https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

  • ფეისბუქსტატუსები

    ჩვენ ორ სხვადასხვა ერად ჩამოვყალიბდით _ მიხეილ სააკაშვილი

    “სულ ერთი საცდელი ილეთი მაქვს” _ რის შესახებ წერს გიორგი კეკელიძე

    ,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ერდოღანმა შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრები თანამდებობებიდან გაათავისუფლა

    დონალდ ტრამპი ირანზე – ან შეთანხმებას მივაღწევთ, ან ძალიან მკაცრი ნაბიჯების გადადგმა მოგვიწევს

    ვოლოდიმირ ზელენსკი – უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ დოკუმენტები მზადაა

    სერგეი ლავროვი – თუ ევროპა რუსეთს თავს დაესხმება, სრულმასშტაბიან სამხედრო პასუხს მიიღებს

    ნიპა ვირუსით გარდაცვალების შემთხვევა კიდევ ერთ ქვეყანაში დაფიქსირდა (უცხოეთი)

    მილანში ოლიმპიურ სოფელთან პოლიციელებსა და მომიტინგეებს შორის შეტაკება მოხდა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

  • ფეისბუქსტატუსები

    ჩვენ ორ სხვადასხვა ერად ჩამოვყალიბდით _ მიხეილ სააკაშვილი

    “სულ ერთი საცდელი ილეთი მაქვს” _ რის შესახებ წერს გიორგი კეკელიძე

    ,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ერდოღანმა შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრები თანამდებობებიდან გაათავისუფლა

    დონალდ ტრამპი ირანზე – ან შეთანხმებას მივაღწევთ, ან ძალიან მკაცრი ნაბიჯების გადადგმა მოგვიწევს

    ვოლოდიმირ ზელენსკი – უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ დოკუმენტები მზადაა

    სერგეი ლავროვი – თუ ევროპა რუსეთს თავს დაესხმება, სრულმასშტაბიან სამხედრო პასუხს მიიღებს

    ნიპა ვირუსით გარდაცვალების შემთხვევა კიდევ ერთ ქვეყანაში დაფიქსირდა (უცხოეთი)

    მილანში ოლიმპიურ სოფელთან პოლიციელებსა და მომიტინგეებს შორის შეტაკება მოხდა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

გაბრაზებული მონადირის რჩევების დღიური

9:10; 2.10.2014
კარმიდამო ჩემი
Share on FacebookShare on TwitterEmail

_ სამონადირეო დარგს პატრონი არ ჰყავს! საიდან დავიწყო ამ სფეროზე საუბარი, ვის რა ვურჩიო და ვის რა ვუსაყვედურო?! დავთარი არეული მაქვს! თქვენთან საუბარი კარგია, დროული კი არა, იქნებ, დაგვიანებულიც, _ გვეუბნება ბუხუტი ჯინჭარაძე, გურიის რეგიონის მონკავშირის ყოფილი თავმჯდომარე და ახლა მოყვარული მონადირე, მშობლიური მხარის ფლორასა და ფაუნაზე უსაზღვროდ შეყვარებული და ასეთი სიყვარულის უქონელ ადამიანებსა და ზოგადად, ხელისუფლებაზე გაბრაზებული კაცი.

_ თუ ვინმეს ჰგონია, რომ გარემოს დაცვის სამინისტრო ერთი უპირველესი სტრატეგიული უწყება არაა, რომელსაც ქვეყნის ყოფნა-არყოფნის ბედი აბარია, ცუდადაა მისი საქმე. დადის სამი-ოთხკაციანი გარემოს დაცვის ინსპექცია და რაღაცას ამოწმებს… რას _ არ ვიცი. ჯერ კიდევ 90-იან წლებში დაიწყო მონკავშირის განადგურება. მერე შევარდნაძის დროს, მინისტრმა ჩხობაძემ ალპური მგლები შემოგვისია, ტყის სანიტარიაო… სანამ შეგჭამს, სანიტარია, მანამდე მოკვლა აკრძალული გაქვს. რომ დაგაქცევს, თუ დარჩი ცოცხალი, მერე მოკლავ… მითხრას ვინმე გონიერმა, რატომ გადადგა ქვეყანამ ასეთი ნაბიჯი? 26 მილიონი ევრო რომ გამოყო ევროკავშირმა ამ საქმისთვის, ვითომ ვოლიერები აშენდა, ვითომ აცრები ჩაუტარდა მგლებს და ათასი "ვითომ"… სინამდვილეში დიდი გრანტიჭამიობა იყო ეს. ბევრი კარგი საქმე მინახავს გრანტით გაკეთებული, მაგრამ ეს "მგელობანას" თამაში ჩხობაძის გასამართლებით უნდა დამთავრებულიყო. ასეთია ჩემი, როგორც პროფესიონალი მონადირის და ერთი პატრიოტი კაცის აზრი… მონადირეს ათი მცნება ჰქონდა, მშობლის რჩევაზე უკეთესი. ესმის ახლა ვინმეს რაიმე რჩევა და დარიგება?

