში ვართ. მოსულია საგანგებო სტუაციათა სამსახურის თანამშრომლები, მაგრამ ამათმა რა უნდა გვიყონ? წყალმა წაგვიღო, დაგვეხმარეთ!“
რამდენი ხანია ვითხოვთ ამ პრობლემის მოგვარებას, მაგრამ არ გვეღირსა. ორი ადიდებული მდინარე სულ სახლში შემოვიდა, რა გვეშველება? სულ დატბორილები ვართ, მთელ ეზო და სახლი წყალში ცურავს. დაგვეხმარეთ, გუბერნატორი აქ არ არისო, გვთხრეს, ვის მივმართოთ? ამ მდგომარეობას რა ეშველება?!"