ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სოფელ ჯუმათში მდინარე სუფსის ადიდების შედეგად ნადგურდება სოფლის საყანე ფართობები.
"ჯუმათი-ნინოშვილი-ლესის ბეტონის საავტომობილო გზა ნაწილობრივ დატბორილია. იმავე ტერიტორიაზე, დობორჯგინიძისა და მექვაბიშვილის საცხოვრებელ სახლებამდე, ამ მომენტისათვის, წყლის ნაკადმა დაახლოებით 30-40 მეტრში მიაღწია", _ ნათქვამია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.