_ ბატონო ბუხუტი, გასაგებია თქვენი გულისტკივილი. ალპური მგლების თემა საქართველოში ნამდვილად აქტუალურია და ძირითადად, უარყოფითი კონტექსტით იხსენიება. მართლა ასე მავნებლური იყო ეს ნაბიჯი ხელისუფლების მხრიდან და შედეგი ოდნავადაც არ მოუტანია?

_ ერთს გკითხავთ _ საქმე, რომელსაც ერთი პროცენტი შედეგი და ოცი ამდენი ზარალი მოაქვს, შედეგიანად ითვლება? არა, ბატონო, არც ერთ სფეროში არ ჰქვია მეტი ზარალით ნაკეთებ საქმეს წარმატებული. ვის სჭირდებოდა მგელი? ამ საქმეში დავბერდი. ალპური ტყის სანიტარია, ახლა ხან ერთ ოჯახს რომ უგლეჯს მარჩენალ ძროხას და ხან _ მეორეს. ადამიანებსაც ბევრჯერ დაესხა თავს. ცოტაც მოიცადეთ და უფრო შეტევაზე გადმოვა. მთელი საქართველოს ტყეებშია გაშვებული და კარგადაც მრავლდება. წაიკითხონ, გაიგონ, ბატონო, რომ სანამ მგელი არ მოსპეს ან არ შეამცირეს, მესაქონლეობამ ვერ მოიკიდა ფეხი ბრაზილიაში, ვენესუელაში, პარაგვაიში. ასევე, ევროპაშიც, სკანდინავიის ქვეყნებშიც. ამის უამრავი მაგალითია. ამათ კი ამ გაჭირვებულ საქართველოს შემოუსიეს და საცოდავ კაცს თითქოს თავისი არ ჰყოფნიდა, ძლივს გაზრდილი მარჩენალი მგელს შეაჭმევინეს. ჩხობაძეს მგლების შემოყვანის საქმეში ლომის წილი აქვს. რა თქმა უნდა, ზემოდან ეყოლებოდა მთავარი მიმთითებელი.

_ თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ თანამედროვე "მონკავშირი", რა კეთდებოდა ადრე და რას ურჩევდით ახალ ხელისუფლებას თუ თითოეულ მოყვარულ მონადირეს, რაში ხედავთ პრობლემას?

_ ამ დარგში რომ ყველაფერი პრობლემაა, რა მიხვედრა უნდა? არსებობდა მონადირის მოწმობა, მას ჰქონდა თოფის და სამონადირეო დანის ტარების უფლება, გავლილი უნდა ჰქონოდა ატესტაცია. საეგერო სამსახურს ბრაკონიერის გამოვლენა ევალებოდა. ახლა დაიჭერენ თოფს ხელში და საით ისვრის ასეთი "მონადირე", თვითონ არ იცის, სხვას კი კლავს. ნახეთ სტატისტიკა _ სეზონზე ხან 100 კაცია მკვდარი. ადრე ასეთს სად გაიგონებდით, იშვიათი შემთხვევის გარდა? ჯერ სამონადირეო სეზონი არ გახსნილა და გავიგე, ერთ დღეს ოზურგეთის ბაზარში 56 ცალი ნანადირევი მწყერი შემოიტანეს გასაყიდად. ეს ნამუსია? ყველა უნდა დახოცო? ჰქონდა ამას თავისი წესები, როდის რამდენი უნდა მოგეკლა. ხელისუფლებამ უნდა იზრუნოს ამ პრობლემის მოგვარებაზე. იმ დროს არსებობდა მონადირის ათი მცნება, რა უნდა სცოდნოდა: პირველ რიგში, თოფის გამართულობა, როდის უნდა მოეკლა, ძაღლი საბმელით ჰყოლოდა, რა უნდა სცმოდა, რანაირი ტყვია-წამალი შეერჩია და რაც მთავარია, ჰქონოდა პატიოსნება და ზრდილობა _ ტყეში ჩხუბი დაუშვებელია! ახლახან ინადირეს თუ იქეიფეს ოზურგეთის ერთ-ერთ მთაზე, გვარ-სახელს არ ვიტყვი, მერე ერთმა მეორეს თავში კონდახი უთავაზა და ტვინის შერყევით სიკვდილს ძლივს გადაურჩა. ესენი არიან მონადირეები? ესაა საქმე? მთავრობა უნდა დაფიქრდეს იმაზე, რომ თუ "მონკავშირის" ასლს არ შექმნის, უნდა შექმნას რაღაც მსგავსი, სადაც მონადირეს მონადირე ერქმევა და ეგერს _ ეგერი. სისტემაა ჩამოსაყალიბებელი.

