ლანჩხუთის გამგეობის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის, თენგიზ ხელაძის ინფორმაციით, რაიონში წაღებულია შიდა გზები, დატბორილია საცხოვრებელი სახლები და დაზიანებულია ხიდები.
"განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა ჩოჩხათში, ადიდებულმა მდინარემ საფრთხე შეუქმნა რამდენიმე ოჯახს. შესაბამისად, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მდინარესთან ახლოს მცხოვრებები რამდენიმე ოჯახის ევაკუაცია დავიწყოთ.
საკმაოდ მძიმე მდგომარეობაა აცანაში, აკეთში. ადიდებულია მდინარე სუფსა, რომელიც სოფელ ნაგომართან კალაპოტიდან გადმოვიდა და დაახლოებით 300 მეტრით გადმოიწია მოსახლეობისკენ.
ბევრ სოფელში შეიქმნა პრობლემები. ჩვენი სამსახურები ადგილებზე მუშაობენ", _ გვითხრა ხელაძემ.
გურიაში ამ წუთებშიც გადაუღებლად წვიმს, მდინარეები კალაპოტიდანაა გადმოსული. გაწმენდითი სამუშაოების დაწყება, უამინდობის გამო ვერ ხერხდება.