_ თქვენი აზრით, კონკრეტულად რა ზარალი გამოიწვია მონადირეთა კავშირის გაუქმებამ და როგორ წარმოგიდგენიათ თქვენი ხედვით, მკვდრეთით აღმდგარი ეს საზოგადოება?

_ ამ ორგანიზაციის გაუქმებას მოჰყვა ის, რომ საქართველოს სანადირო სავარგულები უპატრონოდაა მიტოვებული! თქვენ გჯერათ, რომ გარემოს დაცვის ინსპექციის სამკაციანი ჯგუფი რომ დარბის, რაიმე საქმე გამოუდის? ვინმეს შეუძლია, დათვალოს, რამდენია დენით მოკლული თევზი, ნადირობის სეზონის დაწყებამდე მოკლული ნადირ-ფრინველი? გაფორმებული თოფი რამდენია და გაუფორმებელით რამდენი დარბის, შეამოწმა ვინმემ? ან გაფორმებული რომ აქვს კაცს თოფი, არის კი ის მონადირე? აკინძული უნდა იყოს მონადირეთა ვინაობა, მისამართი… ორლარნახევარი რომ ღირს სეზონის გახსნამდე მოკლული ერთი პატარა მწყერი, ვინმე კითხულობს, ეს რატომ ხდება? გაიხსნას სეზონი, დაიშვას ნორმები და მერე გაყიდოს! ნადირობის კულტურა არ არსებობს! მონადირეს ინსტრუქტაჟი უნდა უტარდებოდეს, ნადირობის წესები საგზაო წესებივით იცოდეს. ოზურგეთში ნორმალური პატრული რომ დაინიშნა, შეხედეთ, ხომ იკადრა ბევრმა "კაი ბიჭმა" ღვედის გადაკვრა? საქმე ჩანს და წესრიგისკენ წინსვლა. თავისუფალ დროს სპეციალური არხით ვუყურებ ფილმებს ბუნებისა და მონადირის ჰარმონიულ თანაარსებობაზე. ვხედავ, დაიჭირა კაცმა უშველებელი კობრი, მოეფერა და… ისევ წყალში გაუშვა! აი, ესაა კულტურა და ბუნების სიყვარული. ფლორას და ფაუნას მიხედვა სჭირდება. ნადირ-ფრინველი ჯერ უნდა მოვამრავლოთ და მერე კი არ უნდა გავჟლიტოთ, უნდა გამოვხშიროთ! აი, ესაა ჩემი კეთილი სურვილები და რჩევები! ჩემთვის ხშირად ვწერ, რა პრობლემებია, რას როგორ უნდა ეშველოს. პროფესიონალი ვარ, ამ საქმის გულშემატკივარი და ასე მგონია, ამ დარგის გასაჭირით, ჩემს საკუთარ ოჯახს უჭირს! რჩევების დღიურიც მაქვს შედგენილი, მაგრამ სჭირდება ვინმეს? მალე ნადირობის სეზონს გავხსნით და იქაც ვიტყვით ჩვენს სათქმელს.

_ ბატონო ბუხუტი, თქვენ ისევ ნადირობთ. კონკრეტულად, რა ჯიშის ძაღლები გყავთ და ამ კუთხითაც ხომ არ დაგროვდა პრობლემები? ნათქვამია, "კარგ მონადირეს, კარგი ძაღლი უნდა ჰყავდესო"…

_ ახლა სახლში ორი ძაღლი მყავს _ დრათჰაარი და ირლანდიური სეტერი. ესენი ფრინველსა და კურდღელზე ნადირობენ. ადამიანივით ვუვლი. ჩემთვის მეგობრები არიან და, როგორც მხოლოდ ძაღლებს, ასე არ ვუყურებ. კარგი თუ იქნება მონადირე, კარგ ძაღლს აუცილებლად იშოვის. ამ მხრივ პრობლემას ვერ ვხედავ.

_ ნადირობის სეზონი ახსენეთ. როდის, ვინ და როგორ ხსნის და რა ხარვეზი ან დადებითი ახლავს ამ პროცესს?

_ ამ საქმეს ენთუზიასტები ვახერხებთ მხოლოდ. ვიკრიბებით ასამდე კაცი, ძველი თუ ახალბედა მონადირეები, საკუთარი სურვილით, არავის ვაწუხებთ, ძველებურ წესებს ვიცავთ. ჩვენთან მოდის ოზურგეთის სახელმწიფო ფოლკლორული ანსამბლი "შვიდკაცა", ძირითადად ექვსი სოფლის გამოცდილი და პროფესიონალი მონადირეები, ასევე _ ქალაქიდანაც და ვხსნით ნადირობის სეზონს. ეს სეზონი მარტამდე უნდა გრძელდებოდეს. ახლა 16 აგვისტოდან მომდევნო წლის 15 თებერვლამდეა დაშვებული. ადრე მარტის ბოლომდე გრძელდებოდა და ეს არაფერს უშლიდა ხელს. გარემოს დაცვის სამინისტროს, თავდაცვის სამინისტროზე არანაკლები პასუხისმგებლობა აკისრია ქვეყნის წინაშე. ყველა მონადირეს გვსურს, ახალი ხელისუფლების ყურს მისწვდეს ჩვენი ხმა, კეთილი სურვილები და რჩევები…

ბატონმა ბუხუტი ჯინჭარაძემ ჩვენთან საუბარი სამონადირეო დარგზე, ალპურ მგლებზე საუბრით დაიწყო და ნადირობის სეზონის გახსნაზე საუბრით დაამთავრა. კი იყო ჩვენი მასპინძელი გაბრაზებული, მაგრამ მასში უზარმაზარი იმედი და ენერგია ჩანს, სჯერა, რომ ვიღაც გამოჩნდება, ვიღაც ისევე გადაეფარება მშობლიურ ფლორასა და ფაუნას, როგორც თვითონ და მისი მამა, ვალოდია ჯინჭარაძე, რომელიც 40 წლის მანძილზე დარაჯად ედგა გურიის მონადირეთა კავშირს, მთელი რეგიონის ბუნებას. მისთვის საჩუქრად მირთმეული კავკასიური არწივის, კოლხური დედალ-მამალი ხოხბის, შევარდნის ფიტულები და უფიდან ჩამოტანილი ცხენირმის რქა ამშვენებს ჯინჭარაძეების სახლის პირველი სართულის დარბაზს.

_ ესაა მამაჩემის სიმდიდრე, მეგობრების მიერ სიმბოლურ საჩუქრებად მირთმეული, რომელსაც სიცოცხლესავით ვუფრთხილდები და ვუვლი. სახლში შემოსული სტუმარიც პირველად ამ სიმბოლოებს ხედავს და ხვდება, რომ ეს მხოლოდ ფიტულები კი არა ცოცხალი კავშირია ოჯახის წევრთა უსაზღვრო სიყვარულსა და სამონადირეო დარგს შორის, რომელიც თაობებს უნდა გადაეცეს, როგორც ჯანსაღი, პატრიოტული სულისკვეთება.

რაც შეეხება ბატონ ბუხუტი ჯინჭარაძის მიერ ნინო ჩხობაძის დადანაშაულებას საქართველოში ალპური მგლების შემოყვანის გამო, ჩვენ დავუკავშირდით გარემოს დაცვის ყოფილ მინისტრს, რომელმაც ასეთი კომენტარი გააკეთა:

_ მსგავსი სისულელე ბევრი არ გამიგონია! რა მგლები?! ეს ამბავი ერთ კურიოზულ ფაქტს უკავშირდება _ მაშინ ერთი მეცნიერი ბიოლოგიის ინსტიტუტში მუშაობდა ჯიხვების თემაზე და პროფესორ იასონ ბადრიძეს ედავებოდა, წითელი ალპური მგლები შემოიყვანეთო. ჯერ ერთი, ეს წითელი მგელი კანადურია და სულ 20 ეკზემპლიარია მსოფლიოში, ვინ მოგცემს? მეორეც, ტყეში არის მგელი, მომრავლდა უამრავი ტურა და ერევათ მგლებში. უპატრონო ძაღლებიც ბევრი ველურდება, იღებენ მურა ნაცრისფერს და ხან მგელზე უარესია. ხდება მგლის და ნადირის შემოვარდნა და როცა შემოგივარდება, ის უნდა მოკლა! რა ნებართვა უნდა ამას? რაც შეეხება ჩემ მიერ მგლების შემოყვანის მითს, თუ ჯერ კიდევ ავრცელებს ამას ვინმე, რა ვქნა, გავგიჟდე?! _ გვითხრა ნინო ჩხობაძემ.

გაზიარება2Tweet1Send

ამავე კატეგორიაში

ჩვენი რჩევები

რატომ არ შეიძლება უმი ქათმის გარეცხვა მომზადებამდე

09:41; 5 სექტემბერი, 2025
ჩვენი რჩევები

როგორ მოვიშოროთ ბუზები და კოღოები ქიმიური პრეპარატების გარეშე

12:26; 5 ივლისი, 2025
ჩვენი რჩევები

რა არ უნდა მიირთვათ მშიერ კუჭზე

09:59; 6 მარტი, 2025
ჩვენი რჩევები

კვერცხი წონის დაკლებას უწყობს ხელს

09:58; 6 მარტი, 2025
ჩვენი რჩევები

წიწიბურას დიეტა

09:55; 6 მარტი, 2025

"ბერა", "რქა" და "ტაისონის მუშტი" დამლევს ელოდება

პომიდვრისა და ბულგარული წიწაკის სიკეთე

ყველა სიახლე

საზოგადოება

სეს-მა არალეგალური სასაკლაოები და კვერცხის საწარმო გამოავლინა

14:49; 11.02.2026
საზოგადოება

გამოიდარებს თუ არა უახლოეს დღეებში- მოსალოდნელი ამინდის პროგნოზი

14:44; 11.02.2026
საზოგადოება

უკანონო ტყითსარგებლობის 127 ფაქტი გამოავლინეს

14:24; 11.02.2026
სამართალი

ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და მონაწილეობის ფაქტზე სამ პირს, ხოლო დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს

14:15; 11.02.2026
ზაფრანი

ზოდიაქოს 5 ნიშანი, რომელთათვისაც 2026 წლის თებერვლის ბოლო განსაკუთრებით წარმატებული იქნება

13:25; 11.02.2026
სამართალი

ავალიანის საქმეზე დაკავებული ერთ-ერთი მოზარდის ადვოკატი ადასტურებს, რომ პროკურატურის კადრებში მისი დაცვის ქვეშ მყოფია

13:02; 11.02.2026
საზოგადოება

ვის შეუწყდება მუნიციპალიტეტისგან ქირა

12:45; 11.02.2026
საზოგადოება

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

12:37; 11.02.2026
სამართალი

ავტოსაგზაო შემთხვევას 3 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა _ დეტალები

11:46; 11.02.2026
ფეისბუქსტატუსები

ჩვენ ორ სხვადასხვა ერად ჩამოვყალიბდით _ მიხეილ სააკაშვილი

11:42; 11.02.2026
საზოგადოება

ნისლი, ქარბუქი, გზებზე ლიპყინული _ გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

10:14; 11.02.2026
სამართალი

“პროკურატურა გადმოდგი ტრიბუნა! _ მოკლული 22 წლის ნიკა კვარაცხელიას დედა მიმართვას ავრცელებს

10:08; 11.02.2026
პოლიტიკა

ჰელსინკის კომისიაში საქართველოში არსებული ვითარების შესახებ ბრიფინგი დღეს გაიმართება

10:01; 11.02.2026
საზოგადოება

სუს-ი საგანგებო განცხადებას ავრცელებს

9:57; 11.02.2026
სპორტი

ნიკა ეგაძე, ფიგურულ ციგურაობაში, ზამთრის ოლიმპიური თამაშების ფინალშია!

9:55; 11.02.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

ჩვენ ორ სხვადასხვა ერად ჩამოვყალიბდით _ მიხეილ სააკაშვილი

11:42; 11.02.2026
0

“სულ ერთი საცდელი ილეთი მაქვს” _ რის შესახებ წერს გიორგი კეკელიძე

11:17; 10.02.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო